Connect with us

თავის მოვლა

ვაშლის ძმარი აკნეს სამკურნალოდ: შთამბეჭდავი ეფექტი!

ვაშლის ძმარი როგორც კანის, ასევე თმისთვის სასარგებლოა. ნახეთ, როგორ შეიძლება გამოიყენოთ ვაშლის ძმარი აკნეს საწინააღმდეგოდ.

ვაშლის ძმარი სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ თვისებებს ფლობს. ვაშლის ძმარი ფერიმჭამელების გამომწვევი ბაქტერიების განადგურებაში დაგეხმარებათ, ის ფორებს ხსნის, რომ თეთრი და შავი წერტილები მოგაშოროთ. აკნესთან დაკავშირებულ ანთებაზე დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ვაშლის ძმარი ჭარბ ცხიმს მოგაშორებთ და კანის PH დონეს დააბალანსებს.

როგორ გამოვიყენოთ ვაშლის ძმარი აკნეს სამკურნალოდ

ვაშლის ძმარი რომ გამოვიყენოთ 1 ნაწილი ძმარი 10 ნაწილ წყალში გააზავეთ. ბამბის ბურთი გამოიყენეთ, რომ დაინფიცირებულ ადგილს დაზიანება არ მიაყენოთ. 20 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. პროცედურა შეგიძლიათ დღეში 2-ჯერ ჩაიტაროთ.

თუ რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ გაღიზიანება არ გექნებათ, შეგიძლიათ ძმრის გასაზავებლად წყლის რაოდენობა შეამციროთ. თუ თქვენი კანი გაღიზიანებულია, წყლის რაოდენობა დაამატეთ.

ზოგიერთ ადამიანს ისეთი მჟავების მიმართ, როგორიცაა ვაშლის ძმარი ცუდი რეაქცია აქვთ. სახეზე დადებამდე საცდელი ტესტი ჩაიტარეთ. თუ 15 წუთის შემდეგ კანზე რეაქცია არ გექნებათ, ძმარზე რეაგირება არ უნდა გქონდეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.