Connect with us

საკითხავი

ღვთაებრივი ადგილი, სადაც ახალი ცხოვრების დაწყებას ეკონომიურად შეძლებთ

სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ფულს ინტერნეტით შოულობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ბინძურ, ხმაურიან, ცივ და ზედმეტად ძვირ მეგაპოლისებში არ იცხოვრონ.

თუ თქვენი სამსახური იმაში მდგომარეობს, რომ მთელი დღე კომპიუტერთან იჯდეთ, სავარაუდოდ, აუცილებელი არაა იცხოვროთ და იმუშაოთ იქ, სადაც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეთ.

მოსკოვში ქაოსური და ჩახუთული ატმოსფეროა, კიევში ახლა უსაფრთხო არაა, ნიუ–იორკში ან ლონდონში ცხოვრება ძალიან ძვირია. ჩვეულებრივ, საცხოვრებლად იდეალური ადგილი იქ არაა, სადაც ვეძებთ.

დღეს გთავაზობთ 10 ადგილს დედამიწაზე, რომელიც ახალი ცხოვრების დასაწყებად იდეალურად გამოგადგებათ. ცხოვრება, სადაც ინტერნეტში იმუშავებთ, ხოლო დაისვენებთ წარმოუდგენლად ლამაზ და მყუდრო გარემოში.

ავარუა, კუკის კუნძული

ფორმალურად ეს კუნძული ახალი ზელანდიის ნაწილია, მაგრამ ამ არქიპელაგიდან ის 2008 კმ–ით ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარეობს. ადგილობრივი ტროპიკული სანაპირო მალდივის ან სეიშელის კუნძულებს არაფრით ჩამოუვარდება, მაგრამ აქ საცხოვრებლის ქირაობას 1 თვით 130 დოლარად შეძლებთ.

ადგილობრივები პოლინეზიელი აბორიგენები არიან და ტურისტებით განებივრებულნი არ არიან. წელიწადში მაქსიმუმ 100 ათასი უცხოელი ჩამოდის. შედარებისთვის: ჰავაი წელიწადში 8 მლნ ტურისტს იზიდავს.

რა შეიძლება გააკეთოთ აქ? უყუროთ ვეშაპებს, ფეხშიშველა იაროთ და წარმოუდგენელი პეიზაჟებით დატკბეთ.

რაშია მუხთლობა? უცხოელს ამ კუნძულზე ქონების შეძენა არ შეუძლია, მაგრამ შეუძლიათ 60 წლით იქირავონ. სრულუფლებიანი მოქალაქე რომ გახდეთ, რამდენიმე წელი ცხოვრება და ხელისუფლებიდან სპეციალური ნებართვის მიღება მოგიწევთ.

ჩესკი–კრუმლოვი, ჩეხეთი

ეს ზღაპრული ქალაქი, ჩეხეთში, ბოჰემიას პროვინციაში მდებარეობს. მთელი ქალაქი ერთ დიდ შუა საუკუნეების ციხესიმაგრეს ჰგავს. მასში ყველა ქუჩა დაგებულია. აქ რენესანსის სტილის ბაზრობები, ასევე შეუდარებელი ვარდების ფესტივალი ხშირად იმართება. ორი კაცისთვის სადილი სამი კერძით მთელი წელი 20 დოლარი ღირს, ხოლო ბინას თვეში 400 დოლარად იქირავებთ. აქვეა მდინარე ვლტავა – იდეალური მოედანი ჯომარდობის მოყვარულთათვის.

მუხთლობა იმაშია, რომ ნორმალური ცხოვრებისთვის ცოტა ჩეხური ენის სწავლა მოგიწევთ.

კო–ტონსაი, კამბოჯა

პატარა კუნძული კამბოჯის სამხრეთით. ნამდვილი სამოთხე ჯუნგლებით და სანაპიროებით. აქ, თითქმის არავინ ცხოვრობს, თუ რამდენიმე მეთევზე ოჯახს არ ჩათვლით. შესაფერის ბუნგალოს სასაცილო ფასად იპოვით.

შეგიძლიათ სანაპიროზე დაისვენოთ ან ჯუნგლებში ადგილობრივი მღვიმეები გამოიკვლიოთ. 5 დოლარად ადგილობრივი მეთევზე ახალ დაჭერილი კიბორჩხალით ვახშამს მოგიმზადებთ. ნებისმიერი სხვა ზღვის პროდუქტი 2 დოლარი ღირს.

რაშია მუხთლობა? ეს „საბავშვო“, სუფთა სანაპირო არაა, სადაც მთელი დღე ქოლგის ქვეშ გატარებას შეძლებთ. ველურ სანაპიროს ხშირად უსახლკარო ძაღლები ან ტყის სხვა ბინადრები ამკობენ. სამაგიეროდ, ცივილიზაციისგან შორს თავს მხოლოდ აქ იგრძნობთ.

გუანახუატო, მექსიკა

პირდაპირ მექსიკის ცენტრში კულტურულად განვითარებული ქალაქი გუანახუატო მდებარეობს. კარგ ბინას თვეში 150-200 დოლარად იქირავებთ, 1 ბოთლ ლუდს 1 დოლარად, ხოლო კინოს ბილეთს 3 დოლარად შეიძენთ.

რეი ბრედბერმა აქ ცხოვრების გამოცდილებაზე დაწერა მოთხრობა „შემდეგი რიგში“. ამ ქალაქში იმართება ცნობილი ხელოვნების ფესტივალი Cervantino. ფესტივალს სახელი დონ კიჰოტის ავტორის საპატივცემულოდ დაერქვა.

მარგალიტის კუნძულები, პანამა

პანამიდან დასავლეთით 30 კმ–ს დაშორებით წყნარ ოკეანეში გასაოცარი არქიპელაგი იშლება. ოდესღაც აქედან ბევრ მარგალიტს იღებდნენ. იყო დრო, როცა ამ კუნძულებზე ხელისუფლებას ყველაზე გავლენიანი მეკობრეები ემალებოდნენ. ახლა ეს ადგილი – ადგილობრივებისთვის დიდებული კურორტია.

ზღვის სანაპიროზე სახლის ქირაობას თვეში მხოლოდ 300 დოლარად შეძლებთ. იდეალური ადგილი ნებაყოფლობითი გადასახლებისთვის.

სხვათა შორის, სერიალის „დარჩე ცოცხალის“ სამი სეზონი აქ გადაიღეს. სილამაზის კუთხით, პლანეტაზე ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილია.

სანაპირო აგონდა, გოა, ინდოეთი

გოას სანაპიროს სამხრეთ ნაწილი – ადგილი, სადაც პირდაპირ სანაპიროზე სპილოთი გასეირნებას შეძლებთ. 1 ბოთლი ღვინო 0,5 დოლარი ღირს. თმის შეჭრას 0,6 დოლარად შეძლებთ, ხოლო სანაპიროზე საცხოვრებლის ქირაობას თვეში 120 დოლარად. სერიოზულად, კიდევ რა გჭირდებათ?

გოას ეს ნაწილი საკმაოდ დაუსახლებელია, ადგილობრივები ტურისტებით განებივრებულნი არ არიან, როგორც ინდოეთის სხვა სანაპიროებზე. აგონდაში თითქმის ვერ იპოვით ჰიპებს მათი პლასტმასის სათვალეებით. სამაგიეროდ, აქ ბევრი ტაძარი და იოგისთვის განკუთვნილი ადგილია.

ველიკო–ტარნოვო, ბულგარეთი

ეს ადგილი ამავე სახელწოდების მდინარის ხეობაში, ბულგარეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. საუკეთესო რივიერა შავი ზღვის სანაპიროზე. აქ ისეთი სილამაზეა, როგორც საფრანგეთში, მაგრამ ერთ ბოთლ ღვინოს მხოლოდ 0,8 დოლარად შეიძენთ. მოსახლეობა – მხოლოდ 200 ათასი ადამიანი.

საინტერესოა, რომ ამ ქალაქმა უამრავი მსოფლიო იმპერიის აღზევება და დაცემა დაინახა. აქ ბინას თვეში 200 დოლარად იქირავებთ. ერთადერთი ნაკლი – შედარებით ცუდად განვითარებული ინფრასტრუქტურა.

ჰო კოკ–ბიჩი, ვიეტნამი

ვიეტნამის სამხრეთ–აღმოსავლეთ სანაპირო ცნობილია იმით, რომ აქ 11 ათასი ჰა ტროპიკული ტყე მდებარეობს. ეს აზიაში საუკეთესო ადგილია მყვინთავებისა და წყალქვეშა ნადირობის მოყვარულთათვის: აქ დიდი ბარიერული რიფი გადის და შაბათ–კვირასაც კი ტურისტებისგან თავისუფალია.

სწორედ ამიტომ, ბინას თვეში 150-200 დოლარად იქირავებთ. მართალია, ადგილობრივებთან მჭიდრო კონტაქტში ცხოვრება მოგიწევთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ სანაპიროს თქვენთან ერთად გაიყოფენ.

კსამილ ბიჩი, ალბანეთი

ალბანეთის სამხრეთი წვერი – იდეალური ადგილი მშვიდი ცხოვრებისთვის. გვერდით პატარა ქალაქი და ბუტრინტის ეროვნული პარკია. კლიმატი – ხმელთაშუა ზღვის, ადგილობრივი პროდუქტები: ზეითუნის ზეთი და მანდარინი. მეზობელი საბერძნეთის, იტალიის ან ხორვატიისგან განსხვავებით აქ ძალიან იაფია: ერთი ბოთლი ლუდი 90 ცენტი ღირს, ხოლო საცხოვრებელი ბინა თვეში 100-120 დოლარი.

ჭამეთ ზღვის პროდუქტები (აქ 30 სახეობის თევზი იყიდება, კაფეში კერძის საშუალო ღირებულება –6$), იაფი ღვინო დალიეთ (ბოთლი 6$), კატამარანებზე იკატავეთ.

ლას–ტრანკასი, ჩილე

ერთ–ერთი საუკეთესო მთის ფერდობი სამხრეთ ამერიკაში. აქ თხილამურებით სრიალს მთელი წელი შეძლებთ, ბინის ქირაობა თვეში მხოლოდ 300 დოლარი დაგიჯდებათ. მდიდარი ტურისტები მთის ფერდობზე ცხოვრობენ, გამოცდილი ტურისტები კი მიმდებარე სოფლებში.

მხოლოდ ერთი პრობლემაა: აქ თითქმის ყოველთვის ზამთარია. ვის არ უყვარს, არა?