Connect with us

ჯანმრთელობა

7 მოულოდნელი რამ, რაც თქვენს სხეულში ჰორმონალური დარღვევის დროს შეიძლება მოხდეს

ჰორმონალურ დარღვევას სპეციფიკური სიმპტომები ყოველთვის არ აქვს. ხშირად მათი ნიშნები სხვადასხვა უსიამოვნებას ჰგავს, ზოგჯერ კი მხოლოდ კოსმეტიკურ დეფექტად აღიქმება.

შემაშფოთებელი ნიშნების ცოდნა და კვალიფიციური დახმარების მიღება აუცილებელია.

სჯობს სახიფათო პათოლოგია დროულად მგამორიცხოთ, ვიდრე თავდაჯერებულობისა და გულგრილობის გამო ჯანმრთელობას დაემშვიდობოთ.

აი, 7 არასპეციფიკური სიმპტომი, რომელიც თქვენს სხეულში ჰორმონალური დარღვევის დროს შეიძლება მოხდეს:

1. სხეულზე თმის ჭარბი ზრდა (ჰიპერტრიქოზი)

ჰიპერტრიქოზი ზოგჯერ სასქესო ჯირკვლების ფუნქციის დარღვევაზე მიუთითებს. ხშირად ქალებში ტესტოტერონის ჭარბ წარმოებაზე საუბრობს.

ამ შემთხვევაში ჰიპერტრიქოზს თან ახლავს ცხიმიანი კანი, გამონაყარი და ქერტლი,  მენსტრუაციული და რეპროდუქციული ფუნქციების დარღვევა.

2. სიმშრალე საშოში

ეს უსიამოვნო მდგომარეობა შეიძლება ქალს ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერ მომენტში დაემართოს. მიზეზი შეიძლება იყოს: ჰორმონალური დაღვევა, მათ შორის მენოპაუზით და მშობიარობით გამოწვეული ცვლილებები.

უმეტეს შემთხვევაში სიმშრალე ესტროგენის დონის ცვლილებას უკავშირდება. როცა მისი დონე მცირდება, ბუნებრივი დაცვის მექანიზმი სუსტდება, რაც კუნთოვანი კედლის ელასტიკურობის დაკარგვას და სიმშრალეს იწვევს.

3. თმის ცვენა

თმის ცვენის მიზეზი შეიძლება იყოს ენდოკრინული სისტემის დაავადება და ჰორმონალური დისბალანსი, რასაც ანდროგენულ ალოპეციას უწოდებენ. თმის ცვენა მამაკაცის ჰორმონის ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად წარმოების შედეგად ხდება.

ქალებში მამაკაცის ჰორმონის ზრდამ შეიძლება საკვერცხეების პოლიკისტოზი გამოიწვიოს. ამ პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარება არ შეიძლება. ექიმთან კონსულტანცია და მკურნალობის კომპლექსის ჩატარება აუცილებელია.

4. აკნე

აკნე და შავი წერტილები შეიძლება ფორების დახშობით იყოს გამოწვეული. თუმცა ხშირად, ამის მიზეზი, განსაკუთრებით სქესობრივი მომწიფების პერიოდში ჰორმონალური ცვლილებებია.

მამაკაცის სქესობრივი ჰორმონის ჭარბი რაოდენობა ან დეფიციტი ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას არღვევს და იწვევს ე.წ. ცხიმიან საცობს, რომელიც არა მხოლოდ სახეზე, არამედ მთელ სხეულზე აკნეს გასავითარებლად შესანიშნავ გარემოს ქმნის.

5. კანის ქავილი

ესტროგენის დაბალი დონე კანზე არასასურველად აისახება. კანი უფრო მშრალი ხდება და მოქნილობას კარგავს.

კანის ქავილი ჰორმონალური დარღვევის ერთ-ერთი სიმპტომია, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება, რადგან სისხლში შაქრის ჭარბ რაოდენობაზე მიუთითებს.

6. ნახეთქები კანზე

ნახეთქები ან სტრიები კანზე ჰიპოთალამური-ჰიპოტალური სისტემის დარღვევის ნიშანია. ხშირად პროცესში თირკმელზედა ჯირკვალიც ჩართულია.

სტრიები მუცლის კანზე, თეძოს შიგნითა ზედაპირსა და მკერდზე ჩნდება. თან ახლავს ჰიპერტრიქოზი და სასქესო ფუნქციების დარღვევა.

7. შიმშილის უკონტროლო შემოტევა

რიგი ჰორმონები მადაზე და ჭამის შემდეგ დანაყრების შეგრძნებაზეა პასუხისმგებელი.

სწორედ ამიტომ, როცა ერთ-ერთი მათგანი ნაკლებად ან ჭარბად იწარმოება, ჩვენ შიმშილის უკონტროლო შემოტევა გვაწუხებს. ამასთან ხშირად ნახშირწყლების, რაღაც ტკბილი და კალორიული პროდუქტის მიღება გვსურს.

როგორიც არ უნდა იყოს ჰორმონალური დარღვევა, ის ყოველთვის სამედიცინო მკურნალობას მოითხოვს. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.