Connect with us

ჰოროსკოპი

კარმული კავშირი ურთიერთობაში: ციფრული მეთოდი მის გამოსავლენად

ადამიანს ცხოვრების გზაზე მუდმივად ხვდება ახალი ხალხი: მეგობრები, თანამშრომლები, შეყვარებულები. ზოგიერთი ნაცნობობა გავლენას საერთოდ არ ახდენს, ზოგიერთი შეხვედრა შემთხვევითი არაა. ის, რაც ერთი შეხედვით ნათელ და ორმხრივ სიყვარულის გრძნობად ჩანს, სინამდვილეში კარმული კავშირი შეიძლება აღმოჩნდეს.

ერთი ნახვით სიყვარული თუ სიყვარული წინა ცხოვრებიდან?

ზოგჯერ ადამიანები ერთმანეთს მაგნიტივით იზიდავენ. ისინი თვლიან, რომ ერთმანეთისთვის შექმნილი არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ წინა ცხოვრებაში ახლო ურთიერთობაში იყვნენ. შესაძლოა, მათ შორის დაუსრულებელი საქმე, გადაუჭრელი პრობლემა, უკმაყოფილება ან უთქმელი ამბავი დარჩა. ბევრი ასეთ შეხვედრას „ერთი ნახვით სიყვარულს“ უწოდებს და ამბობს, რომ თავადაც ვერ ხვდება რამ გამოიწვია უცნობი ადამიანის მიმართ ასეთი ინტერესი.

ხშირად ასეთი ურთიერთობა ძლიერ ტანჯვას იწვევს, რაც ერთ–ერთი პარტნიორის საკუთარი თავის მიმართ ნაკლები სიყვარულით და დანაშაულის გრძნობით არის გამოწვეული. წყვილი მუდმივად ჩხუბობს. ერთ–ერთი პარტნიორი დომინირებს, მეორე მუდმივად მსხვერპლია.

როგორ დავადგინოთ პარტნიორების კარმული კავშირი?

იმის დასადგენად, კარმა სასიყვარულო ურთიერთობას აკავშირებს თუ არა, საკმარისია პარტნიორების სრული დაბადების თარიღი იცოდეთ. მაგალითად, ქალის დაბადების თარიღი – 10.11.1980, კაცის – 15.02.1978. ახლა თითოეული რიცხვი დააჯამეთ, გამოვიდა 54.

ამ ციფრების ჯამით შეგიძლიათ შედეგი ნახოთ. ამ შემთხვევაში – 9.

0 – ამბობს, რომ ასეთ ურთიერთობას მომავალი არ აქვს. სჯობს აქვე და სასწრაფოდ დაასრულოთ.

1 – ურთიერთობის საფუძველი, ძირითადად, ვნებაა. როგორც კი ვნება ჩაქრება, სასიყვარულო კავშირი გაწყდება.

2 – წინა ცხოვრებაში პარტნიორებს ძლიერი კავშირი ჰქონდათ, მაგრამ ახლა, სავარაუდოდ, კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ.

3 – ურთიერთობაში ქალი დომინირებს. ყველა მამაკაცს ამის მიღება არ შეუძლია, ამიტომ ხშირი კონფლიქტების ალბათობა მაღალია. კარმული კავშირი არაა.

4 – პარტნიორებს შეუძლიათ არ ინერვიულონ, მათი კავშირი ძლიერია, გრძნობა – გულწრფელი.

5 – ძლიერი სულიერი გატაცება, რომელიც გრძელვადიან ნაყოფიერ ურთიერთობამდე მიგიყვანთ.

6 – წინა ცხოვრებაში ახლობლები იყვნენ, მაგრამ ერთ–ერთი პარტნიორი ტრაგიკულად დაიღუპა. ამ ცხოვრებაში მათ ურთიერთობა კარგს არაფერს მოუტანს.

7 – ამ წყვილიდან ძლიერი ოჯახი გამოვა.

8 – პარტნიორები წინა ცხოვრებაში ერთმანეთს ხვდებოდნენ და მომავალში კიდევ არაერთხელ შეხვდებიან.

9 – კარმული კავშირი არაა. ურთიერთობის ხანგრძლივობა და გამძლეობა მხოლოდ პარტნიორების ორმხრივ სურვილზეა დამოკიდებული.

კარმული კავშირის გასაწყვეტად დამანგრეველი ურთიერთობა უნდა გაანალიზოთ. ზოგჯერ ამას ერთი თვე ან რამდენიმე წელი სჭირდება. საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ – პარტნიორს აპატიეთ, მადლობა გადაუხადეთ და გაუშვით. მხოლოდ ასე შეძლებთ კარმული კვანძების დაშლას და ახალი ცხოვრების დაწყებას.