Connect with us

სხვა

გაუთხოვარ დაქალებს არ ესმით, რა საჭიროა შვილები. გადავწყვიტე, თვალები ავუხილო

ზოგჯერ ახალგაზრდა კაცებს, რომლებიც მათ წინ უცნობ ლამაზ და ახალგაზრდა ქალს ბავშვთან ერთად ხედავენ, უჩნდებათ კითხვა: „რატომ გააჩინა ბავშვი ამ ასაკში, ჯერ ხომ ასეთი ახალგაზრდაა, რა საჭიროა ასეთი პასუხისმგებლობა?“ საუკეთესო წლებს ხომ საფენების გამოცვლასა და საბავშვო ბაღის გადასახადების გადახდაში გაატარებს, ვის სჭირდება?“

მსგავს კითხვებს მხოლოდ კაცები არ სვამენ. ნამდვილად, საერთოდ საჭიროა შვილები? სიბერეში ჭიქა წყლის მომწოდებლის გამო? Alltime.ge-ს რედაქცია ამ საკითხის განხილვას ედება და გიპასუხებთ მარტივ, მაგრამ ამავდროულად რთულ კითხვაზე. გირჩევთ, გაეცნოთ წყვილებს, რომლებიც დაქორწინების შემდეგ ოჯახის განვითარებაზე დაფიქრდნენ.

რატომ გააჩინე შვილი

ყველაზე მთავარი: სიყვარული!

დედა შეიძლება ბავშვებს ცუდად მოექცეს, როცა საქმე მათ ჩვევებს, ჰიპერაქტიურობას, ხმაურს და სულელურ ქცევებს ეხება. ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა საქმე სხვის შვილებს ეხება. საკუთარ შვილთან ეს პრინციპი პირიქით მოქმედებს. კი არ ყვირის, არამედ ემოციებს გამოხატავს – ყოჩაღ. არ დარბის, არამედ ადრეული ასაკიდან დროს აქტიურად ატარებს – ჭკვიანი, ჯანმრთელი იქნება. და ა.შ.

უნდა გესმოდეთ, რომ ბავშვისთვის ასეთი დედა ყველაზე საყვარელი, მნიშვნელოვანი ადამიანია დედამიწაზე. სწორედ ასე მუშაობს. და არ ვგულისხმობთ, რომ სიბერეში შვილი აუცილებლად დაგეხმარებათ. ეს უთქმელად მოდის, მაგრამ არა ვალდებულების, არამედ სიყვარულის გამო.

შინაგანი განვითარება

ბავშვები ყოველთვის იდეალურნი არ არიან. მათ, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, შეიძლება ჰქონდეს მძიმე ხასიათი, ჯანმრთელობის, სოციალიზაციის და სწავლის პრობლემები. ამის გამოსწორება ძალიან რთულია. ან შეგუება მოგიწევთ, ან პრობლემასთან მჭიდროდ, თავდაუზოგავად მუშაობა. შედეგი მშობლისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, მის ყველაზე მოულოდნელ მხარეს ავითარებს.

განვითარება მხოლოდ ნეგატივის ფონზე არ ხდება. ვთქვათ, მშობლები სახვით ხელოვნებას დიდად არ იცნობენ, მაგრამ საკუთარი შვილი უყვართ, რომელსაც ხატვის ნიჭი აღმოაჩნდა. ძალიან მალე დედ–მამას ნაკლებად ცნობილი მხატვრების სახელებიც ეცოდინებათ, გაიგებენ, თუ რა არის მოლბერტი და რით განსხვავდება გუაში ზეთოვანი საღებავისგან. ეს მაგარია!

მიღება

ბავშვებს შეუძლიათ შეგუება გასწავლონ. ხალხის და სიტუაციის მიღება, როცა ხვდები, რომ სხვა არაფრის გაკეთება შეგიძლია. ასეთი ხასიათი აქვს და მორჩა. ასეთი არჩევანი გააკეთა და ვერაფერს გახდები. აი, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. რა თქმა უნდა, დაძალებით შეგიძლიათ ბავშვს აზრი შეაცვლევინოთ, მაგრამ ეს კარგი არაფრით დასრულდება.

ახალი გამარჯვებები

პატარებს უჭირთ იმ გამარჯვების მიღწევა, რასაც ზრდასრულები უკვე მიეჩვივნენ და რასაც ყურადღებას არ აქცევენ. მაგალითად, ფეხსაცმლის თასმის შეკვრა ან საათის ცნობა. ბავშვებისთვის ეს გამარჯვებაა. ხოლო შვილის გამარჯვება შთამაგონებელია. აი, მას უყურებთ, მისი სისულელეებით ხარობთ და თავად რაღაც მეტის მიღწევა გსურთ. უფროსებისთვისაც სასიამოვნო და ძალიან სასარგებლოა.

მომენტის შეგრძნება

ბავშვები საკუთარი თავისთვის ცხოვრებას გვასწავლიან. დიახ, დიახ უცნაურად ჟღერს, რადგან დროის, ძალის და ფულის უმეტესი წილი მათ აღზრდაზე მოდის. როგორ საკუთარი თავისთვის? დაფიქრდით. აი, მუშაობთ, მუშაობთ, ფულს შოულობთ, შემდეგ სახლში დივანზე ისვენებთ და იძინებთ. პრინციპში, არაფერი ახალი – რუტინა.

აი, თქვენს შვილს უყურებთ და იხსენებთ, რომ მას ზღვა არ უნახავს და ზოოპარკში ცხოველები, ტყეში ბანალური ყვითელი ფოთლები. უკვე დაგეგმვას იწყებთ, როდის აჩვენებთ ამ ყველაფერს. ასე თქვენთვისაც დროს გამონახავთ. ყველაფერს ნახავთ: ზღვა, ტყე, ვარსკვლავი. ხვდებით, რომ სამსახური საჭიროა, მაგრამ ცხოვრების დავიწყება არ შეიძლება.

ჩახუტება

ჩვილს რძის სუნი აქვს და ეს ყველამ იცის. ბავშვი ძალიან სუსტია, თუნდაც ასე არ გეჩვენებოდეთ. ნებისმიერმა დედამ იცის, რომ როდესაც თავის შვილს ეხუტება, შიგნით რაღაც იცვლება. გსურთ, რომ ამ პატარა ფუმფულა ხელებს და ფეხებს ძალიან ფრთხილად მოეპყრათ. ამ დროს თქვენსა და შვილს შორის უხილავ ძაფს გრძნობთ, რომელიც გაახლოებთ და მთელი ცხოვრება გიზიდავთ. მეცნიერულად, ამას ვერ ახსნით.

თუ ეს სტატია წაიკითეთ, ყველაფერი გაიაზრეთ, მაგრამ შვილების ყოლა არ გსურთ, ნორმალურია. რაც არ უნდა მოხდეს, ადამიანმა საბოლოო გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. მოგვწერეთ თქვენი არგუმენტები, რატომ?