Connect with us

ჯანმრთელობა

9 დღიანი დიეტა ვარსკვლავების დიეტოლოგის მარგარიტა კარალიოვასგან

მარგარიტა ბევრ უნივერსალურ რჩევას გვაძლევს კვებასთან დაკავშირებით. მისი მთავარი კოზირი 9 დღიანი დიეტაა. კვების მკაცრი გეგმა რომელიც 9 დღეზეა გათვლილი ნამდვილ სავიზიტო ბარათად იქცა დიეტოლოგისთვის. ეს დიეტა ბევრი შოუ ბიზნესის ვარსკვლავის მიერ გამოიყენება. ეს მეთოდი ფორმაში სწრაფად ჩადგომაში დაგეხმარებათ რაგდან ის ძალიან ეფექტურია. მსგავსი დიეტის მიყოლით 9 კილოგრამს 9 დღეიში ძალიან მარტივად დაიკლებთ.

ეს დიეტა 3 ციკლს მოიცავს, ყოველ მათგანში ერთი ძირითადი პროდუქტი “ბატონობს” – ბრინჯი, ქათამი ან ბოსტნეული. პირველი ორი პროდუქტი მდიდარია ნახშირწყლებითა და ცილებით, ხილი კი ბოჭკოთია სავსე, შესაბამისად ეს პროდუქტები ორგანიზმს სათანადოდ მოაწესრიგებენ.

9 დღიანი დიეტა

1-3 დღე

დიეტის პირველი სამი დღე ბრინჯისგან შედგება. დილით კარგად გარეცხეთ 250 გრამი ბრინჯი, დაასხით ცხელი წყალი პროპორციით 1:2-თან. ხარშეთ 15 წუთი. მოხარშული ბრინჯის მიღებული რაოდენობა 6 თანაბარ პორციად დაყავით და დღის განმავლობაში მიირთვით. საკვების ბოლო მიღების დრო 8 საათს არ უნდა აჭარბებდეს. დღის განმავლობაში რეკომენდებულია მინიმუმ 2,5 ლიტრი არა გაზირებული, სუფთა წყლის დალევა და 3 სუფრის კოვზი თაფლის მირთმევა.

4-6 დღე

შემდეგი 3 დღე მხოლოდ ქათამს მიირთმევთ. 1,2 კილოგრამი წონის ქათამს ან წიწილას კანი გააცალეთ და ორთქლზე მოამზადეთ. შემდეგ 6 თანაბარ პორციად დაყავით და დღის განმავლოაბში მიირთვით. ამ 3 დღის მანძილზე თაფლი აღარ მიირთვათ, წყლის მიღება კი აუცილებელია.

7-9 დღე

ქათმის შემდეგ ბოსტნეულის დროც დგება. მენიუ ამგვარია: 500 გრამი მოთუშული ან ორთქლზე მომზადებული და 500 გრამი უმი ბოსტნეული. ისევ 6 პორციად დაყავით და 8 საათზე გვიან არ ჭამოთ. თაფლი შეიძლება და აუცილებელია წყალში გააზავოთ. კიდევ ერთი ბონუსი – მწვანე ცაი გახლავთ, მისი დალევა ნებისმიერი (ჯანმრთელობისთვის დასაშვები) რაოდენობით შეგიძლიათ.