Connect with us

ჰოროსკოპი

როგორ გამოვთვალოთ იღბალი. 7 ძირითადი სასიცოცხლო ციკლი

შეგიმჩნევიათ, რომ ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს ერთი და იმავე შემთხვევა გვემართება? თუ არა, დაკვირვება ღირს, რადგან ადამიანი ყოველ წელს ცხოვრების 7 ციკლს გადის. მათზე დაკვირვებით არსებობის მნიშვნელოვნად შემსუბუქებას შეძლებთ.

ცხოვრების ციკლების გამოთვლა საკმაოდ მარტივია. პირველი პერიოდის დასაწყისი – დაბადების დღე. თითოეულის ხანგრძლივობა – 52 დღე. მაგალითად, თქვენ დაიბადეთ 6 ივლისს. 52 დღე დაუმატეთ და პირველი ციკლის ბოლოს მიიღებთ – 27 აგვისტო. მეორე ციკლი 28 აგვისტოს იწყება და 17 ოქტომბერს სრულდება და ა.შ. დაბადების წელს მნიშვნელობა არ აქვს.

ბოლო პერიოდი მომავალი დაბადების დღის წინა დღეს სრულდება.

რა თქმა უნდა, ნაკიან წელიწადში ერთ-ერთი ციკლი ერთი დღით მეტი იქნება. ნებისმიერ ადამიანს აინტერესებს იმ მოვლენების გახსენება, რომლებიც ერთსა და იმავე დროს მის ცხოვრებაში მოხდა. თუ ყოველდღიურ ჩანაწერებს არ აკეთებდით, ამის გაკეთება გაგიჭირდებათ.

ყველა ადამიანს აქვს მნიშვნელოვანი თარიღები, რომლებიც ყოველთვის ახსოვთ, ასე რომ მისით შეგიძლიათ ორიენტირება. ახლა მოდით გავერკვეთ, თუ ეს ციკლები რას ნიშნავს და მიღებული ცოდნა როგორ გამოვიყენოთ?

პირველი ციკლი: შესაძლებლობების პერიოდი

საუკეთესო დროა, რომ გავლენიანი ხალხის დახმარებით ჩანაფიქრი განახორციელოთ. მფარველის და სასურველი სამსახურის საპოვნელად, ფულის მიღების და საკუთარი საქმის წამოსაწყებად კარგი დროა. ამ პერიოდში საიმედო პარტნიორის საპოვნელად, მომგებიან ბიზნესში კაპიტალის ჩასადებად შესაფერისი დროა. სწორედ ამ ციკლში საზოგადოებას საკუთარი თავი უნდა გააცნოთ და კარგი რეპუტაცია შექმნათ.

მეორე ციკლი: პატარა და დიდი ცვლილებების დრო

ამ პერიოდში ხანმოკლე ან გრძელვადიან მოგზაურობაში გაემგზავრეთ: ის აუცილებლად წარმატებული იქნება – როგორც საქმიანი მოგზაურობა, ასევე დასვენება. ციკლი ხელსაყრელია ყველაფრისთვის, რაც გადაადგილებას უკავშირდება: ტვირთის გადატანა, საყიდლები და ავტომობილის შეძენა და ა.შ. ამასთან საჯარო გამოსვლებისთვის კარგი დროა.

კარგი შესაძლებლობები გამოჩნდება მათთვის, ვინც ნებისმიერ სითხეს აწარმოებს ან ყიდის, იქნება ეს წყალი, ლუდი, რძე თუ ბენზინი. დაიმახსოვრეთ: მეორე ციკლში ახალი ბიზნესის წამოწყება, სამსახურის ადგილის შეცვლა, ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმება, ფულის აღება ან გასესხება, ფასიანი ქაღალდების შეძენა და აზარტული თამაშების თამაში არ ღირს.

მესამე ციკლი: ენერგეტიკული

თქვენ კარგ ფორმაში ხართ. მოზღვავებული ენერგიის დახმარებით მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას შეძლებთ. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება. შესანიშნავი დროა, რომ კონკურენტებს გაუმკლავდეთ. თუ რაიმეს გაყიდვა (ბინა, მანქანა ან უბრალო ნივთი) გსურთ, ეს დაუყონებლივ გააკეთეთ – წარმატება და მოგება გარანტირებული გექნებათ.

თუმცა ყველაფერი ასე უღრუბლო არაა. მამაკაცებმა ახალი რომანი არ უნდა წამოიწყონ. ქალებმა გავლენიან მფარველებზე უნდა იფიქრონ, რომლებიც საქმეში დაეხმარებიან ან ცხოვრებაში მხარდაჭერას გაუწევენ. მოერიდეთ კონფლიქტებს, თუ მტრების გაჩენა არ გსურთ.

მეოთხე ციკლი: სულიერი

შემოქმედებითი ხალხისთვის განსაკუთრებით კარგი პერიოდია. განათლებას მიხედეთ, დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული სტატია, წიგნი, პიესა ან სურათი დაწერეთ. იდეებით სავსე იქნებით, რომელიც ამ პერიოდში ხორცშესხმული იქნება. ჩაფიქრებული თამამად განახორციელეთ – ფორტუნა თქვენს მხარესაა! თქვენ ოპტიმიზმით აღსავსე და ოდნავ აღელვებული იქნებით.

როგორც ნებისმიერი ადამიანი, ვისაც შთაგონება ეწვევა. თუმცა გახსოვდეთ, რომ გამომცემლებთან, პროდიუსერებთან, პროექტის ხელმძღვანელებთან საქმის დაჭერის დროს ყურადღებით უნდა იყოთ. ყველა იურიდიული დეტალი შეისწავლეთ, რომ არ მოგატყუონ. ყურადღება ამ პერიოდს მიაქციეთ – ქორწინების და მსხვილი შენაძენისთვის კარგი პერიოდი არაა.

მეხუთე ციკლი: პირადი წარმატება

ამ პერიოდში ინტერესების სფერო გააფართოეთ. რეალური პერსპექტივების აღმოცენების დროა. თქვენს აზრს მოუსმენენ, მეგობრების და პარტნიორებისგან კრედიტს მიიღებთ. კომუნიკაცია და კეთილგანწყობა ასმაგად დაგიბრუნდებათ. სიმორცხვე მოიშორეთ! მაღალი თანამდებობის პირებს თამამად ესაუბრეთ! თუ სასამართლოში საქმის განხილვა მოგიწევთ, ეს სწორედ მეხუთე ციკლში უნდა გააკეთოთ.

ხანგრძლივი პროექტების გასახორციელებლად შესანიშნავი დროა. შეგიძლიათ მსხვილი შენაძენი გააკეთოთ, ფული ახალ საწარმოში ჩადოთ. თუმცა ზომიერება შეინარჩუნეთ: ამასთან დაკავშირებით შეიძლება პრობლემები გქონდეთ. ხორცის და ზღვის პროდუქტების ვაჭრეებს არ დაუკავშირდეთ.

მეექვსე ციკლი: მოდუნება

ეს დრო საყვარელი სპორტის სახეობას, დასვენებას და გართობას დაუთმეთ. არ ინერვიულოთ, კარიერა არ დაგენგრევათ, თუ ცოტა დროს საკუთარ თავს დაუთმობთ. შესანიშნავი დროა მოგზაურობისთვის, მეგობრებთან ურთიერთობისთვის და ახალი პარტნიორის მოსაპოვებლად. ხელოვნებასთან კონტაქტი სასარგებლო იქნება: თეატრს, მუზეუმს, საკონცერტო დარბაზებს ესტუმრეთ – ეს მომავალში წარმატების გარანტია იქნება.

მეგობრული და ინტიმური ნაცნობობა ხანგრძლივი და მტკიცე იქნება. კაცებმა სუნამოებზე, ყვავილებსა და ძვირფასეულობაზე ფული არ უნდა დაზოგონ. შესაძლოა, ახლა მიუწვდომელი ქალის გულის მოგება შეძლოთ. ქალები კი სასურველ პრინცს დაიპყრობენ. შეგიძლიათ ცოტა იმუშაოთ: აქციონერი გახდით ან ფული პროექტში ჩადეთ.

მეშვიდე ციკლი: კრიტიკული

ამ პერიოდში დაგროვილი გამოცდილება სერიოზულად უნდა გაანალიზოთ. შესაძლოა, ახლა მიხვდეთ, რომ „ფსონი სწორ ცხენზე არ დადეთ“. დროა ორიენტაცია შეცვალოთ. რადიკალური ცვლილება ხშირად ტკივილს და დაკარგვის შეგრძნებას იწვევს, რამაც შეიძლება დაუფიქრებელი ქცევისკენ გიბიძგოთ.

გახსოვდეთ, რომ დაკარგვის შეგრძნება შემდგომი პერიოდის დასაწყისია და წინ უამრავი პერსპექტივა და შესაძლებლობა გელოდებათ. ამით ისარგებლეთ, რომ ძველი პრობლემების ტვირთი მოიშოროთ და გეგმები შეადგინოთ. ეცადეთ ძველი კავშირები არ გაწყვიტოთ: ჯერ კიდევ დაგჭირდებათ.

ზოგჯერ შეიძლება პესიმიზმა შეგიპყროთ, მაგრამ არ დანებდეთ. ბოლოს და ბოლოს, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო, რომ გაჩერდეთ, უკან მოიხედოთ და დაფიქრდეთ. და ეს უაზრო არასდროსაა.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.