Connect with us

საკითხავი

108 წლის ქალი დღემდე იოგით და ღვინის სმით არის დაკავებული

ბრიტანელი ეილინ ეში 108 წლისაა და მისი ცხოვრების განმავლობაში ქვეყანაში 23 პრემიერი და 4 მონარქი შეიცვალა.

ენა ვერ მოგიბრუნდებათ, რომ ეილინ ეშის მოხუცი დაუძახოთ. ის ხშირად იცინის და ღია ყვითელი ფერის მინი კუპერს ატარებს. მანქანა ეილინმა 90 წლის ასაკში შეიძინა. ოდესღაც ინგლისის გუნდში კრიკეტს თამაშობდა და აი, უკვე 30 წელია იოგით არის დაკავებული. ინტერვიუში ეილინი ამბობს, რომ იოგა არა მხოლოდ სხეულს, არამედ ტვინს აძლიერებს.

კრიკეტის თამაშის გარდა, ეში 18 წლიდან სამოქალაქო სამსახურში მუშაობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს მი-6-ს ხელმძღვანელობდა და ორგანიზაციაში მუშაობა კიდევ 11 წელი გააგრძელა.

რა თქმა უნდა, საკუთარი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოდ ჯანსაღ კვებასაც მიიჩნევს, მაგრამ ამის გარდა კიდევ ერთ რეკომენდაციას იძლევა… ყოველდღიურად რამდენიმე ჭიქა წითელი ღვინო.

„ჩემი კუნთები ჯერ ავად არ არიან. შესაძლოა ეს მაშინ მოხდეს, როცა დავბერდები. მინდა ვიცოდე, ეს როდის მოხდება!“ – იცინის წარმოუდგენელი ქალბატონი.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.