Connect with us

თავის მოვლა

სავარჯიშო “ველოსიპედი”: მისი კეთების სწორი ტექნიკა

სავარჯიშო “ველოსიპედი” ეს დინამიური საშუალებაა პრესის გასავარჯიშებლად და მუცლის გვერდითა კუნთების ასამუშავებლად. ერთი შეხედვით მარტივი მოძრაობა რომელსაც უამრავი ღირსებები აქვს, ეს მას ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ფიზიკურ დატვირთვად აქცევს.

ეს სავარჯიშო არანაირ დამატებით ხელსაწყოს არ აჭიროებს და მისი გაკეთება სახლშიც შეიძლება. არსებობს სავარჯიშოს მარტივი და რთული ვარიენტები და მისი არჩევა თქვენი ფიზიკური მომზადების შესაბამისად შეგიძლიათ.

“ველოსიპედი” მწოლიარე მდგომარეობაში

სპეციალისტების აზრით, სავარჯიშო “ველოსიპედი” მუცლის გვერდითა კუნთებს ტვირთავს და ყველაზე უკეთ ავარჯიშებს სწორ კუნთს, შესაბამისად ყველასთვის სასურველი პრესის “კუბები” ყალიბდება”

ის ასევე ვარჯიშებს წელისა და ზურგის კუნთებს, ქვედა წელის კუნთებს, დუნდულა კუნთებსა და თეძოებს.

ეს სავარჯიშო თეძოს შიდა მხარეს აამუშავებს და საშუალებას მოგცემთ ამ ადგილის “ზარმაცი” კუნთები ტონუსში მოიყვანოთ.

კლასიკური ტექნიკა

საწყისი პოზა: დაწექით ზურგზე, წელი მჭიდროდ არის მიკრული იატაკზე, მუხლებში მოხრილი ფეხები იატაკზე დევს, ხელები თავ ქვეშ ამოიდეთ. მარცხენა ფეხი გაჭიმეთ წინ, მარჟვენა მული კი მიითანეთ მკერდთან.

ამოსუნთქვისას აწიეთ მარცხენა მხარი და დაიწყეთ იდაყვით მარჯვენა მუხლისკენ გაწევა. გაჩერდით ერთი წამით, სემდეგ კი დაუბრუნდით საწყის პოზიციას. მოძრაობა მეორე მხარეს გაიმეორეთ.

ზედაპირი რომელზეც ამ სავარჯიშოს შესარულებთ აუცილებლად მყარი უნდ აიყოს. რბილი დივანი ან ლეიბი არ გამოგადგებათ. ფეხის მოძრაობები მუცლის კუნთის დაჭიმვით უნდა ხორციელდებოდეს. კონცენტრაცია სწორედ ამაზე უნდა გააკეთოთ.

არავითარ შემთხვევაში არ გაქაჩოთ კეფა ხელებით, ხელები თავქვეშ თავისუფლად უნდ აიდოს! სავარჯიშო 4-6-ჯერ შეასრულეთ ყოველ მხარეს.

შესრულების ვარიანტები

მარტივი ვარიანტი

მოძრაობებს კორპუსის მოხრის გარეშე ვასრულებთ. წელი და ზურგი მუდმივად იატაკზე დევს. პრესი მსუბუქად მუშაობს და დატვირთვა ძირითადად წელისა და ზურგის ქვედა კუნთებზე ნაწილდება.

რთული ვარიანტი

კორპუსის მოხრით და მისი იატაკზე დაშვების გარეშე. ფეხებით ვასრულებთ იგივე მოძარობას როგორსაც ველოსიპედზე ჯდომის დროს. კორპუსი მუდმივად მოხრილ მდგომარეობაშია და პრესზე დატვირთვაც ძლიერდება.

 

როგორც ვთვქით ამ სავარჯიშოს ყოველდღიური შესრულება პრესს გააძლიერებს, მოგაშორებთ წელის ტკივილს და თქვენი დგომი უფრო ლამაზი გახდება. თუ ახალბედა ხართ, აჯობებს მარტივი ვარიანტით დაიწყოთ და შემდეგ ნელ-ნელა გაართულოთ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.