ჯანმრთელობა
ღამით, დაძინების წინ ან დილით, უზმოზე: ხაჭოს პლუს თაფლი ლამაზი სხეულისა და ძვლების ჯანმრთელობისთვის
სწორი კვების დროს პირველ ადგილას დგას პროდუქტები, რომელთაც თბოდამუშავება ნაკლებად სჭირდებათ. ასეთი სახით პროდუქტები კვებით ღირებულებას და ვიტამინებს ინარჩუნებს. ხაჭო და თაფლი ერთ-ერთ წარმატებულ კომბინაციად ითვლება, რომლის მიღებაც რეკომენდებულია დასუსტებული ორგანიზმის და დიეტური კვების დროს.
ხაჭო თაფლით
დიეტოლოგები ხაჭო-თაფლის ნარევის მიღებას გირჩევენ, რათა საჭმლის მონელების პროცესი გააუმჯობესოთ და ორგანიზმი გაამდიდროთ სასარგებლო ნივთიერებებით – ცილებით, შეუცვლელი ამინომჟავებით, ვიტამინებით და მიკროელემენტებით. ამ დესერტში იმუნიტეტის გასაძლიერებლად და „საბრძოლო მზადყოფნისთვის“ აუცილებელი ყველა ნივთიერება შედის.
თაფლისა და ხაჭოს სარგებელი
1. ხაჭოს და თაფლის სარგებელი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ხაჭო მდიდარია ცილებით, კალციუმით და ლაქტობაქტერიებით, რომელიც ნაწლავების მუშაობას აუმჯობესებს. თაფლი კოლოსალური მულტივიტამინების კომპლექსია! ასევე ნატურალური, სინთეზური საღებავების და კონსერვანტების გარეშე.
2. ხაჭოში შემავალი ცილები კვებითი ღირებულებით კვერცხში, ხორცში, ფრინველსა და თევზში შემავალ ცილებს არაფრით ჩამოუვარდება.
3. ეს პროდუქტები შეიძლება და უნდა ერთად მიირთვათ. დიეტაზე ყოფნის დროსაც, თაფლის მაღალმა კალორიულობამ არ უნდა შეგეშინოთ, მთავარია ბოროტად არ გამოიყენოთ. ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ასეთ პროდუქტზე უარი არ თქვათ, თუ ფუტკრის ნაწარმზე ალერგია არ გაქვთ.
4. თაფლი შეიცავს განსაკუთრებულ ფერმენტებს, რომელსაც ცხიმების სწორად დაშლა შეუძლია. წონაში დაკლების დროს უცხიმო (დაბალ კალორიული) ხაჭო გამოიყენეთ. დაბალ კალორიულობასთან ერთად ის მდიდარია კალციუმით, ფოსფორით, მაგნიუმით, A, B, E ვიტამინების ჯგუფით და ადვილად ათვისებადი ცილებით.
5. ხაჭოსა და თაფლის რეცეპტი საკმაოდ მარტივია. ერთი პორციისთვის 250 გრ ახალი ხაჭო და 1 ს/კ თაფლი საკმარისია. თუ ჯანმრთელობის პრობლემები არ გაწუხებთ, ერთ დღეში (მაგრამ არა ერთ მიღებაზე) შეგიძლიათ მაქსიმუმ 400 გრ ხაჭო და 3 ს/კ თაფლი მიიღოთ.
6. მნიშვნელობა არ აქვს, თუ კერძს დღის რომელ მონაკვეთში მიირთმევთ. შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ. თუ კერძს ზომიერად მიიღებთ, ხაჭოსა და თაფლის კომბინაცია არანაირ საფრთხეს არ შეიცავს.
7. კერძი კუჭში უკვე 20 წუთში გადამუშავდება. ამასთან, ღვიძლი და პანკრეასი არ დაიტანჯება. სწორედ ამიტომ, ხაჭოსა და თაფლის ნარევის მირთმევა დასუსტებული იმუნიტეტის დროს და ავადმყოფობის შემდეგ არის რეკომენდებულია.
8. ხაჭო თაფლით შეგიძლიათ მიირთვათ დილით საუზმეზე, ან ვახშამზე, ძილის წინ. უკანასკნელ შემთხვევაში, კერძი დაძინებამდე 2 საათით ადრე უნდა მიიღოთ.
9. თაფლი ორგანიზმს ვიტამინებით ავსებს, ამასთან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს. თაფლს ანტისტრესული თვისებები აქვს. თუ მას ღამით შეჭამთ, ნერვულ სისტემას დაიმშვიდებთ, უძილობას გაიქრობთ და ძილის ხარისხი გაუმჯობესდება.
10. თაფლი-ხაჭოს დუეტი ნაწლავების მიკროფლორას აღადგენს და ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, ეს კერძი ჩაის, ყავის და წვენის გარეშე მიიღეთ. ნებისმიერი სითხის მიღება ჭამიდან 30 წუთის შემდეგ შეგიძლიათ.
11. თუ წონაში დაკლება თქვენი მიზანი არაა, შეგიძლიათ ხაჭო-თაფლის ნარევს ერთი მუჭა კენკრა ან კაკალი დაუმატოთ.
თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.