Connect with us

სხვა

4 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ცხოვრებაში კარმული ადამიანი გამოჩნდა

ზოგჯერ ისეთი ადამიანები ჩნდებიან ჩვენს ცხოვრებაში რომლებთან შეხვედრაც გარდაუვალია. კარმას თავის გეგმები აქვს და მათზე ზეგავლენის მოხდენა თითქმის შეუძლებელია.

კარმული ურთიერთობები შეიძლება ძალიან მოკლე და სასიამოვნო ან პირიქით, ხანგრძლივი და რთული და იყოს. მთელი ცხოვრების მანძილზე შეიძლება ერთი კარმული ურთიერთობაც არ მოხდეს, მაგრამ შეიძლება კარმულ ადამიანებთან რამდენჯერმე მოგიწიოთ შეხვედრა.

რატომ ჩნდებიან ჩვენს ცხოვრებაში ასეთი ადამიანები

მათ თქვენი განკურნება სურთ. კარმა თქვენს საზიანოდ არ მოქმედებს, მართალია პირველ ჯერზე შეიძლება სულ სხვანაირად მოგეჩვენოთ, გახსოვდეთ, რომ სულის განკურნება დარდითა და ტკივილით ხდება. როდესაც განწმენდაა საჭირო, სამყარო ისეთ ადამიანს გვიგზავნის, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში პრობლემებს მოიტანს, ისე, რომ ამის სურვილი თავადაც არ ექნება. ეს სულიერი განკურნება და კარმის წმენდაა – ნორმალური პროცესი, რომლის გარეშეც ჩვენი სული ნეგატივს დააგროვებდა.

თუმცა კარმა საჩუქრებსაც გვიგზავნის, კარგი ადამიანების სახით და ის ჩვენი წარსული კეთილი საქმეებისთვის გვასაჩუქრებს.

სამყარომ იცის რა მოგველის, თუ არასწორი გზით განვვითარდებით, ამიტომ ისეთ ადამიანებს გვიგზავნის რომლებიც თვალს აგვიხელენ და ისეთ გზაზე დაგვაყენებენ, რომელიც ჩვენთვის ამ მომენტშია აქტუალური. თუ ჩვენს გზას პრობლემებსა და უბედურებასთან მივყავართ – სამყარო ისეთ ადამიანს გამოგვიგზავნის რომელიც ხიფათს და პრობლემებს აგვარიდებს.

ამ ადამიანების წყალობით უკეთესები ვხდებით. როგორ გავიგოთ, რომ ადამიანი თქვენთან კარმით არის დაკავშირებული:

1. ძალიან ხანმოკლე ან ძალიან ხანგრძლივი ურთიერთობები. კარმულად დაკავშირებული ადამიანები ერთანეთს შეიძლება რამდეიმე დღით ან რამდენიმე საათითაც შეხვდენ ერთმანეთს. საქმე იმაშია, რომ ურთიერთობები ზუსტად იმ მომენტში სრულდება, როდესაც ჩვენ სამყაროსგან საჭირო იმპულსს ან მნიშვნელოვან გაკვეთილს ვიღებთ.

ურთიერთობის გაწყვეტა არ გამოვა რადგან რაღაც მუდმივად აკავშირებს ამ ადამიანებს. გინდა, რომ მუდმივად აპატიო საყვარელ ადამიანს ან მეგობარს, ამიტომ ურთიერთობები შეიძლება ძალიან ტოქსიკური და დამღლელი იყოს, თუმცა მაინც გრძელდება ურთიერთობა. მისგან თავის დაღწევა გსურთ მაგრამ არ გამოგდით… ამ დროს უნდა დაფიქრდეთ, რისი თქმა სურს სამყაროს თქვენთვის, რა უნდა ისწავლოთ ამ მოვლენიდან?!

2. ადამიანის მონათესავი სული გგონიათ ან პირიქით, ძალიან განსხვავებულები ხართ. კარმული ურთიერთობების შემთხვევაში ოქროს შუალედი არ არსებობს. ეს ან ძალიან ახლო და ნათელი ადამიანია, ან ყველაზე განსხვავებული. მონათესავე სულები – ადამიანებს შორის სრული ჰარმონია და უერთერთგაგება გაცნობის პირველ წამებშივე ჩნდება.

ბევრ ადამიანთან იმიტომ არ გვსურს ურთიერთობა, რომ ძალიან განსხვავებულები ვართ. თუ მათთან დაშორება არ გამოგდით, ეს ნიშნავს, რომ კარმული ვალების გადახდის დროა.

3. შეგრძნება, თითქოს ამ ადამიანს მთელი ცხოვრებაა იცნობთ. ზოგჯერ ადამიანს ეცნობით და ერთმანეთის შესანიშნავად გესმით. ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს ერთმანეთს დიდი ხანია იცნობთ. ეს იმაზე მიგანიშნებთ, რომ თქვენი შეხვედრა, ბედის მიერ წინასწარ იყო დაწერილი. ასეთ მომენტებში ინტუიცია გკარნახობთ, რომ ეს ადამიანი არ უნდა გაუშვათ. თუმცა ამ დროს ორი სცენარია მოსალოდნელი – ის თქვენს ცხოვრებაში რაღაცას შეცვლის და მაშინვე წავა ან თქვენთან დიდი ხნის მანძილზე დარჩება. ასეთ შემთვევაში არსებობს იმის ალბათობა, რომ თქვენ წინა ცხოვრებაშიც იცნობდით ერთმანეთს და თქვენი ურთიერთობა ახალ დონეზე გადავიდა.

4. მძაფრი ემოციები. ეს შეიძლება ძალიან ახლო და მჭიდრო მეგობრობა იყოს ან ძალიან ემოციური და ძლიერი სიყვარული. კარმული ურთიერთობების გაჯერებულობა ზოგჯერ გასაოცარია, ამიტომ ასეთი ურთიერთობის რომელიმე სხვა ტიპის ურთიერთობაში შეშლა ძალიან რთულია. დამატებით ემოციურობას ის ფაქტიც სძენს, რომ ადამიანთან შეხვედრა სწორედ იმ მომენტში ხდება, როდესაც აუცილებელია და თავს ძალიან მარტოსულად გრძნობთ.