Connect with us

ჯანმრთელობა

ქალური ენერგია: რა ბლოკავს თქვენს ქალურ ძალას

ბუნებამ ქალის სხეული ახალი სიცოცხლის აკვნად, სინაზისა და სიმშვიდის სიმბოლოდ ჩამოაყალიბა. მუცელი კი ამ სხეულის ძალიან მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ნაწილს წარმოადგენს. ქალების უმეტესობა სხეულის ამ ნაწილს ძალიან კრიტიკულად უდგება.

ქალის მუცელი – ჯანმრთელობისა და სილამაზის სიმბოლო

ქალების უმეტესობა მუცელს მალავს ჩამოყალიბებული აზრის გამო, რომლის მიხედვითაც მუცელი აუცილებლად თხელი, ნავარჯიშები და იდეალური უნდა იყოს.

ქალური ენერგია მუცლის არეში

ჩვენთვის ნაკლკებად არის ცნობილი ქალის სხეულის ამ მნიშვნელოვან ნაწილზე. ამიტომ ბევრი ქალბატონი უბრალოდ ვნებს თავის ჯანმრთელობას რეკლამისა და სტერეოტიპების დევნით. ბევრ ენაზე სიტყვა მუცელი ჟღერს როგორც სიტყვა “სიცოცხლე”. სწორედ ამ მნიშვნელოვანი ადგილიდან იღებს ნაყოფი დედობრივ ენერგიას. ამ მნიშვნელოვანი ადგილის ცენტრს კი ჭიპი წარმოადგენს. ეს თითქოს ქალის არსის ცენტრია. მუცელში (ჭიპის ქვემოთ) ქალი აგროვებს ენერგეტიკას. ქალი – გავს ჭურჭელს, მისი ენერგია მიწიდან მოძრაობს და მუცელში გროვდება. იქიდან კი მთელს სხეულში ცირკულირდება.

თუ ცირკულაცია სწორად ხდება, ქალი -მიმზიდველია, იღებს სიამოვნებას ინტიმური სიახლოვისგან, უმტკივნეულოდ აჩენს ბავშვს. სამწუხაროდ ასეთი ქალი ძალიან ცოტაა და ქალების 80%-ს ე.წ. მუცლის ბლოკები აქვს.

შედეგად:

  • ხდება ენერგიის ნაკადის ბლოკირება
  • იკარგება მოდუნების უნარი
  • ყალიბდება არასრულფასოვანი ზედაპირული სუნთქვა
  • გინეკოლოგიური დაავადებები
  • მტკივნეული მენსტრუალური ციკლი
  • შფოთვა და ნერვოზულობა
  • სექსუალური სიამოვნების მიღების უუნრობა
  • ქალური ბუნების არ მიღება

ბლოკები მუცლის არეში გარკვეული მიზეზების გამო ჩნდება

უმთავრესია – დამოკიდებულება დედასთან. თუ დედა ორსულობის დროს ნეგატიურ ემოციებს განიცდიდა, ბავშვს გაუჭირდება საკუთარი თავის მიღება და არ ექნება ბედნიერების შეგრძნების უნარი.

თუ დედა ბედნიერია ორსულობისას და ძალიან ელოდებოდა ბავშვს მაშინ ბავშვიც მშვიდი და მოდუნებული იბადება.

სასარგებლო პრაქტიკა:

ქალი წევს, მოდუნებულია, თვალები დახუჭული. მეუღლე ნაზად ეფერება მუცელზე – საათის ისრის მიმართულებით, დრო და დრო ოდნავი დაჭერით. უნდა გვახსოვდეს, რომ მუცლის არეში ბევრი ემოცია ინახება, როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიურიც, ამიტომ კარგი იქნება თუ პირველ რიგში დაგროვილ ნეგატივს გამოუშვებთ.

მასაჟის დროს მუცლიდან ენერგიის გამოთავისუფლება ხდება, ამან შეიძლება აღგზნებაც გამოიწვიოს, ეს სრულიად ნორმალურია.

მუცლის დაძაბულობის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება შიშები და რთული ემოციური მდგომარეობა იყოს: კონფლიქტები ოჯახში, ვინმეს გარდაცვალება, ცხოვრებისეული პრობლემები, უარყოფითი ემოციების არ არსებობა. ასეთ შემთხვევაში წერილების პრაქტიკა და სუნთქვითი ვარჯიშებიც გიშველით.

ქალური მუცლის უპირატესობები:

  • უმტკივნეულო ორსულობა და მშობიარობა. მშობიარობისას მუცელი უნდა მოადუნოთ ისე, რომ საშოს გზები უკეთ გაიხსნას.
  • ენერგიის ჯანმრთელი ცირკულაცია. როდესაც მუცელი მოდუნებულია – ენერგია ბლოკების გარეშე მოძრაობს მთელს სხეულში.
  • სწორი სუნთქვა. ადამიანების უმეტესობა ფილტვების ზედა ნაწილით სუნთქავს, ეს კი სხეულს ბოლომდე არ ამარაგებს ჰაერით. მუცლით სუნთქვა კი ამშვიდებს, ალაგებს აზრებს და ხელს უწყობს გაახალგაზრდავებას.

ქალი სექსუალური და მიმზიდველი ხდება.

სწორად მოდუნებული მუცელის მიღების საშუალებას აღმოსავლური მუცლის ცეკვებით დაკავება მოგცემთ. ეს დაგეხმარებათ თავი მიმზიდველად და ქალურად იგრძნოთ.

გიყვარდეთ თვქენი მუცელი იმისგან დამოუკიდებლად თუ როგორია ის: სპორტული, მკვრივი თუ მოდუნებული. მოუარეთ მუცელს, მოადუნეთ ის და ისწავლეთ სწორად სუნთქვა. თუ თქვენი მამაკაცი თქვენს მუცელს აკრიტიკებს, გახსოვდეთ, რომ მას ვისაც ნამდვილად უყვარხართ – თქვენი არსრულყოფილებითაც ეყვარებით.

დღეს მოდაშია ისეთი სამოსის ჩაცმა რომელიც მუცელს გამოაჩენს, რაც სრულიად დაუშვებელია, ამან შეაძლოა თქვენს ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს! ეცადეთ მუცელი დაფარული გქონდეთ!