Connect with us

ჰოროსკოპი

კურო – თხილამურებზე, ქალწული – იოგაზე! როგორ სჯობს დაისვენოთ ამ შაბათ–კვირას

დაფიქრდით, როგორ სჯობს დაისვენოთ ეფექტურად. სახლში მუშაობას ან გენერალურ დალაგებას არ ვგულისხმობთ, მხედველობაში გვაქვს ძალების მაქსიმალურად აღდგენა. თებერვლის ბოლო, ავიტამინოზი, ფერმკრთალი სახე – Alltime.ge-ს რედაქცია რეკომენდაციებს გაძლევთ, თუ როგორ დაისვენოთ ისე, რომ ძალები აღიდგინოთ და ენერგიით მაქსიმალურად დაიმუხტოთ.

ვერძი

ზარმაცული დასვენება თქვენთვის არაა, მით უმეტეს ამ შაბათ–კვირას. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ვარიანტი აირჩიოთ, მთავარია არ მოიწყინოთ. ქალაქგარეთ მეგობრებთან ერთად გასვლა? შესანიშნავია. ახალი ჰობი? რატომაც არა. დაფიქრდით, რისი გაკეთება გსურთ ყველაზე მეტად და იმოქმედეთ. მთავარია, სახლში არ წამოწვეთ, ეს ნამდვილად არ გაგამხნევებთ.

კურო

ამ შაბათ–კვირას თხილამურები, ციგები აიღეთ და კვირის ბოლოს ყინვას და სუფთა ჰაერს შეხვდით. თუ აქტიური დასვენება არ გიზიდავთ, უბრალოდ პარკში ან უახლოეს ტყეში გაისეირნეთ და დათოვლილი ხეების ყურებით დატკბით. ასე სხეულს და სულს მხნეობას შემატებთ.

ტყუპები

თუ ბოლო დროს თავს იმედგაცრუებულად და დაღლილად გრძნობთ, სავარაუდოდ, ეს უფრო გონებრივი დატვირთვით არის გამოწვეული, ვიდრე ფიზიკურით. თავში ძალიან ბევრი კითხვა და გაუმჟღავნებელი ფიქრები დაგიგროვდათ. ვინმეს შეუთანხმდით, ვინც მოგისმენთ, მასთან ერთად ხანგრძლივი სეირნობა ან ძალიან ხანგრძლივი ბრანჩი დაგეგმეთ. თქვენ ლაპარაკი გჭირდებათ. კარგი იქნება, თუ ამ შაბათ–კვირას ახალ ნაცნობებს შეიძენთ და მათთან ილაპარაკებთ. ეს საინტერესო მეგობრობის დასაწყისი იქნება.

კირჩხიბი

თქვენ, როგორც ტყუპებს, ამ კვირაში ემოციური განტვირთვა გჭირდებათ. ვინმესთან ლაპარაკს სჯობს განმარტოვდეთ და საკუთარ გრძნობებში გარკვევა თავად სცადოთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ აგარაკზე გაემგზავრეთ ან ოჯახის წევრები სასეირნოდ გაუშვით ან დეტალურად ჩაწერეთ ყველაფერი, რაც ბოლო დროს გაღიზიანებთ. ქაღალდზე შეგიძლიათ დიალოგი გამართოთ: საკუთარ თავს კითხვა დაუსვით და წერილობით უპასუხეთ. დაწერეთ, სანამ აზრები თავში გიტრიალებთ და ერთ დღეში კვლავ დაუბრუნდით. ასეთი პრაქტიკა მტანჯველ საკითხში გარკვევაში დაგეხმარებათ.

ლომი

ამ დასვენების დღეებში ვარსკვლავები შემოქმედებით დაკავებას გირჩევენ. უკვე დიდი ხანია თიხიდან ქოთნების გამოძერწვაზე ოცნებობთ – გააკეთეთ! კარგი იდეაა, ბავშვობა გაიხსენოთ და პიანინოზე დაუკრათ, რომელსაც წლები მტვერი ედებოდა. თუ ხატვა არასდროს გიცდიათ, საღებავები, ფუნჯები, ქაღალდები იყიდეთ და მედიტაციურ მოგზაურობაში გადაეშვით. თავი არ შეიკავოთ, უბრალოდ შექმენით.

ქალწული

სხეულის და სულის ბალანსი უნდა დაიბრუნოთ, ამიტომ დასასვენებლად საუკეთესო ვარიანტია იოგაზე წასვლა. შუა ოთახში ხალიჩა გაშალეთ, არომანათურა აანთეთ და ოჯახის წევრები სასეირნოდ გაუშვით. განმარტოვდით. ასე ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ.

სასწორი

თუ ემოციურ დაცლას გრძნობთ, თქვენი წამალი ენერგიული ცეკვებია. საყვარელი ფლეილისტი ჩართეთ და დილიდან წვეულება მოაწყვეთ. ყველას, მათ შორის კატას, შეუძლიათ შემოგიერთდნენ.

მორიელი

დაგროვებული სტრესის მოსაშორებლად ბევრი უნდა იშრომოთ. ადრენალინის გამოშვება აუცილებელია, ამიტომ ან დიდხანს ირბინეთ ან ჭიდაობის გაკვეთილებს დაესწარით.

მშვილდოსანი

თუ ძაღლი გყავთ, ამ შაბათ–კვირას მასთან ერთად დიდხანს ისეირნეთ. თუ ძაღლი არ გყავთ, მეგობარს დაუძახეთ და ფეხქვეშ თოვლის შრაშუნს ერთად მოუსმინეთ. ზამთარი მალე დასრულდება. ბოლო ზამთრისეული სილამაზის დანახვა მოასწარით.

თხის რქა

დროის ფუჭად დაკარგვა არ გიყვართ და სრულად მოდუნება გიჭირთ. ხელსაქმით დაკავდით. ამაში ვიდეო გაკვეთილები დაგეხმარებათ. ქსოვა, ქარგვა, მძივების აწყობა ან თექის სათამაშოების გაკეთება – ნებისმიერი ვარიანტი გამოგადგებათ. გადართვას და ნამდვილად დასვენებას შეძლებთ.

მერწყული

თქვენს მდგომარეობაზე ყურადღება გაამახვილეთ. თუ ძლიერ ფიზიკურ დაღლილობას და სულიერ სისუსტეს გრძნობთ, მარტოობის სეანსი მოაწყვეთ. აბაზანაში ჩაწექით, წაიკითხეთ, აუდიოწიგნის ან საყვარელი მუსიკის ფონზე ისეირნეთ. თუ თებერვლის ბოლოს თავს ძალიან ცუდად გრძნობთ, გარემოს შეცვლა სცადეთ და ქალაქგარეთ გადით.

თევზები

იდეალური დასვენების დღეები შაბათ–კვირას – ყველაფერი, რაც ხელოვნებას უკავშირდება. ოპერას მოუსმინეთ, მსოფლიო ბალეტებს გადახედეთ, დახატვა სცადეთ. გაისეირნეთ და რამდენიმე ლამაზი ფოტო გადაიღეთ – ზამთარი მთავრდება, დროა სილამაზით დატკბეთ.