Connect with us

ჯანმრთელობა

20 წუთიანი გასეირნება სიცოცხლეს 7 წუთით გაგიხანგრძლივებთ და დაბერების პროცესს შეამცირებს

თუ ფიზიკური ფორმის გაუმჯობესება, გამძლეობი მატება, გულის კუნთის გამაგრება, იმუნიტეტის გაძლიერება და სახსრების გამაგრება გსურთ, მაშინ ფეხით სეირნობა სათქვენო საქმე ყოფილა. რაც მთავარია, სიარული გახდომაშიც დაგეხმარებათ. დაიწყეთ მარტო ან მეგობრებთან ერთად სერნობა.

ხანგრძლივი სეირნობის სარგებელი

საარლანდის უნივერსიტეტის გერმანელმა მეცნიერებმა, კვლევა ჩაატარეს. კვლევაში 69 ადამიანი მონაწილეობდა. მოხალისეები ადრე სპორტით არ იყვნენ დაკავებულები და არც მავნე ჩვევები არ ჰქონდათ. 6 თვის მანძილზე ეს ადამიანები ფეხით, ყოველდღიურად 20 წუთის განმავლობაში სეირნობდნენ. შედეგად დადგინდა, რომ მონაწილეთა ორგანიზმში დაბერების პროცესი შენელდა. სირულის მეშვეობით არა მხოლოდ გაახალგაზრდავდებით არამედ სიცოცხლის ხანგრძლივობას 3-დან 7 წლამდე ვადით გაიხანგრძლივებთ.

მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ სპორტი – შესანიშნავი ანტიდეპრესანტია და მას დემენციის პროცესის შენელება შეუძლია.

მეცნიერების თქმით, ვარჯიშის დაწყება არასროს არის გვიან. თუ 50-60 წლის ხართ და ვარჯიშს მცირედი დატვირთვით დაიწყებთ, მაშინ ინფარქტით სიკვდილის რისკს 50%-ით შეამცირებთ. ვარჯიშის დაწყება 70 წლის ასაკშიც შეიძლება. ასეთ შემთხვევაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი 10%-ით შემცირდება.

დრეში 20 წუთით მაინც იარეთ ფეხი და თქვენი გული და სისხლძარღვები ჯანმრთელი იქნება. აჯობებს თუ მოწევასაც დაანებეთ თავს.