Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ გვეხმარება საკვები ბოჭკო სიმსივნის განვითარების რისკების შემცირებაში

ბოჭკო ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ბოჭკოთი მდიდარი საკვები ორგანიზმის მიერ ნელ-ნელა გადამუშავდება, ამის ხარჯზე სისხლში გლუკოზის დონე რეგულირდება, ხდება საკვების მონელების რეგულირება და ორგანიზმის დანაყრება. თუმცა აღმოჩნდა, რომ საკვებ ბოჭკოს სხვა დადებითი თვისებები აქვს, მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა. თუმცა ეს უკანასკნელი თვისება საკამათო გახდა.

2018 წელს გამოვიდა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც მტკიცდებოდა საკვები ბოჭკოს ეფექურობა სარძევე ჯირკვლის სიმსივნის პრიფილაქტიკაში. ექიმების მტკიცებით პარკოსნების ბოჭკო ხილში არსებულ ბოჭკოზე ეფექტური და სასარგებლოა, რასაც დიეტოლოგები არ ეთანხმებიან.

სხვა კვლევებმა აჩვენეს, რომ ანტიკანცეროგენული თვისებები აქვს არა მხოლოდ ბოჭკოს, არამე ანტიოქსიდანტებს, ფიტონუტრიენტებს, ვიტმინებს და მინერალებს. შესაბამისად კონკრეტულად ბოჭკოს შემცველ პროდექტებზე ფიქსაციას აზრი არ აქვს. აუცილებელია იკვებოთ მრავალფეროვნად, რაციონში კი არა მხოლოდ პარკოსნები არამედ ხილი, ბოსტნეული და მთელმარცვლიანი პროდუქტებიც შეიტანოთ.

როგორ ჩატარდა კვლევა?

მეცნიერებმა შეკრიბეს 2135 ქალის მონაცემები რომლებსაც სარძევე ჯირკვლის სიმსივნე ჰქონდათ და იმ 2571 ქალბატონის მონაცემებს შეადარებს რომლებსაც ონკოლოგიური დაავადებები არ ჰქონდათ. კვლევებმა სიმსივნის 25%-იანი შემცირება აღმოაჩინეს იმ ქალებში რომელებიც პარკოსნების ბოჭკოს იღებდა. რაც შეეხება ხილის და ბოსტნეულის ბოჭკოს, მკვლევართა აზრით მათ მოხმარებას არანაირი კავშირი არ აქვს სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკასთან.

მკერდის სიმსივნე ხომ სხვადასხვანაირია!?

მართალია! კვლევაში მონაწილეობდნენ როგორც ესტროგენული და პროგესტერინული რეცეპტიორების გარეშე (ER-, PR-) ასევე რეცეპტორებში ER+ ან PR+ მქონე პაციენტებიც. ეს სხვადასხვა ტიპის სიმსივნეებია და როგორც წესი მკურნალობაზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. როგორც წესი ჰომონო-ნეგატიური სიმსივნე გაცილებით უფრო “ჯიუტია”.

კვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ ბოჭკოს მომხმარებელი ქალების შემთხვევაში ესტროგენი და პროჰესტერონი გაცილებით ნაკლებ შემთხვევაში იყო უარყოფითი. სხვაობა 28-30%-ს შეადგენდა.

როგორ დასკვნებამდე მივიდენ მეცნიერები?!

თანამედროვე დროში ჰორმონ-დამოკიდებული სიმსივნის განვითარების შესახებ ბევრი ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ჰორმონო-ნეგატიურთან დაკავშირებით კი ყველაფერი გაცილებით რთულადაა. კვლევებმა აჩვენა, რომ რაციონმა და დიეტამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი იმუშაოს მის განვითარებაში. ამერიკაში ასეთი სიმსივნეები ხშირად უვითარდებათ აფრომერიკელ და ესპანური წარმოშობის ქალბატონებს.

მთელმარცვლოვანი პროდუქტების მოხმარებაც ამცირებს ჰორმონო-ნეგატიური სიმსივნის განვითარების რისკებს თუმცა მხოლოდ თეთრ ქალბატონებში. სწორედ ამიტომ გამოიტანეს მეცნიერებმა დასკვნა იმის შესახებ რომ ხილ-ბოსტნეულის ბოჭკო ეფექტური არ არის ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

რატომ აყენებენ ეჭქვეშ მეცნიერთა დასკვებს დიეტოლოგები

1. კვლევის მონაწილეთა 2/3 ლათინამერიკელი იყო, უმეტესი მათგანისთვის პარკოსნები რაციონის დიდ ნაწილს წარმოადგენს. შესაბამისად კვებაში ბოჭკოს რაოდენობა გაცულებით მაღალი იყო ვიდრე დანარჩენი მოსახლეობისთვის.

2. კვების შეფასება კითხვარებით ხდებოდა რომელთაც მონაწილეები თავად ავსებდნენ.

3. ანკეტებში დასმული იყო კითხვები სხვადასხვა პროდუქტის მოხმარების სიხშირის შესახებ, მაგრამ არ იყო იფორმაცია ფაქტიურ ყოველდღიურ კვებაზე. კითხვარის დამოუკიდებლად შევსება და მოხმარების სიხშირის შეფასება მიღებული მონაცემების სიზუსტეს ეჭვქვეშ აყენებს.

4. შედეგებმა აჩვენეს, რომ ქალბატონები დღეში დაახლოებით 25 გრამ ბოჭკოს მოიხმარენ დღეში, რაც გაცლებით მაღალია საშუალო სტატისტიკური მოხმარებისთვის. ეს კი კვლევის მონაწილეთა მონაცემების სიზუსტეს, ეჭვქვეშ აყენებს.

დიეტოლოგების აზრით პარკოსნები მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის და ის ნამდვილად უნდა შედიოდეს ჩვენს რაციონში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხილისა და ბოსტნეული ბოჭკო უნდა გმოვრიცხოთ!

რატომ დაიწყეს მეცნიერებმა ბოჭკოსა და მკერდის სიმსივნის კავშირის შესწავლა?!

მათ შემდეგი ჰიპოთეზა წამოწიეს წინ:

  • სარძევე ჯირკვლის ქსოვილები ჰორმონების, კერძოდ კი ესტროგენის გავლენის ქვეშ ექცევიან.
  • ბოჭკო ორგანიზმში ესტროგენის რაოდენობას ამცირებს რადგანნაწლავის მიერ ფეკალიების წარმოქმნას ზრდის.
  • ის ამცირებს ნაწლავის მიერ ესტროგენის შეწოვას
  • სარძევე ჯირკვლის სიმსივნე შეიძლება ინსულინისებური ფაქტრორებითაც განვითარდეც, რომელიც ბოჭკოს მოხმარებიტ რეგულირდება.
  • სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო დაბალია სისხლში ესტროგენი, მით უფრო ნაკლებია სარძევე ჯირკვლის სიმსივნის განვითარების შანსი.

როგორ დასრულდა კამათი?!

მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა კვლევების გაგრძელება იმისთვის, რომ დაზუსტებით მივხვდეთ – როგორ მუშაობს მექანიზმი.

ერთ-ერთი მკვლევარის, კიმ ლარსონის თქმით, მათ ჯერ არ იციან თუ რატომ მონაწილეობს ბოჭკო სარძევე ჯირკვლის სისმსივნის განვითარების რისკების შემცირებაში, თუმცა მათ აქვთ მტკიცებულებები, რომ ბოჭკო ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებების განვითარებისგან იცავს, მათ შორის გულის დაავადებებისა და სიმსივნის სხვადასხვა სახეობებისგან.

ნუტრიციოლოგების თქმით, ლობიო, ბარდა, მუხუდო და სხვა პარკოსნები დადებითი თვისბებით გამოირჩევიან. ეს ყველაფერი კი არა მხოლოდ ბოჭკოს შემცველობის არამედ ანტიოქსიდანტების, ლიგნანების, ხსნადი ბოჭკოსა და ფიტოქიმიური ნივთიერებების შემცველობის წყალობითაც ხდება.

აუცილებელია ვახსენოთ ხილისა და ბოსტნეულის მნიშვნელობაც ორგანიზმისთვის, რადგან მათში საკვები ბოჭკოს, ანტიოქსიდანტების, ვიტამინებისა და მინერალების ძალიან დიდი რაოდენობა შედის!