Connect with us

საკითხავი

საიმედო საშუალება მძვინვარე კოღოს, ბორას და ტკიპის მოსარჯულებლად

ზაფხული შესანიშნავი დროა, რომ ბუნებაში, ზღვაზე ან ქალაქგარეთ გახვიდეთ. აი, კოღოები დასვენებას საერთოდ არ აპირებენ და ყველგან თან დაგვყვებიან, სადაც არ უნდა წავიდეთ. საბედნიეროდ, ბებიამ მასწავლა, რა გამოვიყენო კოღოების მოსაშორებლად. მხედველობაში მაქვს არა მაღაზიაში ნაყიდი მწერების საწინააღმდეგო საშუალება, რომლის გამოყენებაც ყველასთვის არ შეიძლება, არამედ ხალხური, დროში გამოცდილ საშუალება.

დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ 3 ხრიკს, როგორ დაიცვათ თავი კოღოსგან, ასევე ქინქლებისა და ტკიპებისგან თეთრებად ღირებული შინაურული მეთოდებით.

კოღოების საწინააღმდეგო საშუალება სახლის პირობებში

კატაბალახა და ვანილი

ეს რეცეპტი ჩრდილოეთელებმა გამოიგონეს და ამბობენ, რომ ტყეში აუტანელი ვამპირებისგან იცავთ.

აფთიაქში უბრალო კატაბალახას ნაყენი იყიდეთ, სამზარეულოში რამდენიმე ვანილის პაკეტი და საყვარელი ხელის კრემი აიღეთ. მოსახერხებელ ჭურჭელში კატაბალახა ჩაასხით, ზემოდან ვანილი მოაყარეთ და ვანილის გახსნამდე კარგად აურიეთ. შემდეგ 3 ს/კ კრემი დაუმატეთ და კვლავ აურიეთ.

საშუალება შიშველ სხეულზე ბუნებაში გასვლის წინ ან სახლში, ღამით წაისვით. ბებიას დაქალი ამბობს, რომ ასე ღია კარ–ფანჯარაში წოლა არ აშინებს. კოღოს არომატი აფრთხობს!

კატაბალახას საშუალება ქინქლებისა და ტკიპებისგანაც დაგიცავთ. მისი გამოყენება მცირეწლოვან ბავშვებსა და ორსულებსაც შეუძლიათ. ის უსაფრთხოა, თან ბიუჯეტურზე უფრო იაფია. გარდა ამისა, სხეულზე სასიამოვნო არომატს ტოვებს. თავად კატაბალახას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.

ერთადერთი მინუსი: კატებისგან თავი შორს დაიჭირეთ, თორემ კუდში დევნას და ალოკვას დაგიწყებთ.

კოღოების საწინააღმდეგო ეთერზეთი

განსაკუთრებით ეფექტური და უსაფრთხოა პატარა ბავშვებისთვის, თუ მათ ამ ზეთზე ალერგია არ აქვთ. ლავანდის, პალმავარდის, მიხაკის და ჩაის ხის ზეთი განსაკუთრებით დაგეხმარებათ. რამდენიმე წვეთი ხელისგულებზე დაისხით, გაახურეთ და ბავშვს წაუსვით.

ძმარი და მზესუმზირას ზეთი

1/3 ძმარი, 1/3 მზესუმზირას ზეთი და 1/3 შამპუნი/შხაპგელი კარგად აურიეთ. საშუალება შიშველ სხეულის ნაწილებზე წაისვით. დარწმუნებული იყავით, რომ ამ ჯადოსნური საშუალების გამოყენების შემდეგ არც ერთი კოღო აღარ შეგაწუხებთ. ქინქლები და ბორებიც გვერდზე ჩაგიფრენენ.

რედაქციისგან

ჩემთვის საყვარელი საშუალება კოღოების საწინააღმდეგოდ – ერთმნიშვნელოვნად კატაბალახას ნაყენი ვანილით. ღამით ტუმბოზე მიხაკ ჩარჭობილ ლიმონს ვტოვებ. ძალიან მშველის და ნეგატიური შედეგების არ მეშინია, როგორც ადრე შეძენილი რეპელენტების შემთხვევაში იყო.

თქვენ როგორ იცავთ თავს „ყველაზე საყვარელი“ მწერებისგან? გაქვთ გამოცდილი, ეფექტური საშუალებები?