Connect with us

ჰოროსკოპი

რამდენი ხაზიც გაქვთ მაჯაზე, ისეთი მომავალი გელით

ქირომანტია ადამიანის მომავალს ხელებზე არსებული ხაზებით პროგნოზირებს. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია მომავლის პროგნოზირებას მაჯაზე არსებული ხაზებით გთავაზობთ. ყურადღება მიაქციეთ: ხშირად მაჯაზე 2-3 ხაზია, თუმცა უფრო მეტი ან ნაკლები შეიძლება გქონდეთ. დათვალეთ ხაზების რაოდენობა და გეტყვით, რა მოგიმზადათ ბედმა!

1 ხაზი მაჯაზე

ამ შემთხვევაში ხაზი ხელისგულთან ძალიან ახლოსაა. ხაზის სიგრძეს და უწყვეტობას დააკვირდით. წყვეტილების არ არსებობა მიგითითებთ, რომ ავად იშვიათად ხდებით. თუ ხაზი მკაფიო არაა, ფრთხილად უნდა იყოთ და ჯანმრთელობაზე იზრუნოთ.

თუ ხაზზე ერთგვარი კუნძულები შეამჩნიეთ, სიგნალს გაძლევთ, რომ საკუთარ ქცევაზე დაფიქრდეთ. სავარაუდოდ, ბევრ სადავო საქმეს ასრულებთ. სულიერ განვითარებაზე უფრო მეტად დაფიქრდით. თუ ხაზი ხელისგულისკენ მოხრილია, ეს ჩასახვის სირთულეზე გაფრთხილებთ. გირჩევთ, ექიმს დროულად მიმართოთ.

თუ მაჯაზე სხვა არაფერია, ეს იმას მიუთითებს, რომ მომავალი წინასწარ განსაზღვრული არაა. ყველაფერი საინტერესო, რაც თქვენს ცხოვრებაში მოხდება, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

2 ხაზი მაჯაზე

მეორე ხაზი განსაზღვრავს წარმატება თქვენ მხარესაა თუ არა. თუ იღბლის იმედი გაქვთ, ის უწყვეტი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში სიმდიდრე ხელში თავად ჩაგივარდებათ, მთავარია სცადოთ.

თუ ხაზში წყვეტილებია, არ შეგეშინდეთ. სასურველს მაინც მიაღწევთ, მაგრამ ამისთვის ბევრი შრომა მოგიწევთ. თუ საკუთარი თავის და ახლობლების უზრუნლველყოფა გსურთ, ბეჯითად შრომისთვის მოემზადეთ.

3 ხაზი მაჯაზე

მესამე ხაზი ხშირად არ გვხდება. ის ამბობს, რომ მფლობელს დიდი შინაგანი ძალა აქვს და გარშემომყოფებზე გავლენის მოხდენა შეუძლია. გარდა ამისა, ეს ხაზი საპირისპირო სქესთან ურთიერთობას უკავშირდება.

თუ ხაზი მკაფიოდ მაჯის გასწვრივ გადის და არსად არ წყდება, თქვენი კავშირი ძლიერი და ჰარმონიული იქნება. წყვეტილობა სირთულეებსა და კამათზე გაფრთხილებთ, რომელიც ოჯახში მოხდება. თუმცა ეს დროებითი სირთულეა. მასთან გამკლავებას შეძლებთ.

თუ ხაზი ჯაჭვურად ან ჯვარედიდან არის გავლებული, ეს სერიოზულ პრობლემებზე გაფრთხილებთ. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა გაგიჭირდებათ, მაგრამ დიდი ძალისხმევით მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ.

4 ხაზი მაჯაზე

ეს ხაზი იშვიათად გვხდება. თუ მაჯაზე 4 ხაზი გაქვთ, იღბლიანი ადამიანი ხართ. თქვენი ცხოვრება სიხარულით და ბედნიერებით სავსე იქნება. როგორც ახლობლებთან ურთიერთობაში, ასევე სამსახურში საქმე კარგად მიდის. ზუსტად იცით, რა გსურთ და მიზნისკენ სვლას აგრძელებთ.