Connect with us

ყვავილები

ბორის მჟავის სარგებელი კიტრისა და ყაბაყისთვის

ყველა გამოცდილმა მებოსტნემ იცის, რომ ბორის მჟავა კიტრს ისევე სჭირდება, როგორც კალიუმი, ფოსფორი და აზოტი. თუ კიტრი საჭირო რაოდენობის ბორს იღებს, მწვანე მასას კარგად ზრდის და მეტ ნასკვს ავითარებს. ამ შემთხვევაში ნაყოფში ნახშირწყლების ოპტიმალური რაოდენობა გროვდება.

ცოტამ თუ იცის, როგორ გამოიყენოს ბორის მჟავა სარგებლის მისაღებად. საშუალებას კიტრს ზრდის სხვადასხვა ეტაპზე აწვდიან.

როდის სჭირდება კიტრს ბორის მჟავა აუცილებლად

კიტრში ბორის დეფიციტს გამოავლენთ შემდეგი ნიშნებით:

  • ნერგები ძალიან ნელა იზრდება;
  • ზრდასრული მცენარის ფოთლები ყვითლდება და იხვევა;
  • ფოთლებზე ყვითელი არშია ჩნდება;
  • შუალედური კვანძები მცირდება;
  • ბუჩქები არ ყვავილობს, ყვავილებს შორის ბევრი ფუჭი ყვავილია;
  • ყვავილები ცვივა, მაგრამ ნაყოფი არ ვითარდება;
  • გვერდითა ყლორტები და ულვაშები არ იზრდება ან არ იშლება;
  • მცენარე მუდმივად ავადდება;

როგორ გამოვიყენოთ ბორის მჟავა ნაადრევ გაზაფხულზე

თუნდაც მცენარე ჯანმრთელად გამოიყურებოდეს, ბორის სასუქი არ აწყენს. ჯერ კიდევ ძველად, მებოსტნეები ბორის მჟავას კიტრის ფესვების სისტემის გასაძლიერებლად, მცენარის სიმტკიცის გასაზრდელად და ზრდის სტიმულაციისთვის იყენებდნენ. საშუალება ფოტოსინთეზს აუმჯობესებს და ნასკვების რაოდენობას ზრდის.

თესლის დამუშავება

თესლის აღმოცენება რომ გაზარდოთ და დაავადებებისგან დაიცვათ დათესვის წინ ჩაალბეთ. 0,5 ჩ/კ ბორის მჟავა 1 ჭიქა ცხელ წყალში გახსენით. ხსნარს 2 ლ ცივი წყალი დაუმატეთ. კიტრის, ყაბაყის და კომბოსტოს თესლი 12 საათით ჩაალბეთ, ხოლო პომიდორი, სტაფილო, ხახვი და ჭარხალი – 24 საათით.

ფოთლოვანი კვება

5 გ ბორის მჟავა 1 ლ ცხელ წყალში გახსენით. 4 ლ ცივი წყალი დაუმატეთ. კიტრი და ყაბაყი საღამოს, მშრალ და უქარო ამინდში ამ ხსნარით დანამეთ. ნასკვებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ.

სიტყვაზე, ასეთ ხსნარს შეგიძლიათ დაუმატოთ 20 წვეთი იოდი და კალიუმის პერმანგანატი. ამ შემთხვევაში მცენარეს დაიცავთ ინფექციებისგან, როგორიცაა ნაცროვანი სოკო, პენოსპოროზი, სხვადასხვა ლპობა, ასევე მოზაიკა.

ბორის მჟავა კიტრისთვის ნამდვილად სასარგებლო რომ იყოს, მცენარე ყოველ 10 დღეში სეზონზე 2-3-ჯერ უნდა გამოკვებოთ. პირველად, კვირტების ფორმირებისას დანამეთ. მეორედ, ნასკვების ჩამოყალიბების პერიოდში. მესამე დამუშავება დასაშვებია, როცა კიტრი ნაყოფიერებას იწყებს. როგორ ზრუნავთ კიტრზე?

Advertisement