Connect with us

ყვავილები

ბაზარში ვისწავლე, როგორ მოვძებნო ტკბილი ნესვი ასობით უგემურს შორის

გაქვთ ბაზარზე ადგილი, სადაც ყველა ხილსა და ბოსტნეულს ყიდულობთ? იქ, აუცილებლად უნდა მუშაობადეს გულისხმიერი დეიდა, რომელიც არა მხოლოდ ყველაზე ახალ და მწიფე პროდუქტს შეგარჩევინებთ, არამედ რამდენიმე ცალს დაგიმატებთ. დედაჩემის წყალობით ასეთი გამყიდველი მყავს. სწორედ მისგან გავიგე, როგორ ავირჩიო ტკბილი ნესვი და ბევრი სხვა რამ.

როგორ ავარჩიოთ ტკბილი ნესვი

ზაფხული დასასრულს უახლოვდება, ხოლო მწიფე ყვითელი ნაყოფის სეზონი გახურებულია. ვაღიარებ, რომ საზამთროსა და ნესვს შორის მუდმივი ბრძოლის ფონზე უპირატესობას მეორეს ვანიჭებ. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ აირჩიოთ ყველაზე მწიფე და წვნიანი ნესვი ბაზარზე.

ყველა ნიშანი ჩემმა ნაცნობმა გამყიდველმა და მისმა მეუღლემ მასწავლა. ისინი უკვე წლებია ბაზარზე ვაჭრობენ და საქმეში მთელ სულს დებენ. ცუდ პროდუქტს არასდროს მომყიდიან, ასე რომ მის რეკომენდაციებს ვენდობი.

პირველ რიგში, ნესვი უნდა დასუნოთ. ეს ყველაზე მარტივი მეთოდია ნესვის სიმწიფის დასადგენად. მზა ნაყოფს სასიამოვნო ტკბილი არომატი უნდა ჰქონდეს. ასეთი ნესვი არაფერში აგერევათ. თუ ყვითელ ნაყოფს სუნი არ აქვს ან მწვანილის სუნი ასდის, ასეთი ნესვი სჯობს არ იყიდოთ. შესაძლოა, ის წვნიანია, მაგრამ არა ტკბილი.

როგორც წესი, ნებისმიერ ნესვს ყუნწი აქვს. მას ყურადღებით დააკვირდით. ნაცრისფერი და ხმელი ყუნწი მწიფე და წვნიანი ნაყოფის ნიშანია. აი, თუ ყუნწი მწვანეა და გახმობას არ აპირებს, ნესვი თავისი გემოთი ვერ გაგახარებთ.

მაქსიმალურად მწიფე ნესვის მთავარი მაჩვენებელი: ცხვირი. მასზე ცერა თითით დააჭირეთ, რომ შეამოწმოთ. თუ რბილი, ღია, გლუვი და ლპობის გარეშეა, ნესვი შეგიძლიათ შეიძინოთ. გახსოვდეთ, რომ ნესვი ასეთი ყუნწით რამდენიმე დღეში უნდა შეჭამოთ, სანამ არ გადამწიფდა.

ამასთან დანარჩენი ქერქი მკვრივი და სქელი უნდა იყოს. თუ ისეთივე რბილია, როგორც ცხვირი, სხვა ნესვის შერჩევას გირჩევთ. სხვათა შორის, ნესვის ზოლებიან ნათესავს ხმით ხშირად არჩევენ. როგორ არ უკაკუნებენ, რომ მწიფე და წვნიანი ნაყოფი აარჩიონ. ეს მეთოდი ნესვთან არ გამოგადგებათ. დრო ტყუილად არ დახარჯოთ და სხვა გამოცდილი ნიშნები გამოიყენეთ.

რედაქციისგან

სამწუხაროდ, ყველა ამ ნიშნის ქონა გარანტიას არ გაძლევთ, რომ ტკბილ ნესვს ირჩევთ. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ბაზარზე სასურველი ნაყოფი შეიძინეთ, ყველა რეკომენდაცია დაიცავით, მაგრამ  უგემურია, თან წვნიანი და მწიფე. ნამდვილი ლატარეაა.

კიდევ ერთი უჩვეულო მეთოდი კონკრეტულად ტკბილი ნესვის შესარჩევად. ნაყოფს დააკვირდით, გამყიდველის გვერდით დადექით და ნესვზე ბზიკების გამოჩენას დაელოდეთ. ნესვი, რომელსაც მწერი დააჯდება, ყველაზე მწიფე და ტკბილია. საინტერესოა, რომელიმე ჩვენს მკითხველს თუ გამოცდია მსგავსი მეთოდი პრაქტიკაში?

თუ სხვა ხრიკების შესახებ იცით, რომელიც საუკეთესო ნესვის არჩევაში დაგვეხმარება, აუცილებლად მოგვწერეთ. ზაფხული მთავრდება, დროა წვნიანი ნაყოფით პირი ჩაიტკბარუნოთ. გემრიელად მიირთვით!