Connect with us

მოგზაურობა

17 პოპულარული კურორტი, სადაც ზაფხულში სჯობს არ წახვიდეთ

ზაფხული მოგზაურობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დროა, თუმცა ყველა მოგზაური დასასვენებელ ადგილს გონივრულად არ ირჩევს. მათ, ვინც თბილ საღამოებს და სუფთა ჰაერზე თავგადასავლებს ელოდებიან, შეიძლება იფიქრონ, რომ ზაფხულში პოპულარულ ადგილას დასვენება ძალიან მაგარი იქნება.

თუმცა მსოფლიოს ზოგიერთ კუთხეში ზაფხულის თვეებში კლიმატი შეიძლება საშინელი იყოს. გარდა ამისა, ზოგიერთი ადგილი ტურისტებით იმდენად გადაჭედილია, რომ ტერიტორია ხმაურიანი და ბინძური ხდება. მიუხედავად ამისა, წლის სხვა დროს შესანიშნავი დასასვენებელი ადგილია, მაგრამ ზაფხულში არასდროს უნდა დაჯავშნოთ.

1. ბაჰამის კუნძულები

მიუხედავად იმისა, რომ ბაჰამის კუნძულები ულამაზესი ადგილია, რომ ზამთრის ცივ ამინდებს თავი დააღწიოთ, მაგრამ არა ზაფხულში. ტენიანობა ექსტრემალურ ნიშნულს აღწევს, ხოლო ნალექი უფრო მეტია, ვიდრე წლის ნებისმიერ სხვა დროს.

მიუხედავად იმისა, ფულს ძვირადღირებულ კურორტზე დახარჯვათ, თუ ადგილობრივ მაცხოვრებელთან უცნაურ სასტუმროში დარჩებით, მაინც დროის გატარება ქუჩაში მოგინდებათ. კოღოებთან ერთი სიტუაციაც შეიძლება საკმარისი იყოს, რომ აუზზე დასვენება გაგიფუჭოთ. გარდა ამისა, ზაფხულის ბოლოს კარიბის კუნძულებზე ხშირად ქარიშხლებია მოსალოდნელი.

2. ბოგოტა, კოლუმბია

ტურისტებს ბოგოტაში გასტრონომიული მრავალფეროვნება, ხელოვნების დაწესებულებები და ღონისძიებები, ასევე პოზიტიური კულტურა იზიდავთ. აქ, უამრავი ბედნიერი ტურისტი დადის, მაგრამ კიდევ უფრო ბედნიერი გახდებით, თუ მის მოსანახულებლად წლის სხვა დროს აირჩევთ. კლუბები, რესტორნები და გასართობი პარკები გადავსებულია, ასე რომ ბრბოში გარევა და რიგის ლოდინი მოგიწევთ.

3. კანკუნი, მექსიკა

ადგილი, რომლის ზაფხულში მონახულება არ ღირს. უკვე გაზაფხულის ბოლოს ვაშლს ვერსად ჩააგდებთ, ხოლო ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად ბრბო არ თხელდება. მათ, ვისაც ღამის ცხოვრება უყვარს, თავს კარგად იგრძნობს, ხოლო ყველა დანარჩენი კლაუსტროფობიით დაიტანჯება. წყლის ტემპერატურა აგვისტოში ყველაზე მაღალია, ამიტომ ოკეანე ზაფხულის სიცხეში ვერ გაგაგრილებთ.

4. დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები

დუბაი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ზაფხულის თვეებში საკმაოდ ცხელა. ტემპერატურა 37 გრადუსზე მეტია, ამინდი საკმაოდ მკაცრი შეიძლება იყოს, რომ თქვენი მოგზაურობა ჩაშალოს. თუ დასვენების ერთი კონდიციონერიდან მეორეზე რბოლაში გატარება არ გსურთ, შვებულება ზაფხულის ბოლომდე გადადეთ.

5. ფრანგული რივიერა

საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროზე მაღალი კლასის კურორტი ევროპელებისთვის ნამდვილი მხსნელი იყო. თუმცა, თუ ამაზრზენი ტურისტების გარეშე ამ სილამაზით დატკბობა გსურთ, უფრო ნაკლებად პოპულარული სეზონი აირჩიეთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, ზაფხულში აქ მთელი ევროპა გადმოვიდა. კურორტული ფასები საკმარისი იქნება, თუ ყველა მომხიბვლელობა გადაფაროს.

6. გრანდ კანიონი, არიზონი

თუ გრან კანიონზე გამგზავრებას აპირებთ, სავარაუდოდ, ლაშქრობა ან სხვა ექსკურსია გაქვთ დაგეგმილი. ზოგჯერ ადამიანები ამბობენ, რომ ხედი უბრალოდ წარმოუდგენელია, მაგრამ ზაფხულის ცხელ ამინდში დიდი ხნით სიარულის შემდეგ შეიძლება უბრალოდ ჰალუცინაცია გქონდეთ. ტემპერატურა 40-ზე მეტ გრადუსს აღწევს – ეს ის დრო არაა, როცა უდაბნოს მონახულება ღირს.

7. ინდოეთი

ინდოეთში ზაფხულში ძალიან არ ცხელა, მაგრამ მუსონების სეზონი იწყება. მუსონების სეზონი სექტემბრამდე გრძელდება. სჯობს მოიცადოთ, სანამ სტიქიური უბედურების საფრთხე გაქრება.

8. მაროკო

მაროკოში ბევრი ქალაქი და ბუნებრივი პეიზაჟი დაგხვდებათ, მაგრამ აქ ზაფხულში არ წახვიდეთ. ამინდი მწველია, სიცხე პირდაპირ ქუჩაში დუღს. ტემპერატურის შემცირებას დაელოდეთ, შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში გაემგზავრეთ.

9. ნიუ-იორკი

ნიუ-იორკი ყოველთვის ხალხით სავსეა, განსაკუთრებით ზაფხულში. თაიმს სკვერი მიტოვებული გიჟების სახლს ჰგავს. მანჰეტენი ხალხით სავსეა. ბავშვები მეტროში დიდი ჯგუფებით დადიან. ღია სივრცეზე ყველა რესტორანი დაკავებული იქნება. მეტროში ტენიანობა მაღალი, ხოლო კონდიციონერი საკმარისი არ იქნება. რა შეიძლება იყოს უარესი? მეტროს პლატფორმა კონდიციონერის გარეშე.

10. პარიზი

შეიძლება რომანტიკულ ადგილად ჟღერდეს, მაგრამ ზაფხულში პარიზი ყველაზე გონივრული გეგმა არაა. ზაფხულის თვეებში პარიზი ტურისტებით გავსებულია. მუზეუმებში რიგები ძალიან გრძელია, ხოლო სასტუმროს ფასები წარმოუდგენლად იზრდება. ფრენების პოვნა ძალიან რთულია.

11. რომი

რამდენიმე მიზეზი არსებობს, რომ ზაფხულში ამ პოპულარულ ადგილს თავი აარიდოთ. პირველ რიგში, ამინდი წლის ყველაზე ცხელ თვეში აქ წარმოუდგენლად ცხელა. თქვენ მზისგან გადახურებულ ქუჩებში სიარული მოგიწევთ და გადახურებისგან დაიტანჯებით. გარდა ამისა, ბევრი იტალიელი ზაფხულში ქალაქს ტოვებს, რომ სიცხეს თავი დააღწიოს. შედეგად, ბევრი ადგილობრივი მაღაზია დაკეტილი იქნება.

12. სევილია, ესპანეთი

ანდალუსის დედაქალაქი შთამბეჭდავი არქიტექტურით შესანიშნავი კულტურული მიმართულებაა. მაგრამ თუ ესპანეთის ქუჩებში სიარული თქვენი პრეროგატივაა, ზაფხულში ცხელ ამინდს ვერ შეეწინააღმდეგებით. აქ ტემპერატურა 40-ზე მეტ გრადუსს აღწევს.

13. სამხრეთ აფრიკა

თუ ზაფხულის სიცხისგან თავიდან დაღწევა გსურთ, სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრეთ. სამხრეთ ნახევარსფეროში, ახლა სწორედ ზამთარია. აგვისტოში, კეიპტაუნში ტემპერატურა 2-10 გრადუსს აღწევს, რამაც შეიძლება სანაპიროზე დასვენება გააფუჭოს.

14. სამხრეთ ფლორიდა

მაიამიში, ფორტ ლოდერდეილსა და დერლეი ბიჩზე მსოფლიოში საუკეთესო სანაპიროებია. თუმცა ზაფხული მათი მონახულების დრო არაა. შეიძლება იფიქროთ, რომ თბილი ამინდი გასარუჯად კარგი იქნება, მაგრამ სიცხეს სათანადოდ ვერ აფასებთ. სამხრეთ ფლორიდაში ტემპერატურა 40 გრადუსზე მეტია, ხოლო ტენიანობის დონე 100%-ს უტოლდება.

შედეგად მკვრივი, წებოვანი ჰაერი იქმნება, რომელიც ისეთი ცხელი იქნება, რომ სუნთქვაც გაგიჭირდებათ. სანაპიროზე წყალიც კი სიმსუბუქეს ვერ მოგიტანთ, რადგან ხშირად ძალიან თბილია. ტურისტებს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოთ, მაგრამ ფლორიდელების უმეტესობა ზაფხულში ქუჩაში გამოსვლას გაურბიან და სახლში ყოფნას უპირატესობას ანიჭებენ.

15. ტაილანდი

ტაილანდში ამინდი არაპროგნოზირებადია. ამ ქვეყანაში გურმანებისა და ისტორიის მოყვარულებისთვის ბევრი საინტერესო რამ არსებობს, მაგრამ უმეტესობა მათგანი ღია ცის ქვეშ იმართება. თუ ზაფხულში ესტუმრებით, აღმოაჩენთ, რომ ამინდი მთელი დღის განმავლობაში წარმოუდგენლად იცვლება.

16. ვენის-ბიჩი, კალიფორნია

ვენის-ბიჩი ცნობილია, როგორც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი სანაპირო. ზაფხულში სანაპიროზე ადგილის პოვნა გაგიჭირდებათ, რომელიც დიდი ოჯახების მიერ დაპყრობილი და ნაგვით სავსე არაა. სჯობს ადრეულ შემოდგომაზე ან გვიან გაზაფხულზე ესტუმროთ.

17. უოლტ დისნეის სამყარო, ფლორიდა

დედამიწაზე ყველაზე ჯადოსნური ადგილი ზაფხულში ნაკლებად ჯადოსნური ხდება. ზაფხულის არდადეგები სტუდენტებისთვის იმას ნიშნავს, რომ ოჯახები ფურგონებში სხდებიან და ორლანდოსკენ მიდიან, რომ ძველი მეგობარი, მიკი მაუსი მოინახულონ. გარდა ამისა, დისნეის სამყაროს ფლორიდას ჭაობზე გაშენდა. აქ არა მხოლოდ ცხელა, არამედ ტენიანობაც მაღალია. ყოველდღე წვიმას ელოდეთ.

დისნეის სამყაროში ზაფხულში მოგზაურობა დამწყები მოგზაურისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იქნება. ფლორიდას სხვა კუთხე მოინახულეთ.

ზაფხულში ეს ადგილები ნანახი გაქვთ? ჩვენს ნათქვამს ეთანხმებით?