Connect with us

ჰოროსკოპი

შელოცვა ქინძისთავით ფულზე, სიყვარულსა და წარმატებაზე

ხალხი შელოცვებს საუკუნეების განმავლობაში იყენებს. ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდნენ ისეთ ძლიერ ინსტრუმენტს, როგორიცაა ქინძისთავი. სულ ტყუილად არ ვუსმენდით და არ გვეჯეროდა. ქინძისთავზე შელოცვები და მისი ტარება ნამდვილად ისაა, რაც წარმატებას, ფულს და სიყვარულს იზიდავს. Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ, სტატია ყურადღებით შეისწავლოთ და პრაქტიკაში გამოიყენოთ.

შელოცვები ქინძისთავით

როგორც უკვე მიხვდით, რთული არაფერია. უბრალოდ ქინძისთავი იპოვეთ (სპეციალურ სამკერვალო ატელიებში შეგიძლიათ შეიძინოთ. ლამაზი ვარიანტებიც შეგიძლიათ შეარჩიოთ) და შელოცვა წაიკითხოთ. ახლა გაარკვიეთ, თუ რისი მოზიდვა გსურთ და იმოქმედეთ.

1. შელოცვები წარმატებაზე

წარმატების და იღბლის მოსაზიდად ქინძისთავზე შელოცვა ასე წაიკითხეთ:

  • ღამით, როცა ერთი დღე მეორეს ცვლის, პატარა ქინძისთავი აიღეთ და განმარტოვდით.
  • ქინძისთავი პირსახოცზე დადეთ და სანთელი აანთეთ.
  • ახლა შელოცვის სიტყვები წაიკითხეთ ისე, როგორც წერია: „პატარა ქინძისთავი – დიდი ბედნიერება. შევულოცავ ბასრ ბოლოს წარმატებაზე, გლუვს – პრობლემების მოშორებაზე. ქინძისთავს თან ვატარებ, არავის ვეუბნები. ცხოვრებაში კეთილდღეობას ვიზიდავ“.
  • ახლა ქინძისთავზე სანთლის ცვილი დააწვეთეთ და დილამდე გააჩერეთ.
  • დილით ცვილი მოაშორეთ და აქსესუარის ტარება დაიწყეთ. წარმატება დიდხანს არ დააყოვნებს. ტანსაცმელზე შეუმჩნეველ ადგილას დაიმაგრეთ და შედეგებს დაელოდეთ.

2. შელოცვა ფულზე

ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად ასე მოიქეცით:

  • ყალბი ქაღალდის ფული, ოქროს ან ოქროსფერი ქინძისთავი, ნაკურთხი წყალი მოიმარაგეთ.
  • ნაკურთხ წყალში ამოვლებული ქინძისთავით რაც შეიძლება ბევრი ყალბი ქაღალდის ფული გახვრიტეთ და შეკარით.
  • თან თქვით: „ქინძისთავი მახვილია და სწრაფი, ფული ვიპოვე, დავეპატრონე, ხელი ძლიერ ჩავჭიდე, ჩემთან მოგებით დაბრუნდა“.
  • ახლა ქინძისთავი ნამდვილ ფულთან ერთად შეინახეთ. მაგალითად, საფულის ჯიბეში ან იმ ადგილას, სადაც დანაზოგს ინახავთ. შედეგი არ დააყოვნებს: მოგებას, მოულოდნელ საჩუქარს ან რაღაც სასიამოვნოს მიიღებთ.

3. შელოცვა სიყვარულზე

თუ ქინძისთავით და შელოცვით სიყვარულის მოზიდვა გსურთ, ასე მოიქეცით:

  • წითელი ნაჭრიდან 2 გული ამოჭერით და ერთზე თქვენი ინიციალები დაწერეთ, მეორე თქვენი სიყვარულის ობიექტის ინიციალები.
  • თუ არჩევანი ჯერ არ გაგიკეთებიათ, მეორე გულზე შეგიძლიათ დააწეროთ „საქმრო“ ან „საცოლე“.
  • ასევე წითელი ცვილის სანთელი აანთეთ და გულებთან ახლოს დადეთ.
  • გახსნილი ქინძისთავი ანთებული სანთლის ალის გარშემო ატრიალეთ და თქვით: „ზაფხულის მცხუნვარე დღესავით კაშკაშა ცეცხლი ინთება. გულში გულწრფელ სიყვარულს, წმინდა გრძნობას ვანთებ. ქინძისთავით ვამაგრებ, მალე შეხვედრას ვნატრობ. უწყვეტი გრძნობები, ორმხრივი, ხანგრძლივი სიყვარული გაიღვიძებს“.
  • ამის შემდეგ გულების ნაჭრები ქინძისთავით შეკარით და ღამით ლოგინის ქვეშ შეინახეთ. თუ კარგი სიზმარი დაგესიზმრათ, მალე ნამდვილ სიყვარულთან შეხვედრა გარდაუვალია! თუმცა იმ შემთხვევაში, როცა შელოცვის შემდეგ ცუდი სიზმრები ნახეთ, რიტუალი 2-3 დღეში გაიმეორეთ.

ზემოთ აღწერილი რიტუალების შესრულებისას გახსოვდეთ, რომ ეგოიზმი და ანგარება თქვენი მეგობრები არ არიან. თუ ამ თვისებებით ხელმძღვანელობთ, შედეგი შეიძლება ვერ იხილოთ. გულწრფელი და გულახდილი იყავით და ყველაფერი გამოვა!