Connect with us

ვიდეო

სპირტი და წყალი ტკიპებს სხვადასხვა მხარეს გააქცევს

სპირტი, წყალი და კიდევ ერთი საიდუმლო ინგრედიენტი ტკიპებს სხვადასხვა მხარეს გააქცევს

ზაფხულის დასვენების მოყვარულებმა იციან, რომ ბუნებაში მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყვნენ. სწორედ ამიტომ, დღეს გიზიარებთ სასარგებლო რჩევებს და ტკიპების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალების რეცეპტს.

როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან

1. საპიკნიკოდ წიწვოვანი ტყე შეარჩიეთ, ასეთი გადაწყვეტილება ტკიპების შეხვედრის ალბათობას სრულად გამორიცხავს. ფოთლოვან და შერეულ ტყეში სეირნობის დროს მშრალ და მზით კარგად განათებულ ადგილებს მიაქციეთ ყურადღება. მაღალ ბუჩქებს, თხრილებს, ჭაობსა და დანამულ ბალახს თავი აარიდეთ.

2. ბუნებაში გასვლის წინ შესაბამის ტანსაცმელზე იზრუნეთ: მოკლე შორტი და მაისური უფრო შესაფერისი შემთხვევისთვის გადაინახეთ. უპირატესობა ელვა შესაკვრელის მქონე სპორტულ კოსტიუმს და გრძელ წინდებს მიანიჭეთ.

3. სტატისტიკის მიხედვით, ტკიპების ნაკბენისგან სხეულის ისეთი ნაწილები იტანჯება, როგორიცაა კისერი, მუცელი და საზარდულის მიდამო. სწორედ ამიტომ ეს ადგილები კარგად დაფარეთ.

4. სანამ დასასვენებლად წახვალთ, ტანსაცმელი სპეციალური რეპელენტით დაიმუშავეთ. საშუალება შიშველ კანზეც წაისვით.

5. შეგიძლიათ სპეციალური კოსტიუმები, სახელწოდებით „ენცეფალიტკი“ შეიძინოთ. ისინი სპეციალურ დამცველ ტანსაცმელს წარმოადგენენ, რომელთაც ხელებსა და ფეხებზე მკვრივი ელასტიური მანჟეტები აქვთ.

6. სახლში დაბრუნების შემდეგ, ყველაფერი გაიხადეთ და სხეული კარგად დაათვალიერეთ. ტანსაცმელი კარგად დაფერთხეთ და ცხელ წყალში გარეცხეთ.

Advertisement

7. სახლში ტკიპის აღმოჩენისთანავე სასწრაფოდ გაანადგურეთ. მყარი ჯავშნის გამო მავნებლის განეიტრალება გაგიჭირდებათ.

თუ ქიმიური რეპელენტების გამოყენების მოწინააღმდეგე ხართ. სახლში სამი კომპონენტისგან მომზადებული ეს მარტივი საშუალება სცადეთ.

ინგრედიენტები:

  • 2 ჩ/კ ნემსიწვერას ეთეროვანი ზეთი
  • 2 ჩ/კ სამედიცინო სპირტი
  • 1 ჭიქა წყალი

მომზადება:

1. ყველა ინგრედიენტი სპრეი ბოთლში ჩაასხით და ერთმანეთს აურიეთ.

2. ეს საშუალება ტანსაცმელზე და სხეულის შიშველ ზონებზე ყოველ საათში შეისხით.

თუ არ გაგიმართლათ, და ტკიპა თქვენს კანს მიეკვრო, ეს ვიდეო ნახეთ, რომელიც მის სწრაფად მოშორებაში დაგეხმარებათ.

Advertisement

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებისთვის მისი გაზიარება არ დაგავიწყდეთ.