Connect with us

საკითხავი

როგორ ვუზრუნველყოთ მთელი ოჯახის უსაფრთხოება სანაპიროზე: აი, რა უნდა იცოდეთ

ოჯახური დასვენება სანაპიროზე უდაოდ ძალიან მხიარული და სასიამოვნო დროსტარებაა. მსგავსი უვნებელი გართობაც კი რაღაც საფრთხეს შეიცავს, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ.

ეს მარტივი ინსტრუქცია გამოიყენეთ, რომ დასვენება უსაფრთხო და მხოლოდ სიამოვნების მომტანი იყოს:

1. სააფთიაქო ჩანთა თან წაიღეთ

უბედური შემთხვევისგან დაზღვეული არავინაა, ამიტომ თან სააფთიაქო ჩანთა წაიღეთ. სანაპიროზე წასაღებად დაგჭირდებათ: ლატექსის ხელთათმანები, ბინტი, ანტიბაქტერიული სველი სალფეთქი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტაციდი, ალოე-გელი, პაკეტი შესაკვრელებით, პინცეტი, ანტიჰისტამინური და ჩვეულებრივი სველი სალფეთქი.

2. ულტრაიისფერი სხივებისგან თავი დაიცავით

ულტრაიისფერი სხივები სიმსივნეს იწვევენ, თუ კანს არ დაიცავთ. ულტრაიისფერი სხივების მაქსიმალური ინტენსივობა 10:00-16:00 პერიოდშია, მაგრამ ბავშვები ყოველთვის უნდა დაიცვათ, როცა სახლიდან გამოდიხართ. ქუდები, ტანსაცმელი და მუქი სათვალეები მზისგან დასაცავად შეუცვლელი ნივთებია.

3. მზისგან დამცავი საშუალება შეარჩიეთ

ბავშვების მზისგან დასაცავად სჯობს მზისგან დამცავი საშუალება SPF 15 ან უფრო მაღალი შეარჩიოთ. სახლიდან გასვლამდე 30 წუთით ადრე და შემდეგ ყოველ 2 საათში წაისვით. დაუცველი კანი შეიძლება 15 წუთში დაიწვას, მაგრამ ეს ყოველთვის იმწამსვე არ ვლინდება – ზოგჯერ მთელი 12 საათი გადის.

4. გახსოვდეთ, რომ ღრუბელი ვერ დაგიცავთ

თუ სანაპიროზე ჩრდილი დაინახეთ, საკუთარ თავზე გამარჯვების მილოცვა არ იჩქაროთ. ღრუბლიან ამინდში მზისგან დამცავი საშუალება მაინც უნდა გამოიყენოთ. ღრუბელი ულტრაიისფერ სხივებს არ ბლოკავს, არამედ ფილტრავს.

5. წყალი დალიეთ

არ დაელოდოთ, სანამ თქვენ ან თანმხლებ ადამიანს წყურვილი შეაწუხებს. წყალი ყოველთვის დალიეთ, რომ გაუწყლოება და მზის შეტევა არ დაუშვათ.

6. გადახურების ნიშნები დაიმახსოვრეთ

გადახურების ბევრი ნიშანი არსებობს, რომელიც ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. ესაა გულისრევა, თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, დაღლილობა და სისუსტე. ასეთ შემთხვევაში ადამიანი მზეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაშორდეს.

უფრო სერიოზული ნიშნებია – კუნთების კრუნჩხვა, გონების დაკარგვა, მაღალი ტემპერატურა და გულისრევა.

7. წყლის სისუფთავეში დარწმუნდით

თუ წყალი სუფთაა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასში სიბინძურე არაა. სხვადასხვა ქვეყნებში სანატარიულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურება, როგორც წესი, წყლის ობიექტების ბაქტერიულ დაბინძურებას აკონტროლებს. მათთან გადაამოწმეთ, სანამ წყალში ცურაობას გადაწყვეტთ.

8. წყლის დაავადებას თავი აარიდეთ

წყალში დიდი ხნით დროის გატარება ბავშვებში სხვადასხვა დაავადებებს იწვევს, რომლის შესახებ მშობლებმა უნდა იცოდნენ. ორგანიზმში წყლის მოხვედრა კუჭ-ნაწლავის, ყურის, თვალის, სასუნთქი გზების და ჭრილობის ინფექციების პროვოცირებას იწვევს.

9. ალკოჰოლზე უარი თქვით

თუ სანაპიროზე დალევა ნებადართულია, ცივი ლუდის დალევის ცდუნების გაძლება გაგიჭირდებათ, მაგრამ ეს უსიამოვნო შედეგებს იწვევს. პირველ რიგში, მშობლები ფხიზლად უნდა დარჩნენ, რომ წყალში მყოფ ბავშვებს ყურადღება მიაქციონ და საფრთხის პირველივე ნიშნები შენიშნონ. მეორე მხრივ, ალკოჰოლის მზეზე ყოფნის დროს დალევა საზიანოა: ის გაუწყლოებას ამწვავებს და მზის დარტყმის რისკს ზრდის.

10. მეგობრებს ენდეთ

ღია ზღვაში მარტო ცურაობა არავისთვისაა კარგი. დაე, ყოველი შემთხვევისთვის ყველაზე გამოცდილმა მცურავებმა ბავშვები გააცილონ.

11. გასაბერი ჟილეტები ჩააცვით

სანამ ბავშვებს ზღვაში საცურაოდ გაუშვებთ, მათ გასაბერი ჟილეტი ან სახელოები გაუკეთეთ.

12. პროფესიონალთან ახლოს იყავით

თუ სანაპიროზე ბავშვებთან და ცუდად მოცურავე ადამიანებთან ერთად იმყოფებით, ეცადეთ ადგილი სამაშველო პუნქტთან ახლოს აირჩიოთ, რომ ყოველი შემთხვევისთვის სწრაფად დაგინახონ.

13. მტაცებელი დინების შესახებ ყველას უამბეთ

ზოგიერთ სანაპიროზე გავრცელებულია სახიფათო ტალღები, რომელსაც მცურავი სანაპიროდან შიგნით შეთრევა შეუძლია. უთხარით ყველას, რომ ასეთ დინებაში მოხვედრის დროს სანაპიროს პარალელურად იცურაომ, სანამ ნაპირზე გამოცურავენ. დინების საწინააღმდეგოდ ცურვა არ სცადოთ.

14. ქარიშხალში არ იბანაოთ?

თუ ცა მუქი ღრუბლებით დაიფარა, სანაპიროზე გასვლა სჯობს გადადოთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გაძვრომას შეძლებთ, მაგრამ რისკი ამად არ ღირს, განსაკუთრებით ელვის დროს.

სანაპიროზე ყოფნის დროს უსაფრთხოების წესებს იცავთ?

Advertisement
ჯანმრთელობა9 hours ago

7 ჩვევა, რომლებიც ღვიძლის დაავადების რისკს 20%-ით შეამცირებენ

ჯანმრთელობა9 hours ago

სააფთიაქო ანტიბიოტიკები უსარგებლო ხდება! 5 ნატურალური ანტიბიოტიკი, რომელთა სახლში ქონა ყოველთვის სასარგებლოა

თავის მოვლა9 hours ago

სავარჯიშო “ველოსიპედი”: მისი კეთების სწორი ტექნიკა

ჯანმრთელობა1 day ago

პროდუქტი რომელიც ერთდროულად ანადგურებს ვირუსებს, სოკოს და ბაქტერიებს

ჯანმრთელობა1 day ago

პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის მოშორება

თავის მოვლა1 day ago

არ გჭირდებათ ძვირადღირებული შამპუნები – უბრალოდ ბევრი საფუარი შეიძინეთ!

თავის მოვლა1 day ago

კვერცხის ნიღაბი-ფირი 3-1-ში: გაჭიმვა, გაძლიერება და გასუფთავება

ჯანმრთელობა1 day ago

დღეში 2 ჭიქა ამ სასმელის დალევით წონაში დაიკლებთ და სისხლში შაქრის დონეს შეამცირებთ. მხოლოდ თესლი და მდუღარე წყალი

ჯანმრთელობა2 days ago

გსურთ ორგანიზმის გაწმენდა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება?! ეს გასაოცარი საშუალება გარანტირებულად დაგეხმარებათ!

ჯანმრთელობა2 days ago

თქვენს ირგვლივ ყველა გაციებულია? იმუნიტეტის ეს ნარევი ორგანიზმის თავდაცვის უნარებს გაააქტიურებს

ჯანმრთელობა2 weeks ago

4 მნიშვნელოვანი ფაქტი გულის დაავადებებზე, რომლის შესახებ ყველა ქალმა უნდა იცოდეს

ყვავილები4 weeks ago

როგორი სასუქი გამოვიყენოთ კიტრის გაზრდისთვის

ჯანმრთელობა4 weeks ago

3 მარტივი შინაურული რეცეპტი ფრჩხილის სოკოს მოსაშორებლად

საკითხავი4 weeks ago

ის რკინის არაა! მეტალის ნეჭას გამოყენების 10 მოულოდნელი მეთოდი

ჯანმრთელობა2 weeks ago

ბალზამი ნატურალური კომპონენტებით: საუკეთესო მეთოდი სისხლძარღვების ბადის მოსაშორებლად

სხვა4 weeks ago

ძველი კბილის ჯაგრისი არ გადააგდოთ! აი, რისთვის გამოგადგებათ

თავის მოვლა1 week ago

როგორ მოვიშოროთ საღებავი თმიდან სახლის პირობებში: 8 გამოცდილი მეთოდი

სხვა1 week ago

რატომ უნდა ჩავამატოთ მარილი სარეცხ მანქანაში

ჯანმრთელობა1 week ago

რა ვჭამოთ, რომ წონაში დავიკლოთ და არ ვიშიმშილოთ?

ჯანმრთელობა2 weeks ago

დაავადების სუნი. რისი სუნი აქვს სხეულს ამა თუ იმ პათოლოგიის დროს

ტრენდული