Connect with us

ყვავილები

გასწავლით, როგორ გაზარდოთ ტკბილი კიტრი ყავის ნალექით

სასუქის გადაჭარბება კიტრისთვის ნამდვილი პრობლემა შეიძლება გახდეს. ასე ზრდა შეფერხდება, ნასკვები მდიდარ მოსავალს ვერ მოგცემთ. ხელნაკეთი დაბალანსებული სასუქი მაღაზიაში ნაყიდთან შედარებით ყოველთვის იმარჯვებს.

ყველას სურს, რომ საკუთარ ნაკვეთზე ჯანსაღი, წვნიანი კიტრი გაზარდოს, რომელიც მთელი ზაფხული ხორკლიანი ბოსტნეულით გაახარებს. ერთმა უსიამოვნებამ ყველაფერი შეიძლება გააფუჭოს. ბოსტნეული შეიძლება მწარე გაიზარდოს. დაგვეთანხმეთ, ეს ძალიან საწყენია. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაზარდოთ ტკბილი კიტრი სხვადასხვა ქიმიის გარეშე.

რომელი სასუქი სჭირდება კიტრს?

თუ შემოდგომაზე დარგვის წინ კვლებში ყველა საჭირო სასუქი უკვე შეიტანეთ, მაშინ სეზონზე მხოლოდ ორგანული სასუქით გამოკვებეთ. თუ ადრე არ გამოგიკვებიათ, ორგანულის გარდა მინერალური სასუქიც დაგჭირდებათ. ჩვეულებრივ, მცენარეს მკვებავი ხსნარებით ფესვებთან რწყავენ, შემდეგ ფოთლებს და ღეროებს უხვად ნამავენ.

მინერალურ სასუქს მიეკუთვნება სუპერფოსფატი, შარდოვანა, ამონიუმის ნიტრატი, კომპლექსური და სხვა მზა ნარევი. მიწის მომზადებისას გრანულებიანი კომპლექსური სასუქი ინსტრუქციის მიხედვით უნდა მიაწოდოთ.

ორგანული სასუქი ბუნებრივი კომპონენტებია. მას მიეკუთვნება გადამწიფებული ნაკელი, ჭინჭრის ნაყენი, ნაცარი, დაყოვნებული კომპოსტი, ბიოჰუმუსი და ძვლის ფქვილი. ნებისმიერი ორგანული სასუქი უნდა მიაწოდოთ თვეში ერთხელ, 1 მ²–ზე 60 გ. გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ეფექტური სასუქი ჩაის ფოთლებით და ყავის ნალექით.

ძვლის ფქვილი

ის შეიცავს დიდი რაოდენობით ფოსფორს, აზოტს, კალციუმს და კალიუმს, რომლებიც მცენარეს აქტიურ ზრდაში ეხმარება. ქათმის ძვლები ხორცსაკეპში დააქუცმაცეთ ისე, რომ წვრილი ნარევი მიიღოთ. 4-5 ჩ/კ ნარევი მიწას 1,5 თვეში ერთხელ დაუმატეთ, რომ ზრდა დააჩქაროთ. ასეთი ნატურალური სასუქი მსხვილ და გემრიელ ნაყოფს ხელს შეუწყობს.

გადამწიფებული ნაკელი და დაყოვნებული კომპოსტი

ასეთი ნატურალური სასუქი ნებისმიერი მიწის სტრუქტურას გააუმჯობესებს. ყველაზე ხშირად სათბურში მიწის ნარევად გამოიყენება, ასევე კიტრის ნერგის მკვებავ სუბსტრატად.

ნაცარი

ნაცარი კიტრის ვეგეტატიური მასის განვითარებაზე, ღეროს ფორმირებასა და ნასკვების ჩამოყალიბებაზე დადებითად მოქმედებს.

ლამინარიის შროტი

2 ჭიქა ლამინარიის შროტი 1 ჭიქა წყალში გააზავეთ და მიღებული ნარევით მცენარე გამოკვებეთ. ასეთი სასუქი ნიადაგში კალიუმის დონეს ზრდის. ეს კომპონენტი კიტრს სჭირდება ზრდის ბოლო ეტაპზე, როცა ყვავილობას და ნაყოფიერებას იწყებს.

ჭინჭრის ნაყენი

სასუქის დახმარებით მცენარე ძლიერდება და მავნებლებს უკეთ ებრძვის.

ჩაის ფოთლები და ყავის ნალექი

1 ჩ/კ გამოყენებული ჩაის ფოთლები (დანამატების გარეშე) და 2 ჩ/კ ყავის ნალექი აურიეთ. მიღებული ნარევი 1 ლ წყალში გახსენით. კიტრი ხსნარით 2 კვირაში ერთხელ მორწყეთ. ასე მცენარეს გაამდიდრებთ აზოტით და უფრო ტკბილ ნაყოფს მიიღებთ.

Advertisement