Connect with us

ჯანმრთელობა

„ყურძნის გული: რა არის წითელი ღვინის სარგებელი და ზიანი

5 არგუმენტი წითელი ღვინის სასარგებლოდ და 3 არგუმენტი (მაგრამ სერიოზული!) მის საწინააღმდეგოდ. სად უნდა იპოვოთ ღირებული ანტიოქსიდანტები, თუ ალკოჰოლს არ სვამთ.

გახსოვთ, როგორ ჭყლეტს ყურძენს ცეკვით ადრიანო ჩელენტანოს პერსონაჟი ფილმში „ჭირვეულის მორჯულება“? ზუსტად ასე ამზადებენ წითელ ღვინოს (რა თქმა უნდა, დაპრესით) – მუქ კენკრას აქუცმაცებენ და ფერმენტაციას უკეთებენ.

შესაძლოა, ყურძნის ბაღის სახეობიდან ღვინოს საკუთარი ხელით თავად ამზადებთ ყელზე ხელთათმან წამოცმულ დიდ ბოთლში. როგორი მეთოდიც არ უნდა გამოიყენოთ შედეგად ფერით და არომატით გაჯერებულ სასმელს მიიღებთ.

მეცნიერები წითელ ღვინოს წლებია იკვლევენ, რომ გაიგონ, თუ ჯანმრთელობისთვის რამდენად სასარგებლო ან საზიანოა. რედაქციამ წამყვანი სამეცნიერო კვლევების მონაცემები შეაგროვა და შედეგები 5 კატეგორიაში გადაანაწილა.

1. წითელი ღვინო გულს ვერ დაიცავს

ახლახანს გამოვიდა კვლევა, რომელიც აჩვენებს წითელი ღვინის კარდიოდამცავ თვისებებს და გულ–სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირების უნარს მათში, ვინც ღვინოს სვამს.

თუმცა ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაცია ვარაუდობს, რომ კვლევა სრულყოფილი არაა. ის ზუსტ მიზეზ–შედეგობრივ კავშირს არ ადგენს, გამოდის მნიშვნელოვანი როლი შეიძლება კვებითმა ჩვევებმა ითამაშა.

მაგალითად, ადამიანი, რომელიც ყოველ საღამოს წითელ ღვინოს სვამს, დიდი ალბათობით, ჯანსაღ ხმელთაშუა ზღვისპირეთის დიეტას იცავს, რაც გულისთვის სასარგებლოა.

2. წითელი ღვინო ანთებას ებრძვის

წითელი ღვინო ძალიან მდიდარია პოლიფენოლებით, მათ შორისაა რესვერატროლი, ანტოციანები, კატეხინები და ტანინები (პროანტოციანიდინები და ელაგოტანინები).

კვლევა აჩვენებს, რომ წითელ ღვინოში შემავალ ფენილურ ნაერთებს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვთ. ისინი არა მხოლოდ ამცირებენ ინსულინის რეზისტენტობას, არამედ ჟანგვით სტრესს ამცირებენ.

3. წითელი ღვინის დალევა ტვინში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს

ღვინოში შემავალ ფლავონოიდებს ჩვეული სხეულის უჯრედების დაცვა და ჯანსაღი სისხლძარღვების შენარჩუნება შეუძლია. ეს თავის მხრივ, ტვინში ეფექტურ სისხლის მიმოქცევას იწვევს და ქოლესტერინის ფოლაქების წარმოქმნის რისკს ამცირებს.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რესვერატროლს მეხსიერების ასაკობრივი დაქვეითების თავიდან აცილება შეუძლია.

4. წითელი ღვინო ხანგრძლივ ცხოვრებას ხელს უწყობს

დიდ ჯგუფებზე ჩატარებული ხანგრძლივი კვლევები ალკოჰოლის ზომიერ მოხმარებასა და ხანგრძლივ ცხოვრებას შორის კავშირს აჩვენებს.

რესვერატროლის ეფექტის გაძლიერება შეიძლება დაბალანსებული რაციონით – მრავალფეროვანი, მკვებავი, უჯრედისით და მიკროელემენტებით მდიდარი (ხმელთაშუა ზღვისპირეთის დიეტა წარმატებული მაგალითია).

5. წითელი ღვინო განწყობას აუმჯობესებს

2014 წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ხალხი, რომელმაც წითელი ღვინო არაკომფორტულ გარემოში დალია, ისეთივე კარგ განწყობაზე დადგა, როგორც ფხიზელი ხალხი უფრო სასიამოვნო გარემოში.

ფრთხილად იყავით – გონივრულია უსიამოვნო გარემოს მოშორდეთ, ვიდრე ამის კომპენსირება ალკოჰოლით სცადოთ.

რა არის წითელი ღვინის პოტენციური ზიანი?

ალკოჰოლი ჯანმრთელობას აზიანებს.

წითელი ღვინის მცირე რაოდენობით მიღებამ შეიძლება ჯანმრთელობას გარკვეული სარგებელი მოუტანოს, მაგრამ ჭარბი მოხმარებისას მისი სარგებელი გაქრება.

აი, რამდენიმე სახიფათო შედეგი:

  • გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება
  • გლუკოზის რეგულაციის დარღვევა, ინსულინის რეზისტენტობა და დიაბეტი
  • თავის ტვინის ქერქის დარღვევა
  • ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევა
  • ღვიძლის დაზიანება
  • სასუნთქი სისტემის პრობლემები
  • კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებები
  • ინსულტი
  • კარდიომიოპათია
  • ჰორმონალური ცვლის დარღვევა

ალკოჰოლით მოწამვლა შეიძლება სასიკვდილოდ სახიფათო იყოს.

ალკოჰოლი სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის

ამერიკის ონკოლოგიური საზოგადოება აცხადებს, რომ ადამიანი რაც უფრო ნაკლებ ალკოჰოლს სვამს, სიმსივნის განვითარების რისკი უფრო დაბალი აქვს. ოჯახში ონკოლოგიური ისტორიის მქონე ადამიანმა სჯობს ალკოჰოლის დალევაზე საერთოდ უარი თქვას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნათესავს სარძევე ჯირკვლების აგრესიული სიმსივნე ჰქონდა.

ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს

ნებისმიერი ალკოჰოლის დალევის დროს „თხევადი“ კალორიები საკმაოდ სწრაფად გროვდება, რამაც შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს. გარდა ამისა, ალკოჰოლი კონტროლს და კრიტიკულ აზროვნებას ამცირებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესს აუარესებს. ამან შეიძლება კვების პროდუქტების არჩევაზე გავლენა მოახდინოს.

როგორ დავლიოთ წითელი ღვინო ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე?

ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაცია გირჩევთ, ალკოჰოლის დალევაზე უარი თქვათ ან ძალიან ზომიერად მიიღოთ – 1–2 პორცია დღეში მამაკაცებისთვის და 1 პორცია ქალებისთვის.

თუ სხვადასხვა სახის ალკოჰოლს შორის არჩევანს აკეთებთ, წითელი ღვინო ანტიოქსიდანტების შემცველობის წყალობით ყველაზე სასარგებლო იქნება.

„ერთი პორცია ალკოჰოლი“ – ეს რამდენია?

  • 350 მლ ლუდი (5 გრადუსი)
  • 150 მლ ღვინო (12 გრადუსი)
  • 90 გრ პორტვეინი (18 გრადუსი)
  • 45 მლ არაყი, კონიაკი, ვისკი ან რომი (40 გრადუსი)

როგორ შევამციროთ ალკოჰოლის მოხმარება?

ადამიანი ალკოჰოლს სხვადასხვა მიზეზით სვამს და რეკომენდაციები ინდივიდუალურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

  1. თუ ალკოჰოლს მეგობრების წრეში სვამთ, ერთი სასმელით შემოიფარგლეთ და ლიმონიან, მინერალურ წყალზე გადადით.
  2. თუ ღვინოს ვახშმის დროს „გურმანული“ მიზეზით სვამთ, მენიუს სხვაგვარად დაგეგმვა სცადეთ. „ღვინის ვახშმის“ რაოდენობა შეამცირეთ და 1 ჭიქაზე მეტი არ დალიოთ.
  3. თუ ღვინოს მოსადუნებლად სვამთ, სტრესის მიზეზი იპოვეთ და მისი მოშორება სცადეთ. შფოთვის და დაძაბულობის შესამცირებლად ჯანსაღი მეთოდების ათვისება სასარგებლოა.

საკუთარ თავს უფრო მეტი დაუთმეთ, კარგად გამოიძინეთ და ფიზიკურ აქტივობას მეტი დრო დაუთმეთ. სასარგებლო იქნება ისეთი სიტუაციების შემცირება, რომელსაც ალკოჰოლის მიღება ახლავს.

ზოგიერთი ადამიანი ალკოჰოლს დეპრესიასთან და შფოთურ აშლილობასთან გაასამკლავებლად იყენებს.

ამ შემთხვევაში ანტიდეპრესანტი და ფსიქოთერაპია უფრო ეფექტურია. უფრო მეტიც, ალკოჰოლმა შეიძლება მდგომარეობა გაამწვავოს – ხანმოკლე დოფამინის აფეთქებას სიამოვნების ჰორმონის მკვეთრი, ღრმა და ხანგრძლივი ვარდნა მოჰყვება.

ალკოჰოლს არ ვიღებ, როგორ მივიღო საკვებიდან სასარგებლო ნივთიერებები?

  1. რესვერატროლს არა მხოლოდ წითელი ღვინო, არამედ თავად ყურძენი (მათ შორის ქიშმიში), მიწისთხილი, შოკოლადი, მოცვი და თუთა შეიცავს.
  2. ანტოციანებს იპოვით ცისფერი, წითელი ან მეწამული ფერის კენკრასა და ბოსტნეულში. მათი შემცველობით ჩემპიონია შავი ცირცელი. ასევე მდიდარია ბანანი, ფორთოხალი, ზეთისხილი, ლობიო, ბოლოკი და ბატატი.
  3. კატეხინებს შეიცავს მწვანე ჩაი, შოკოლადი, ვაშლი, ჟოლო და ლობიო. ტანინებს შეიცავს მწარე, მწკლარტე პროდუქტები და სასმელები (მათ შორის ჩაი, კაკაო, შავი მოცხარი, ხურმა, ბროწეული, წაბლი და ბია).

სხვა სიტყვებით, კენკრით და ხილით, ბოსტნეულით და მწვანილით, პარკოსანი პროდუქტებით და კაკლით მდიდარი რაციონი ხანგრძლივი, ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარია. ეს ხომ ისედაც ვიცოდით, ასე არაა?

თქვენ გიყვართ წითელი ღვინო?