Connect with us

ჰოროსკოპი

ყველაზე მეტად რომელ ზოდიაქოს ნიშნებს ეხმარებათ წინაპრების ძალა

ჩვენ არსაიდან მოსული ორგანიზმები არ ვართ. ბედი როგორც არ უნდა განვითარდეს, ცხოვრებამ რა სიუპრიზიც არ უნდა მოგვიტანოს, უკან ჩვენი ოჯახის ისტორიაა. თუნდაც მშობლებს არ იცნობდეთ, წინაპრების ძალა თქვენში მაინც ცხოვრობს. წინაპრების ძალა გადმოგვცემს არა მხოლოდ გენებს, არამედ უნარებისა და განსაკუთრებული შესაძლებლობებისკენ მიდრეკილებას.

ვფიქრობთ, ეს კარმაა. ყველაფერი, რაც წინაპრებმა შეიმუშავეს, ამ დროში თქვენ გადმოგეცათ. ნახეთ, რა ბონუსი შეგხვდათ ასეთი კავშირებიდან.

წინაპრების ძალა

კონკრეტულ შემთხვევებზე საუბარი გაგვიჭირდება, რადგან ამისთვის ადამიანები წლები საკუთარ ფესვებს სწავლობენ, რომ გაიგონ, ვინ არიან და საიდან მოვიდნენ. ეზოთერიკოსების მიხედვით, არსებობს 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც წინაპრების ნიჭს იყენებენ, მაგრამ ამაზე წარმოდგენაც არ აქვთ.

კირჩხიბი

კირჩხიბმა წინაპრებისგან ძლიერი ინტუიცია მიიღო. მან კარგად იციან, თუ საით წავიდეს და როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები. ერთადერთი რამ მის წინსვლას აფერხებს შინაგანი თავდაუჯერებლობა და წაგების ბანალური შიშია.

აღსანიშნავია, რომ ასაკთან ერთად დაგროვებული გამოცდილების შედეგად შიში იკლებს და უფრო თავდაჯერებული ხდება. ასე კირჩხიბი შინაგან ჰარმონიას და კეთილდღეობას აღწევს. რაშიც ძლიერი ინტუიცია ეხმარება.

მორიელი

ამ ნიშანს ცუდი რეპუტაცია აქვს. ეს შესაძლოა სიმართლეც იყოც, რადგან მორიელი ჰგავს ბოთლს, სადაც ჯინი ცხოვრობს. რთულია გამოიცნოთ, თუ რას ფიქრობს ის, სამაგიეროდ თავად გამჭოლი თვალით გიყურებთ. თუმცა მორიელების წინაპრების ძალა სხვაა: ის მიწიერ ცხოვრებაში სხვებზე მარტივად მოგზაურობს.

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში არანაირი დაბრკოლება არაა, მაგრამ უნიკალური ზეშესაძლებლობით მორალური სიკვდილის შემდეგ აღდგომა შეუძლია. მას წარმატების მიღწევის შანსი ყოველთვის აქვს.

თხის რქა

წინაპრების ძალა ყველაზე მეტად თხის რქაში გვხვდება. აქ, ერთდროულად სამი ასპექტი გამოიყოფა: წინდახედულობა, რაციონალობა და ფული. წინდახედულობა სწორი მომენტის გათვლაში ეხმარება, ხოლო რაციონალობა ძალების სწორად განაწილებაში.

თხის რქა სხვებზე უფრო ხშირად აღწევს წარმატებას, რადგან წინაპრებისგან კიდევ ერთი ბონუსი მიიღო – ფულის კეთების უნარი. მას პლანეტაზე საუკეთესო ფინანსური ენერგია აქვს.

მერწყული

მერწყულის წინაპრების ძალა ჰგავს ინტუიციას, რომელსაც კირჩხიბი იყენებს, მაგრამ მას ცოტა სხვა სტრუქტურა აქვს. მერწყული გაუგებარი ძალით მომავლის განჭვრეტის უნარს ფლობს. ეს ძალიან რთული გრძნობა, რომელსაც თავადაც ვერ ხსნის, ხშირად ეხმარება.

ერთი შეხედვით ისე ჩანს, როგორც „ვიცი, სად და როდის დავეცემი, ამიტომ წინასწარ ჩალას აქ და აქ დავდებ“. ეს იმას ნიშნავს, რომ მერწყულს ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შეუძლია.

წინაპრების ძალა თითოეულ ადამიანს გადაეცემა, მაგრამ მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ამის გამოყენებას. ამასთან, თუ ადამიანი საკუთარ ფესვებს უარს იტყვის, წინაპრების ძალა შესუსტდება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.