Connect with us

საკითხავი

რატომ გართმევთ ენერგიას მეგობარი, რომელიც სულ საკუთარ პრობლემებზე საუბრობს

თანამედროვე ადამიანებმა დასვენება არ იციან. კარგია, რომ ბევრი ცდილობს წარმატებული კარიერის მოწყობას, სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას, სურს, რომ ყოველდღე უფრო უკეთესი, წარმატებული და ბედნიერი იყოს. ადამიანს ყველაფრის მოსწრება სურს და ამ დროს შეჩერება და დასვენება ავიწყდება. სასიცოცხლო ენერგიის აღდგენა კი ჰაერივით აუცილებელია. თუ დღის ბოლოს თავს გაწურული ლიმონივით გრძნობთ, დალაი ლამას ცხოვრებისეული რჩევები წაიკითხეთ. მათში კითხვებზე პასუხებს იპოვით, უსარგებლო საქმიანობის და ტოქსიკური ხალხის მოშორებას ისწავლით. რაც მთავარია, თავდაჯერებულობას და სიმშვიდეს მოიპოვებთ, რომელიც ახალი ჰორიზონტების დასაპყრობად ძალას შეგმატებთ.

სასიცოცხლო ძალების აღდგენა

იცხოვრე ახლა

რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით უფრო იძირება წარსულში. აუხდენელ ოცნებებზე და გაშვებულ შესაძლებლობებზე, წყენაზე ფიქრი ადამიანს აწმყოს ართმევს. მათ, ვინც წარსულთან შეგუება შეძლო და სამომავლო გეგმების დასახვას არ ჩქარობს, ნამდვილად იციან, როგორ იცხოვრონ აქ და ახლა. ცხოვრება მომენტია, რომლითაც ახლა ცხოვრობთ.

დაისვენეთ

ვადები იწვის, პროექტები გახურებულია და ა.შ. და ა.შ. კვირაში 5 დღე ვმუშაობთ, ხოლო დასვენების დღეებში სახლის საქმეებს ვასრულებთ: დალაგება, საჭმლის მომზადება, გარეცხვა, დაუთოება, პროდუქტების შეძენა. და უკვე ორშაბათია და სამსახური არ იცდის. გასაკვირი არაა, რომ ყოველი მეორე გადაწვაზე საუბრობს. სასიცოცხლო ენერგია უსასრულო არაა. მისი გონივრულად ხარჯვა და აღდგენა ისწავლეთ. არ იფიქროთ, რომ უსაქმურობა დროის ხარჯვაა, თავი დროის მძევლად არ ჩათვალოთ. როცა დაღლილობას გრძნობთ, დაისვენეთ და საქმეს ენერგიული დაუბრუნდით.

გარემოცვა შეიცვალეთ

დალაი ლამა გირჩევთ, რომ ირგვლივ სწორი ადამიანები შემოიკრიბოთ. სწორი ხალხი ისაა, ვინც ხელს არ გიშლით იყოთ ისეთი, როგორიც ხართ, მოტივაციას გაძლევთ და დაწყებულ საქმეში მხარს გიჭერთ, ბრძნულ რჩევებს გიზიარებთ. მოერიდეთ მათ, ვინც მუდმივად უკმაყოფილოა და მუდმივად საკუთარ პრობლემებზე საუბრობს, ეს სასიცოცხლო ძალებს წაგართმევთ. ზოგჯერ რთულია, რომ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობას თავი აარიდოთ, უბრალოდ ეცადეთ, რომ ყურადღება ნაკლებად მიაქციოთ.

ჯანმრთელობაზე იზრუნეთ

სრულყოფილი ბედნიერი ცხოვრებისთვის სხეულზე ზრუნვა აუცილებელია. დააკვირდით, თუ რას ჭამთ, ფიზიკურ ვარჯიშს ყურადღება მიაქციეთ, რომ ტონუსი შეინარჩუნოთ. სრულყოფილი ძილი არ დაგავიწყდეთ.

წყენა დაივიწყეთ

ბრაზი ადამიანს შიგნიდან ანადგურებს. შებოჭილობა, აგრესია, პესიმიზმი წყენის შედეგია. ადამიანი, რომელსაც პატიება არ შეუძლია, საკუთარ ენერგიას და ჯანმრთელობას თავად იპარავს. გაუშვით სიტუაცია, რადგან მასზე მუდმივად ფიქრს მხოლოდ ტანჯვა მოაქვს.

პირობა შეასრულეთ

გულწრფელი და პასუხისმგებელი ადამიანები დასაფასებელნი არიან. თუ დარწმუნებული ხართ, რომ პირობის შესრულებას ვერ შეძლებთ, სჯობს არაფერი დაპირდეთ. ასე ადამიანების ნდობის მოპოვებას შეძლებთ, რაც ძვირი ღირს.

ერთი შეხედვით დალაი ლამას რჩევები ძალიან მარტივია. ასეც არის, მაგრამ ეს მათ ეფექტურობას არ აუქმებს. ყოფის სიმსუბუქე იგრძენით და არაფერი ინანოთ. კარგ დღეს გისურვებთ!