Connect with us

ჯანმრთელობა

ვაგინალური პრობლემების ქონის 8 მანიშნებელი და რა უნდა მოიმოქმედოთ ასეთ სიტუაციაში

ქალის ორგანიზმისთვის ვაგინალური ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჯანმრთელი ვაგინა სასარგებლო ბაქტერიების დიდ რაოდენობას შეიცავს, რომლებიც ანადგურებენ ინფექციებს და рН-ის ნორმალურ დონეს ინარჩუნებენ.

თუ ამ ნიშნებიდან რომელიმე მაინც გაწუხებთ, არსებობს რისკი, რომ ვაგინალური ინფექციის წინაშე დგახართ:

  • წვა და ქავილი
  • ჭარბი გამონადენი
  • წითელი, ჩირქოვანი ან მტკივნეული ლორწო
  • დაზიანებები
  • სუნი
  • არარეგულარული ციკლი
  • სისხლდენა სქესობრივი აქტის შემდეგ
  • სიმშრალე

როგორ უნდა შევინარჩუნოთ ქალური ჯანმრთელობა

შეინარჩუნეთ PH-ის სტაბილურობა

თავი აარიდეთ საშოს გამორეცხვებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი გინეკოლოგი რეკომენდაციას უწევს, ეს არც თუ ის უსაფრთხო პროცედურაა, რადგან ის ფიზიოლოგიურ рН-ს არღვევს. თუ სუნს შეიშნავთ მიმართეთ გინეკოლოგს და თავი აარიდეთ სხვადასხვა ჰიგიენური საშუალების გამოყენებას.

თავი შეიკავეთ სწრაფი კვების ობიექტების საკვების მიღებისგან. ისევე როგორც სწრაფი კვების ობიექტების საკვები, შაქარიც უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. მიირთვით ჯანმრთელი საკვები და საკმარისი წყალი! შტოშის წვენი და იოგურტი წარმატებით ებრძვის საფუარა ინფექციებს. ვაგინალური სიმშრალისთვის თავის დასაღწევად კი შეგიძლიათ სოიოს მოხმარება დაიწყოთ.

მავნე მიკროორგანიზმებისგან თავის დასაღწევად სქესობრივი აქტი აუცილებლად დაცული უნდა იყოს! გამოიყენეთ კონტრაცეპტივები, ეს დაგიცავთ შიდსისგან, გენეტალიური ჰერპესისგან, თავდიან აგაცილებთ გონორეას, სიფილისს, გენიტალიურ მეჭეჭებსა და ქლამიდიოზს. ამ დაავადებებიდან ზოგიერთი სამწუხაროდ უკურნებელია!