Connect with us

ჯანმრთელობა

ბუტერბროდი წითელი ხიზილალით საზიანოა. ვინ უნდა ამოიღოს სადღესასწაულო მენიუდან

ბუტერბროდები წითელი ხიზილალით თითქმის ყველა სახლში სადღესასწაულო სუფრაზე თავს იწონებს. წითელი ხიზილალა საახალწლო დელიკატესად ითვლება. ბევრი მას უწყინარ პროდუქტად მიიჩნევს. აღმოჩნდა, რომ ყველასთვის სასარგებლო არაა. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, ვისთვის არ შეიძლება წითელი ხიზილალა და რატომ არის საზიანო.

საახალწლო წვეულებების პერიოდში არ ვაკონტროლებთ, რას და რამდენს ვჭამთ. კუჭში ჩადის მაიონეზიანი სალათი, დესერტის კიდევ ერთი ნაჭერი და ცხიმიანი ხორციანი კერძები. ჯანმრთელობაზე ზრუნვა არასდროს უნდა დაგავიწყდეთ. ზოგიერთ პროდუქტს, მათ შორის წითელ ხიზილალას შეიძლება ჰქონდეს უკუჩვენებები, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ.

ხიზილალის ზიანი

ბევრისთვის წითელი ხიზილალა სასარგებლოა, მაგრამ რამდენიმე კატეგორიის ხალხისთვის შხამი ხდება. საქმე იმაშია, რომ ბევრ მარილს და ქოლესტერინს შეიცავს. ასევე არაკეთილმოსურნე მწარმოებელმა შეიძლება დაუმატოს უროტროპინი, რომელიც ანტიბაქტერიული პრეპარატია და შენახვის ვადას ზრდის. ორგანიზმს ისიც აზიანებს.

თქვენთვის წითელი ხიზილალის ჭამა არ შეიძლება,

  1. თუ გაწუხებთ გულის და სისხლძარღვების სხვადასხვა დაავადებები, მაღალი წნევა. ამ შემთხვევაში რაციონიდან ამოიღეთ. ბევრი მარილი მდგომარეობას ართულებს.
  2. თუ დერმატიტი და ასთმა გაწუხებთ. წითელ ხიზილალას E211 დანამატს შეიცავს, რომელიც თქვენთვის საზიანოა.
  3. თუ თირკმლების დაავადებები, ჭარბი წონა და შაქრიანი დიაბეტი გაწუხებთ. ამ შემთხვევაში ექიმები გირჩევთ, დელიკატესზე უარი თქვათ.

წითელი ხიზილალის სარგებელი

ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავების და ვიტამინების წყალობით ბევრი ადამიანისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს. ომეგა 3 სიმსივნის, ინსულტის და ინფარქტის რისკს ამცირებს. D ვიტამინი საყრდენ–მამოძრავებელ აპარატს აძლიერებს, განწყობას ამაღლებს. წითელი ხიზილალა ბევრ ჰემოგლობინს შეიცავს, რომელიც ოპერაციის და ინფექციური დაავადებების შემდეგ სწრაფად გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებათ.

დელიკატესი ყოველდღე

ექიმები წითელი ხიზილალის ყოველდღე მიღებას არ გირჩევენ. მას სარგებელზე მეტი ზიანის მოტანა შეუძლია. ვიტამინების სიჭარბე ისეთივე სახიფათოა, როგორც მისი დეფიციტი. ასევე ორგანიზმში მარილის დატვირთვა შეიძლება გაიზარდოს. ჯანმრთელი ადამიანისთვის ხიზილალის ყოველდღიური დოზა 1 ჩაის კოვზია.

ხარისხიანი ხიზილალის შერჩევა

პირველ რიგში, ქილას დააკვირდით. მხოლოდ გამოცდილ მწარმოებელთან შეიძინეთ. უკეთესია, თუ შეფუთვაზე შენახვის ვადა ამოკვეთილია და არა დაბეჭდილი. ქილის გახსნისას პროდუქტს დააკვირდით. ხიზილალას მკვრივი მასა და ცალკეული მარცვლები უნდა ჰქონდეს. მშრალი გარსი, დაზიანებული მარცვლები და წებოვანი მასა უხარისხო პროდუქტის ნიშანია. კარგი ხიზილალა ჩაკბეჩისას სკდება.

ჯანმრთელობაზე ზრუნვა არასდროს გადადოთ, თუნდაც დღესასწაულებზე. თუ წითელ ხიზილალაზე უარს ვერ ამბობთ, სხვა მარილიანი კერძები გამორიცხეთ. ასეთია კიტრის და პომიდვრის მწნილი, შებოლილი და სხვა. რაც შეიძლება მეტი წყალი დალიეთ, ბოსტნეული და ხილი მიირთვით.

Advertisement