Connect with us

ჯანმრთელობა

3 სავარჯიშო მკვრივი საჯდომისა და გრაციოზული ფეხებისთვის

ვარჯიში ეფექტური რომ იყოს, საჭიროა მრავალფეროვანი სავარჯიშოების შესრულება და გამეორების რაოდენობების მუდმივი ზრდა. მაგალითად, თუ დღეს 10 ჩაჯდომას გააკეთებთ, ხვალ 15 უნდა გააკეთოთ, ზეგ 20, 1 კვირაში კი ეს სავარჯიშო უნდა გაართულოთ. არ იცით, რა სავარჯიშოები აკეთოთ? დაუმატეთ ძირითად ვარჯიშს უჩვეულო მოძრაობები და შედეგს მალევე მიიღებთ.

3 ეფექტური სავარჯიშო თეძოებისა და ფეხებისთვის

1. ხიდი ფეხის წამოწევით

დაწექით ზურგზე, დაეყრდენით იატაკს ტერფებით, ხელები სხეულის გასწვრივ დაალაგეთ. წამოწიეთ გამართული ფეხი ზემოთ, მოაშორეთ მენჯები იატაკს, ნელ-ნელა წამოიწიეთ ისე, რომ ბეჭები იატაკიდან არ აწიოთ.

ამის შემდეგ დაუშვით მენჯები იატაკზე. გაიმეორეთ 15-ჯერ. შემდეგ შეასრულეთ იგივე მოძრაობები მეორე ფეხითაც. შეგიძლიათ მენჯებზე განტელი დაიდოთ.

2. ფეხის წამოწევა გვერდიდან

დაწექით გვერდულად, მარჯვენა ხელი დაიდეთ თეძოზე, დაიხარეთ მარცხნივ, დაეყრდენით მარცხენა ხელის გულზე. გაასწორეთ მარჯვენა ფეხი, გაწიეთ გვერდზე და წამოწიეთ ზევით. გაიმეორეთ 20-20ჯერ ორივე ფეხზე.

3. ფეხის უკან გაწევა

გაშალეთ ფეხები მხრების სიგანეზე. აიღეთ ხელებში განტელები, ხელის გულები ერთმანეთის პირისპირ დაალაგეთ თეძოების დონეზე. ამ პოზიციიდან ერთდროულად გაწიეთ გასწორებული ფეხი უკან, ხოლო ხელები განზე გაშალეთ. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და გაიმეორეთ 15-15ჯერ ორივე ფეხით.

თქვენ რა სავარჯიშოებს ასრულებთ ყოველდღიურად? გაგვიზიარეთ გამოცდილება.