Connect with us

ჯანმრთელობა

7 დაავადება, რომელთაც ჩვეულებრივი ხილ–ბოსტნეული გაუმკლავდება

ზოგჯერ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაშორებლად ახალი ხილის და ბოსტნეულის ჭამა საკმარისია.

ახალი ხილი და ბოსტნეული ჯანსაღი კვების აუცილებელი ნაწილია. დღეში დაახლოებით 5 ულუფა უნდა მიირთვათ, თუმცა ასეთი ნორმის დაცვას მხოლოდ ზოგიერთი ახერხებს. როგორც კვლევები აჩვენებს, საშუალოდ დღეში 1-2 ულუფას ვჭამთ (ეს საუკეთესო შემთხვევაში). შეამოწმეთ, რაციონის კარდინალურად შეცვლა ხომ არ გჭირდებათ თქვენივე ჯანმრთელობისთვის!

ღრძილებიდან სისხლდენა გაწუხებთ

C ვიტამინის დეფიციტის პირველი ნიშნები – კანის მარტივად დაზიანება, ჭრილობის დიდხანს შეხორცება და ღრძილების სისხლდენა. ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, მიირთვით ბევრი წითელი წიწაკა, ფურცლოვანი სალათი, კომბოსტო, პომიდორი და, რა თქმა უნდა, ციტრუსი.

მუდმივად დაღლილი ხართ

ენერგიის და სასიცოცხლო ძალების ნაკლებობა შეიძლება რაციონში ფოლატის, B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის ნიშანი იყოს. მათ კი იპოვით მწვანე ბოსტნეულში, ასევე პარკოსნებში – ბარდა, ლობიო, სატაცური და ოსპი.

ხშირად ცივდებით

რაციონში ახალი ბოსტნეულის დეფიციტის კიდევ ერთი ნიშანი – სურდოს მიმართ გაზრდილი მიდრეკილება. იმუნურ სისტემას C ვიტამინი აკლია. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ, როგორც ციტრუსი, ასევე მწვანე ბოსტნეული. რეგულარულად!

გულმავიწყი გახდით

ლუტეინი – მკვებავი ნივთიერება, რომელიც ახალი ინფორმაციის უკეთ ათვისებასა და ინფორმაციის დიდხანს შენახვაში გვეხმარება. ლუტეინით მდიდარია სტაფილო, ბროკოლი, სიმინდი, პომიდორი, ფურცლოვანი მწვანილი. ეს ბოსტნეული რაციონში ჩართეთ, თუ გრძნობთ, რომ ბოლო დროს ცუდად სწავლობთ ან მეხსიერების პრობლემები გაქვთ. უნდა დაგეხმაროთ!

სტრესთან გამკლავება გიჭირთ

სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი მართვა ისწავლოთ, რადგან განცდილი სტრესის მიმართ ორგანიზმის საპასუხო რეაქცია ანთებითი პროცესებია. სწორედ ამიტომ, რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ანთების საწინააღმდეგო ნაერთებით მდიდარი ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ანტიოქსიდანტები, პოლიფენოლები და კაროტინოიდები. ყველა ამ ნაერთს სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული შეიცავს.

კუნთების კრუნჩხვა გაწუხებთ

კალიუმი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც კუნთების კრუნჩხვას თავიდან აგაცილებთ. თქვენს რაციონში კალიუმის ჩართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ სპორტით ხართ დაკავებული ან ცხელ ამინდში ქუჩაში ხშირად იმყოფებით. გარდა ამისა, კალიუმი გულის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია. კალიუმის დეფიციტის აღდგენის ყველაზე მარტივი მეთოდი კი ბანანის ჭამაა. 1 საშუალო ნაყოფი 425 მგ კალიუმს შეიცავს.

წონაში ვერ იკლებთ

ხილ–ბოსტნეულს ერთი დაუფასებელი თვისება აქვს: მასში შემავალი უჯრედისი სწრაფად დანაყრებას იწვევს, რომელიც დიდხანს გრძელდება. ამავდროულად, ხილ–ბოსტნეულის უმეტესობა ბევრ კალორიას არ შეიცავს და ამიტომ წონაში უფრო მარტივად დაიკლებთ, ვიდრე შიმშილობის დროს!

Advertisement
ყვავილები17 hours ago

იოდი გერანისთვის: როგორ გამოვიყენოთ უხვი ყვავილობისთვის

ტესტები17 hours ago

აირჩიეთ კარი რომელიც მოგწონთ და გაიგეთ რა მოხდება მალე

ჰოროსკოპი17 hours ago

ქალური და მამაკაცური ზოდიაქოს ნიშნები: ნახეთ, როგორი ენერგეტიკა გაქვთ

ჯანმრთელობა2 days ago

ღვიძლის გაცხიმოვნება: 9 პროდუქტი, რომლითაც მას უფრო მარტივად „გამოიმუშავებთ“

ჰოროსკოპი2 days ago

ყველაზე გულქვა ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

ტესტები2 days ago

ის, რასაც პირველად დაინახავთ, გეტყვით, როგორ უმკლავდებით მარტოობას

ტესტები3 days ago

როგორი დიასახლისი ხართ? ამის შესახებ თქვენი წინსაფარი მოგვითხრობს

ჰოროსკოპი3 days ago

როდის სჯობს დაორსულება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჰოროსკოპი3 days ago

რომელი ზოდიაქოს ნიშნები გამოირჩევიან გულწრფელობით და პატიოსნებით

ჯანმრთელობა3 days ago

რატომ უნდა დალიოთ თბილი, თაფლიანი წყალი გაღვიძებისთანავე

ჰოროსკოპი4 weeks ago

2020 წლის ნოემბერი – ცეცხლოვანი ღორის თვე. რას უნდა ელოდოთ ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით

კულინარია4 weeks ago

ამ ზეთს ჩვენს ოჯახში აღარავინ ყიდულობს, დედამთილიც კი

ჰოროსკოპი4 weeks ago

ამ ზოდიაქოს ნიშნებს 2020 წლის ნოემბერში წარმატება ელოდებათ

ჰოროსკოპი4 days ago

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ძლიერი ხარი კარდინალურ ცვლილებებს აჩუქებს

ჯანმრთელობა1 week ago

ვის არ ურჩევს მზრუნველი სპეციალისტი ხურმის ჭამას

ჰოროსკოპი4 weeks ago

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ნოემბერში წარმოუდგენლად გაუმართლებთ: ვასილისას პროგნოზი

ჰოროსკოპი4 weeks ago

პაველ გლობის ჰოროსკოპი 2020 წლის ნოემბრისთვის

ჰოროსკოპი3 weeks ago

დეკემბრის იღბლიანები: 4 ზოდიაქოს ნიშანს ყველაფერში გაუმართლებს

თავის მოვლა4 weeks ago

იაფი კოსმეტიკა, რომელთაც ჩვენ ზედაც არ ვუყურებთ, უცხოელები კი ყიდულობენ

ტესტები4 weeks ago

აირჩიეთ თაიგული და წაიკითხეთ კვირის შეტყობინება

ტრენდული