Connect with us

ყვავილები

მეზობელი კიტრს ბოთლებში ზრდის. მისი მეთოდი გამოვიყენე და ახლა უხვ მოსავალზე ვოცნებობ

ხუთლიტრიან ბოთლებში კიტრის დათესვა უნივერსალური ხრიკია, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე პრობლემის გადაჭრა შეუძლია.

ასეთი მეთოდი გამოადგებათ მათ, რომელთაც თბილი სათბურები არ აქვთ. ცივ კლიმატურ ადგილებში წვნიანი ბოსტნეულის მოსავლიანობას გაზრდის. სურვილის შემთხვევაში, ბოსტნის გამოყენება საერთოდ აღარ დაგჭირდებათ!

კიტრის დათესვა

ხუთლიტრიან ბოთლებში კიტრის გაზრდის უპირატესობა

სხვა ჭურჭლებისგან განსხვავებით ხუთლიტრიანი ბოთლების სპეციალურად შეძენა საჭირო არაა. საკმარისია, თუ ზამთრის პერიოდში არ გადაყრით და დააგროვებთ.

ბოთლები კომპაქტური, გადასატანად მოსახერხებელია, რაც მთავარია, მზის სხივებს ადვილად ატარებს! პლასტმასის ბოთლებში კიტრი მოყვანის რამდენიმე უპირატესობა:

1. პლასტმასი მოსავალს ყინვებისგან იცავს.

2. ერთგვარ ბარიერს წარმოადგენს ნიადაგის დაავადებების, სარეველებისა და მწერებისთვის, მაგალითად, მახრასებრებისთვის.

3. ბოთლებში კიტრის მორწყვა მოსახერხებელია. სითხე იზოგება და ფესვები წყალს მყისიერად იღებს.

4. მცენარეების მიწაში დარგვა მარტივდება.

თესლის მომზადება

თესლები გადაარჩიეთ. დასარგავად ვარგისი თესლები მარგანცოვკის ხსნარით დაამუშავეთ. დამატებით თესლი ალოეს წვენში ან კალიუმის ჰუმეტში ჩაალბეთ, ასე აღმონაცენებს უფრო გაზრდით.

მიწის მომზადება

მიწის ნარევი ფხვიერი და ფორებიანი უნდა იყოს. მაღაზიაში იყიდეთ ან დამოუკიდებლად მოამზადეთ.

დაგჭირდებათ 4 კომპონენტი: ჩვეულებრივი ბოსტნის მიწა, დამპალი ფოთლები, ტორფი და სადრენაჟოდ მზესუმზირას ჩენჩო.

თესლის დარგვა

ბოთლი კარგად გარეცხეთ. ზედა მესამედი ნაწილი ფრთხილად მოაჭერით. არ გადააგდოთ, დაგჭირდებათ. ბოთლის ძირი რამდენიმე ადგილას გახვრიტეთ, რომ ზედმეტი სითხე გამოვიდეს.

ბოთლი მზა მიწის ნარევით გაავსეთ, ბოლომდე გავსებამდე რამდენიმე სანტიმეტრი დატოვეთ. ნაადრევი მოსავლისთვის წინასწარ გაღვივებული თესლი გამოიყენეთ. ხუთლიტრიან ბოთლში შეგიძლიათ 3-4 თესლი დათესოთ. მოგვიანებით, ყველაზე ძლიერი მცენარე დატოვეთ.

შემდეგ?

ხუთლიტრიან ბოთლებში გაზრდილი ნერგები აგარაკზე წაიღეთ. გადასარგავად ორმო ამოთხარეთ, ქილის ძირი გამოჭერით და ბოთლთან და მიწის გოროხთან ერთად ჩარგეთ. ზედა ნაწილი დააფარეთ.

ასე გაზარდეთ თბილი ამინდის დადგომამდე და ღამის ყინვების გაქრობამდე. მოგვიანებით ბოთლები ფრთხილად მოაშორეთ.

თუ აგარაკზე იშვიათად ადიხართ, დარგვის მეთოდები გამოიყენეთ, რომლებიც რეგულარულ მორწყვას არ მოითხოვს. ამისთვის თესლი არა ქვედა, არამედ ქილის ზედა ნაწილში დათესეთ.

ქვედა ნაწილი ნახევრამდე წყლით გაავსეთ, ხოლო ზედა ნაწილი თავსახურის გარეშე მასში მოათავსეთ, ბოთლის ყელი წყალში ჩაძირეთ. კიტრი წყალს დამოუკიდებლად მიიღებს. მხოლოდ დრო და დრო წყალი დაუმატეთ.

როგორ გავზარდოთ კიტრი ბოსტნის გარეშე

საკმარისია, აღმონაცენები ბოთლში დატოვოთ. მეთოდი გამოადგება მათ, ვისაც ვერანდა ან შემინული აივანი აქვს. ამისთვის თვითდამტვერილი კიტრის ჯიშები გამოიყენეთ. დანარჩენი პროცესები მსგავსია. ამ შემთხვევაში გამოკვებას უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ.

აღმონაცენების გამოჩენიდან მე–2 კვირას გამოკვებეთ. 1 ვედრო თბილ წყალში 30 გრ სუპერფოსფატი, 5 გრ მაგნიუმის სულფატი, 15 გრ კალიუმი და 5 გრ ამონიუმის ნიტრატი გახსენით. დრო და დრო მცენარეები დანამეთ და კაშკაშა მზისგან დაჩრდილეთ.

როგორც ხედავთ, ხუთლიტრიან ბოთლში კიტრის დათესვა მარტივი მეთოდია, რომ ძლიერი ნერგი და მოგვიანებით ეკოლოგიურად სუფთა კიტრი მიიღოთ. ექსპერიმენტებში წარმატებას და უხვ მოსავალს გისურვებთ!