Connect with us

ჯანმრთელობა

17 შეცდომა რომელსაც სახლში ვარჯიშის დროს ვუშვებთ

კორონავირუსმა და კარანტინა ფიტნეს დარბაზების გარეშე დაგვტოვა და ამან ბევრი ადამიანი მიაჯაჭვა დივანს. თუმცა არსებობენ დიდი შემართების მქონე ადამიანებიც, რომლებმაც ტყუილად ჯდომაზე უარი თქვეს და გადაწყვიტეს კარანტინით ესარგებლათ და რამდენიმე ჭარბ კილოგრამს გამომშვიდობებოდნენ და სხეულიც უკეთეს ფორმაში მოეყვანათ. ეს ყველაფერი ნორმალურია, თუმცა სახლში ვარჯიშის დროს ჩვენ უამრავ შეცდომას ვუშვებთ… დღევანდელ სტატიაში 17 შეცდომას განვიხილავთ!

1. ენდობით ნებისმიერ მწვრთნელს რომელიც ინსტაგრამზე ვიდეოებსდებს

მართალია მწვრთნელს შეიძლება უამრავი გამომწერი ყავდეს, თვითონაც იდეალური სხეულით გამოირჩეოდეს მაგრამ, მისი მარკეტინგულად გამართული სოციალური სივრცე სულაც არ ნიშნავს, რომ მას, როგორც მწვრთნელს შესაბამისი მომზადება აქვს და მისი ვარჯიშები თქვენთვის სარგებლის მომტანი იქნება.

2. არ ინდობთ საკუთარ თავს

“თუ კუნთები არ გტკივათ ესეიგი – ცუდად ივარჯიშე!”- ეს მითია! სწორი ვარჯიშის შემდეგ კუნთებში ოდნავ ტკივილს უნდა გრძნობდეთ, მაგრამ თუ ვარჯიშის მეორე დღეს ტკივილისგან საწოლიდან ვეღად დგებით ეს კარგი ნამდვილად არ არის!

3. “თუ ვოფლიანობ – ესეიგი ვხდები”

ესეც მითია, სინამდვილეში ვარჯიშის დროს სწორი სუნთქვით ვკარგავთ ცხიმს. თბილად ჩაცმას, საკვები ცელოფნის შემოხვევას და სულის გაძრომამადე სირბილს ოფლის გამოსაგენად კი – ცხიმი არ გამოყავს!!!! ამ დროს უბრალოდ სითხეს კარგავთ, რომელსაც ძალიან მალე აღიდგენთ.

4. არ სვამთ საკმარის წყალს

წყლიანი ბოთლის სულ თან უნდა გქონდეთ, არ აქვს მნიშვნელობა ფიტნესს სავარჯიშოებს ასრულებთ, პილატესს თუ იოგას! აქ იგულისხმება ჩვეულებრივი სასმელი წყალი და არა წვენი, სპორტული სასმელი, ყავა ან რომელიმე სხვა ტიპის სითხე.

5. იციკლებით ერთსა და იმავე სავარჯიშოზე

ეს ეფექტური არ იქნება! აუცილოებლად უნდა დაამუშავოთ სხვადასხვა კუნთები, პლუს კუნთმა შემდეგ ვარჯიშამდე შესვენება და აღდგენაც უნდა მოასწროს, ამიტომ ეცადეთ სავარჯიშოების ისე გაანაწილოთ, რომ ერთი და იგივე კუნთი ყოველდღიურად არ დატვირთოთ.

6. თვლით, რომ კუნთის ტკივილი კარგია

თამასას ან კედელთან ჩაჯდომას იმდენ ხანს აკეთებთ სანამ კუნთების ტკივილისგან ძირს არ ვარდებით?! ნუ იფიქრებთ, რომ ეს კარგ ეფექტს მოგცემთ! დაიმახსოვრეთ: უნდა ივარჯიშოთ გაძლებამდე, ანუ იმდენი რამდენიც შეგიძლიათ და ოდნავ მეტი. აქ არ იგულისხმება, რომ შეუძლებელი უნდა შეძლოთ და გულის წასვლამდე მიხვიდეთ.

7. არასწროად აფასებთ თქვენს შესაძლებლობებს

უნდა შეარჩიოთ სავარჯიშოები რომელიც თქვენს ფიზიკურ მომზადებას შეეფერება – არც მეტი და რა თქმა უნდა არც – ნაკლები! ეცადეთ ყურადღება მიაქციოთ ტქვენს გულის ცემას ვარჯიშის დროს, ისა რც მიძინებული არ უნდა იყოს და ზედმეტად გახშირებული!

8. ცდილობთ ბოლომდე მიყვეთ მწვრთნელს

გაითვალისწინეთ, რომ მწვრთნელს თქვენზე გაცილებით უკეთესი ფიზიკური მომზადება აქვს. უნდა ეცადოთ, რომ მაქსიმალურად მიყვეთ მას, მაგრამ, თუ გრძნობთ რომ ეს თქვენს ძალებს აღემატება, დროულად შეაჩერეთ ტემპი და შეისვენეთ, ხვალ უკეთ გამოგივათ!

9. არ აქცევთ ყურადღებას სწორად ასრულებთ თუ არა სავარჯიშოს

სახლში მწვრთნელი ვერ მოგცემთ შენიშვნებს, ამიტომ სარკესთან ივარჯიშეთ ან ვიდეო გადაუღეთ თქვენს თავს და გარკვეული კორექტირება შეიტანეთ თქვენს მიერ დაშვებულ შეცდომებში.

10. არ ისვენებთ და არ უსმენთ საკუთარ სხეულს

რეკორდების დამყარებას ნუ ეცდებით! ვარჯიშებს შორის შესვენება აუცილებელია. დასვენებასაც მოაქვს სარგებელი თქვენი კუნთების მდგომარეობისთვის.

11. არ აკეთებთ მოთელვას ვარჯიშის დაწყებამდე

თუ ვარჯიშამდე მოთელვას არ გააკეთებთ, ამან შეიძლება დიდი ზიანი მოუტანოს თქვენს კუნთებს, ხრტილებს და მყესებს! ამიტომ აუცილებლად დაუთმეთ რამდენიმე წუთი მოთელვას!

12. ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებთ გაწელვებს

გაწელვების კეთებით თქვენს სხეულს ზედმეტ სტრესს თუ უმატებთ – ეს ცუდი იდეაა! გაწელვა უნდა მოხდეს ნელ-ნელა, მყესებისთვის ზედმეტი ძალდატანების გარეშე!

13. სათანადოდ არ აფასებთ გაწელვებს

ვარჯიშის შემდეგ გაწელვების გაკეთება აუცილებელია. თუ გაწელვებს სათანადო დროს დაუთმობთ, მეორე დღეს კუნთები ნაკლებად გეტკინებათ. გაწელვა დაგეხმარებათ უფრო ლამაზი კუნთები – უფრო სწრაფად ჩამოიყალიბოთ.

14. ვარჯიშს თავს დაღლამდე ანებებთ

მართალია სახლში ვარჯიში მოსაწყენია მაგრამ, ეცადეთ თავს ძლიოთ და დღიური ვარჯიში ბოლომდე მიიყვანოთ.

15. ვარჯიშის დროს ყურადღება ტელევიზორზე ან შინაურ ცხოველზე გაქვთ მიმართული

ვარჯიშის ეფექტურობა ასეთ დროს მცირდება. ეცადეთ ყურადღებით შეასრულოთ სავარჯიშო, სიზუსტით გაიმეოროთ ის, ეს დაზიანებებისგანაც დაგიცავთ და სასურველ შედეგსაც უფრო სწრაფად მიაღწევთ!

16. გავიწყდებათ თქვენი ორგანიზმის განსაკუთრებულობები

ორსულად ხართ? ჭარბი წონა გაწუხებთ? წელის პრობლემები გაქვთ?

გახსოვდეთ ყველა ფაქტორი და მხოლოდ მათი გათვალისწინებით შეარჩიეთ შესასრულებელი ვარჯიშები!

17. სასწორის მიერ ნაჩვენებ ციფრებზე ჩაციკვლა

ნუ ჩაიციკლებით სასწორზე, შეიძლება თქვენი გარშემოწერილობა რამდენიმე სანტიმეტრით შემცირდეს მაგრამ სასწორმა ისევ ის წონა აჩვენოს, ამიტომ არ ღირს ამის გამო ხასიათის გაფუჭება!