Connect with us

ჯანმრთელობა

9 პროდუქტი, რომელიც კბილებს აყვითლებს. კიტრისგან ამას არ მოველოდი

ქათქათა ღიმილი გსურთ? ამისთვის კბილების სწორი მოვლა საკმარისი არაა!

რა თქმა უნდა, ჰიგიენას არავინ გამორიცხავს, მაგრამ ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვჭამთ. პროდუქტების შემადგენლობაში სხვადასხვა ნივთიერება შედის, რომლებმაც შეიძლება კბილის ემალის შეღებვა გამოიწვიონ.

აი, 9 მთავარი პროდუქტი, რომელზეც უარი უნდა თქვათ, თუ ლამაზი ღიმილის შენარჩუნება გსურთ!

1. ყავა და ჩაი

ისინი ტანინებს შეიცავენ, რომლებიც კბილის ემალს ღებავენ და აუფერულებენ. გარდა ამისა, ყავა PH-ის მაღალ დონეს შეიცავს, რაც კბილებს ასევე აზიანებს. საყვარელ სასმელს ცოტა რძე დაუმატეთ.

2. სოიოს სოუსი

მისი მუქი ფერი კბილებს თანდათანობით ფერს შეუცვლის. კერძს ნაკლები სოიოს სოუსი დაუმატეთ და ჭამის შემდეგ პირი აუცილებლად გამოივლეთ.

3. წითელი ღვინო

ღვინო ნაცრისფრად შეღებვას იწვევს. მისი მოშორება კი რთულია. გარდა ამისა, ღვინოში შემავალი მჟავა ემალს აზიანებს.

4. თეთრი ღვინო

მაშინაც კი, თუ თეთრი ღვინო კბილებზე ლაქების გაჩენას არ იწვევს, ის მჟავიანობას ზრდის და ემალს აზიანებს.

5. ტკბილეულობა

შაქარი არა მხოლოდ კარიესს იწვევს, არამედ პირის ღრუში PH დონეს ამცირებს და კბილებს დაზიანებისკენ უფრო მიდრეკილს ხდის.

6. მაყვალი

ასევე სხვა მუქი პიგმენტის მქონე ხილი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხილის ჭამაზე უარი უნდა თქვათ. საკმარისია, რომ ფრთხილად იყოთ, ჭარბად არ მოიხმაროთ და ჭამის შემდეგ პირი წყლით გამოივლოთ.

7. ტკბილი სასმელები

გაზიანმა სასმელებმა შეიძლება კბილებში ნახვრეტების გაჩენა გამოიწვიოს, ემალის გამძლეობა შეასუსტოს და გაყვითლებისკენ უფრო მიდრეკილი გახადოს.

8. ციტრუსი

კბილებზე ლაქები პირის ღრუს მჟავე გარემოსთან კავშირშია. ამ ხილს ემალის და დენტინის დაზიანება შეუძლიათ.

9. მწნილები

კიდევ ერთი ძალიან მჟავე საკვები, რომელიც ემალს აზიანებს და ლაქების გაჩენას იწვევს. ასეთი პროდუქტების მიღების შემდეგ კბილები გაიწმინდეთ.