Connect with us

ჯანმრთელობა

სამკურნალო სილიციუმი ქალის ჯანმრთელობისთვის

მოცემული სტატია განკუთვნილია ქალებისთვის რომლებიც თავის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. მათ ამაში სილიციუმის სამკურნალო თვისებები დაეხმარებათ. ავტორი გვაწვდის ინფორმაციას სილიციუმის შესახებ, რომლის თვისებები და მოხმარება ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის.

სილიციუმის სამკურნალო თვისებებზე ძველი ფილოსოფოსები წერდნენ. მას ფხვნიდნენ და იყრიდნენ ჭრილობებზე. მის ქვას ჭის ფსკერსა და კედლებზე აგებდნენ – წყალი გემრიელი და არაჩეულებრივად გამჭვირვალე იყო, ხოლო ხალხი ვინც ამ წყალს სვამდა – ნაკლებად ავადმყოფობდნენ.

სილიციუმი დედამიწაზე არსებულ ელემენტებს შორის მეორეა რაოდენობით – ჟანგბადის შემდეგ. მისი გამოყენება დედამიწაზე პირველი ადამიანის გამოჩენისთანავე დაიწყო. მისი მეშვეობით ადამიანები მარტივ შრომის იარაღებს ამზადებდნენ.

დიდი ხანია ცნობილია სილიციუმის სამკურნალო თვისებები. სპეციალისტები თვლიან, რომ ის ჩვეულებრივი წყლის აქტივიზაციას ახდენს. წყალი ოპალ-ქალცედონის სილიციუმზე დაყენების შემდეგ ანტიმიკრობულ თვისებებს იძენს. მისი გამოყენება სისხლდენის შეჩერების ან ანტისეპტიკურ საშუალებადაც შეიძლება.

ბევრი ქალი ჩვეულებრივ წყალსაც სილიციუმზე აყენებს. ეს პროცესი სითხეს “სტრუქტურირებულ წყლად” აქცევს. მისი მოლეკულები უკეთ იქნება ათვისებული უჯრედების მიერ. წყალი უფრო აქტიურად იწყებს ნივთიერებათა ცვლის პრცესში მონაწილეობას და ქსოვილებიდან ტოქსინები გამოაქვს.

ასეთი აქტივირებული წყლისთვის მუქი ყავისფერი სილიციუმის გამოყენება ჯობია. ბუნებაში კი ნაცრისფერი და შავი სილიციუმიც გვხვდება.

სამკურნალო ქვა აუცილებლად კარგად უნდა გარეცხოთ საპნით და ჩაუშვათ შუშის ჭურჭელში. მას მარლა უნდა გადააფაროთ და ბნელ ადგილას დადგათ. 5-8 ლიტრ წყალზე დაახლოებით 30 გრამი სილიციუმის ქვა დაგჭირდებათ. 1 კვირის შემდეგ წყალი სამკურნალო თვისებებს შეიძენს. მასში არცერთი მიკრობი აღარ იქნება.

სილიციუმის წყალი – პანაცეა არ არის, თუმცა ქალის ორგანიზმს აქტიური ფუნქციების აღდგენასა და შიდა ორგანოების გაუმჯობესებაში ნამდვილად დაეხმარება.

ის ახდენს ადამიანის საერთო მდგომარეობის დასტაბილურებას ალერგიებისას. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს სისხლში შაქრის დონეს შეუმცირებს. ორგანიზმს დაეხმარება კალცის ათვისებაში ე.ი. განკურნავს ოსტეოპოროზს. ძალიან სასარგებლოა ასაკოვანი ქალბატონებისთვისაც – მის მოხმარებას ნაოჭების შემცირებამდე მივყავართ და გაჭაღარავებულ თმასაც კი ამუქებს. სამკურნალო წყალი დაგეხმარებათ ზედმეტი წონის მოშორებაში. სასარგებლოა გაციებისას. მისი გამოყენება ყელში გამოსავლებად და გაციებისას ცხვირის გამორეცხვისთვისაც შეგიძლიათ.

ექსპერტის აზრი

სილიციუმის წყლის თავზე გადავლებაც სასარგებლოა, ის აჩქარებს თმის ზრდას, ამცირებს თმის ცვენას და აშორებს ქერტლს. სილიციუმის ყველაზე დიდი შემცველობა ადამიანის ორგანიზმში სწორედ თმასა და ფრჩხილებშია. სწორედ ამიტომ ურჩევენ ქალებს თმის ცვენისას ოროვანდის ზეთის გამოყენებას, მასში ხომ სილიციუმის ძალიან მაღალი შემცველობაა.

სილიციუმის სასარგებლო თვისებების გამოყენება სხვა მიზნებისთვისაც შეიძლება: სილიციუმიანი წყლით ხილის ხეების მორწყვა მათ მოსავლიანობას გაზრდის.

ადამიანის ორგანიზმში სილიციუმი დიდ როლს თამაშობს. სწორედ ამ ელემენტის წყალობით აქვთ მოქნილობა კუჭის, ნაწლავების, ხრტილების, სისხლძარღვების შემაერთებელ ქსვილებს. ქალის ორგანიზმში მისი შემადგენლობა მკვეთრად ეცემა 30 წლის შემდეგ. მისი ნაკლებობისას კი ვითარდება ათეროსკლეროზი, ჩნდება ქვები თირკმელებსა და ღვიძლში. მისი ნაკლებობის გამო ჩნდება ისეთი დაავადებები როგორიცაა ჰეპატიტი, რევმატიზმი, პოლიართრიტი და გრიპი.

სილიციუმს მიუხედავად იმისა, რომ ამდენი სასარგებლო თვისება აქვს, ორგანიზი მას ძალიან სწრაფად კარგავს. დღე-ღამეში დაახლოებით 9 მილიგრამი სილიციუმი იკარგება, ხოლო წყლითა და საკვებით კი მხოლოდ 3,5 მილიგრამ სილიციუმს ვიღებთ.

როგორ გავზარდოთ სილიციუმის შემადგენლობა ორგანიზმში?! აუცილებელია საკვებში მცენარეული ბოჭკოს მოხმარება. ეს ელემენტი დიდი რაოდენობით ბოლოკსა და სალათის ფოთლებშია, ასევე შავ მოცხარსა და თალგამში. ეცადეთ მეტი მინერალური წყალიც დალიოთ.

ბავშვებში ზრდის პრცესისა და ფიზიკური დატვირთვისას მეტი სილიციუმი იკარგება. მისი უკმარისობა შეიძლება შემდეგი სიმპტომებით ამოიცნოთ: ფრჩხილების მტვრევადობა და ნელი ზრდა, მშრალი კანი, ამაღლებული ქოლესტერინი და ორგანიზმის ცუდი წინააღმდეგობა ინფექციური დაავადებების მიმართ.

ბუნებაში ის მინერალების სახით არის გავრცელებული, კრემნიუმის დიოქსიდის ფუძეზე. ეს არის ოპალი, კვარცი, სერდოლიკი, აქატი, ამეთვისტო, ოპალი და სილიციუმი.

სილიციუმის ქვით დამზადებული ამულეტის ტარება მასწავლებლებისთვის, იურისტებისთვის და ექიმებისთვის შეიძლება. ეს სამკურნალო ქვა აუმჯობესებს პროფესიონალურ თვისებებს. მას ძლიერი ენერგეტიკა აქვს რომელსაც მფლობელს გადასცემს. ამ ქვის გავლენით ქალი ძალების მოზღვავებას გრძნობს, უფრო აქტიური და ენერგიული ხდება.

სილიციუმი – შეუფასებელია თავისი თვისებებით. ის ქალების ორგანიზმს ბევრი დაავადებისაგან იცავს.