Connect with us

საკითხავი

10 ყველაზე უჩვეულო ხილი მსოფლიოში, რომელიც შანსის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გასინჯოთ

ეგზოტიკური ქვეყნები თავისი კურორტებით, გემრიელი სამზარეულოთი და წვნიანი ხილებით აჭრელებულია. თითოეულმა, ვინც ამ ფერად ქვეყნებში მოგზაურობას აპირებს, ეს ეგზოტიკური ხილი აუცილებლად უნდა გასინჯონ.

ნამდვილი ეგზოტიკური ხილი ხშირად უამრავი ადამიანის თვალისგან დამალულია. საქმე იმაშია, რომ ტროპიკული ხილების უმეტესობა მხოლოდ იმ ტერიტორიაზეა გავრცელებული, სადაც იზრდება. სწორედ ამიტომ, სუპერმარკეტის დახლებზე მათ იშვიათად თუ ნახავთ. მათი გემო და გარეგნული მხარე უნიკალურია. ტოპ 10 ყველაზე იშვიათი ხილი უფრო დეტალურად დაათვალიერეთ.

1. გუავა

ტროპიკული ხილი გუავა აყვავებულ ბუჩქზე იზრდება და 3-4 მეტრს აღწევს. ამ ხილს მრგვალი ან მსხლის ფორმა, მწვანე, ლაიმას მსგავსი ქერქი აქვს. გაჭრილ ნაყოფში დაინახავთ, რომ შიგნით ჟოლოსნაირი რბილობი ყვითელი თესლით აქვს. ნაყოფს მოტკბო-მომჟავო გემო აქვს სასიამოვნო ლიმნის სუნით.

გუავა ტროპიკულ განედში იზრდება. მისი სამშობლოა სამხრეთ ამერიკა, მექსიკა, ინდოეთი, აფრიკა და სამხრეთ აზია. ხილს წვენების, ალკოჰოლური სასმელების, ჟელეს, დესერტის და მურაბების მოსამზადებლად ფართოდ იყენებენ.

2. კაქტუსის ხილი

ბუნებაში ყვავილოვანი, ველური კაქტუსი არსებობს, რომელიც, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ნაყოფს იძლევა. ერთ-ერთი ასეთი კაქტუსია ოპუნცია, რომელიც ყვავილობს და ნაყოფს იძლევა. მსგავსი სახეობა სიმაღლეში 2-4 მეტრს აღწევს.

ოპუნცია მექსიკის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში ფართოდ გავრცელებულია. გარეგნულად, კაქტუსის ბუჩქი შეიძლეება ხის ზომაზე გაიზარდოს. ნარინჯისფერ მოწითალო ყვავილებით ყვავის. ოვალური ღეროს ბოლოში წითელი, ან პატარა მოყვითალო-მომწვანი წამონაზარდი იზრდება, რომელიც ნაყოფს წარმოადგენს.

გამოყენების წინ ნაყოფს ქერქს აშორებენ და სქელ რბილობს ჭამენ. კაქტუსის ხილის გემო საზამთროს და საღეჭი რეზინის კომბინაციას ჰგავს. ნაყოფს ტეკილაში, წვენებში, ჟელესა და საკონდიტრო ტკბილ ნაწარმში ფართოდ იყენებენ.

3. ნოინა

უჩვეულო ფორმის ხილი თავისი გარეგნობით უზარმაზარ სვიას ჰგავს. ნაყოფი გავრცელებულია ისეთ ეგზოტიკურ ქვეყნებში, როგორიცაა აფრიკა, ინდოეთი, სამხრეთ ამერიკა, ჩინეთი და ინდონეზია.

გარეგნულად, ნოინას ნაყოფს ამობურცული ზედაპირი და მწვანე ქერქი აქვს. ხილის გახსნისას დაინახავთ თეთრ, რბილ კონსისტენციას ძალიან ბევრი თესლით. ზოგჯერ ხილს არა მხოლოდ მწვანე შეფერილობა აქვს. გვხვდება უფრო მუქი მწვანე ან მოყვითალო-ყავისფერი შეფერილობის ნაყოფი. მისი გემო ნაზ კრემს ან დესერტის ნაყინს ჰგავს. ნოინას ასევე შაქრის ვაშლსაც უწოდებენ.

4. ბაილის ნაყოფი

ეგზოტიკური ხილი ხეზე იზრდება, რომელიც სიმაღლეში 13-15 მეტრს აღწევს. ტერიტორიულად ისეთ ქვეყნებში იზრდება, როგორიცაა ინდოეთი, ინდონეზია, პაკისტანი, ინდოჩინეთი, შრი-ლანკა და მალაიზია.

ხის ნაყოფს მომრგვალებული ფორმა აქვს და 5-23 სმ დიამეტრს აღწევს. გარეგნულად მოყავისფერო-მომწვანო ან მოყავისფერო-მოყვითალო ქერქით არის დაფარული. გაჭრილი ხილი პომიდორს ან გოგრას ჰგავს, გულში ბევრი თესლი აქვს.

ნაყოფის რბილობი ღია მოყვითალო ან ღია ნარინჯისფერია. გემოთი ვაშლს, მანგოს და ატამს ჰგავს. ნაყოფი მედიცინასა და პარფიუმერიაში ფართოდ გამოიყენება, ასევე მისგან მატუმის ჩაის ამზადებენ.

5. პალმირა

პალმირას ნაყოფი უზარმაზარ პალმის ხეზე იზრდება, რომელიც 30 მეტრამდე იზრდება. ხილის სამშობლო ინდოეთი და შრი-ლანკაა, ასევე იზრდება მალაიზიის და აზიის აღმოსავლეთ ნაწილში. ხილი სიგრძეში 5-10 სმ-ს აღწევს და მრგვალი ან ოვალური ფორმა აქვს.

ნაყოფს ღია ყავისფერი ან მუქი ყავისფერი ქერქი აქვს. შიგნით თეთრი, ბოჭკოვანი რბილობი ნაზი, დიდი თესლებით აქვს. პალმირას გარეგნულად დიდ ტყის კაკალს ადარებენ. გემოთი ქოქოსიან, ტკბილ კრემს მოგაგონებთ. პალმირასგან სასმელებს, მურაბებს, დესერტებს და ჯემებს ამზადებენ,

6. მარულა

აფრიკული ხილი მარადმწვანე ხეზე იზრდება, რომელიც სიმაღლეში 10 მეტრს აღწევს. წვნიანი ნაყოფის სამშობლო დასავლეთ და სამხრეთ აფრიკა არის. მარულა წყვილად ან მტევნებად იზრდება და ერთ ტოტზე შეიძლება 2-4 ნაყოფი იყოს. ზრდის დროს ხილს მწვანე შეფერილობა აქვს, ხოლო დამწიფებისას ყვითელი ხდება.

ქერქის შიგნით თეთრი-გამჭირვალე, წვნიანი რბილობი აქვს გულში მსხვილი თესლით. გემოთი ბანანის და ატმის კომბინაციას მოგაგონებთ. მარულას ბაზარზე ან სუპერმარკეტის დახლზე ნახვა დიდი იშვიათობაა, რადგან ხილი დამწიფების შემდეგ ძალიან მალე ლპება. ამის გამო ეგზოტიკური ხილი დიდ იშვიათობას წარმოადგენს, გაყიდვაში პრაქტიკულად არ არსებობს.

7. უჩვეულო უნაბი

5 მეტრი სიმაღლის პატარა ბუჩქი უჩვეულო ნაყოფს იძლევა, რომელსაც უნაბს, ასევე ჩინურ ფინიკს და ზიზიფუსს უწოდებენ.

გარეგნულად მრგვალი ან ოვალური ფორმა აქვს და 5-8 სმ-ს აღწევს. დამწიფების პერიოდში ღია მოყვითალო შეფერილობა და უკვე დამწიფებულს კი მოწითალო-ყავისფერი შეფერილობა აქვს. წვნიანი ნაყოფის ტკბილი გემო ფინიკს მოგაგონებთ. ის აზიის, ევროპის, ავსტრალიის, იაპონიის და კავკასიის ტერიტორიაზე იზრდება.

8. მამეია

მამეია, იგივე ამერიკული გარგარი ცენტრალური ამერიკის, ჩრდილოეთ ბრაზილიის და აშშ-ს ტერიტორიაზე იზრდება. გარეგნულად ხილს ოვალური ფორმა აქვს და სიგრძეში 5-15 სმ-ს აღწევს.

თავად ნაყოფი ღია ყავისფერი ოდნავ უხეში ქერქით არის დაფარული. გაჭრისას ნარინჯისფერ რბილობს და დიდ თესლებს დაინახავთ. გემოთი პაპაიას ჰგავს. მამეისგან მარმელადს, წვენს, ჟელეს, ღვინოს ამზადებენ, ასევე დესერტებს და ტორტებს უმატებენ.

9. ლონგანი

ლონგანი აზიის ქვეყნების ტერიტორიაზე იზრდება, როგორიცაა ინდონეზია, ჩინეთი, ვიეტნამი და ტაილანდი. ხილი მარადმწვანე ხეზე იზრდება, რომელიც სიმაღლეში საშუალოდ 10 მეტრს აღწევს. მისი ნაყოფი ტოტებზე მცირე ზომის მტევნებად იზრდება. გარეგნულად მომრგვალო ფორმა და ყავისფერი უხეში ქერქი აქვს.

ნაყოფის შიგნით თეთრი-გამჭირვალე, ჟელეს მსგავსი კონსისტენცია მდებარეობს. ნაყოფის ქერქის და კურკის გამოყენება არ შეიძლება – ტოქსიკური და საჭმელად უვარგისია. გემოთი ყურძნის ჟელეს ჰგავს და თავისებური გემო აქვს.

10. სანტოლი

აზიური ხილი მარადმწვანე, ნაყოფიან ხეზე იზრდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ტაილანდი, ვიეტნამი და კამბოჯა. ასევე ხილი გავრცელებულია ინდოეთის, ფილიპინების და ინდონეზიის ტერიტორიაზე. გარეგნულად მრგვალი ფორმა აქვს და მისი დიამეტრი 4-8 სმ-ს აღწევს.

ქერქს ღია ნარინჯისფერი ან ყვითელი შეფერილობა აქვს. გარეგნულად პატარა გოგრას ჰგავს. შიგნით ნაზი თეთრი ნაჭრები აქვს, შიგნით სახიფათო კურკით. საქმე იმაშია, რომ კურკები ტოქსიკურია და შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობა გამოიწვიოს. ხილისგან ალკოჰოლს, ჟელეს, ჯემს, მარმელადს, წვენს ამზადებენ და დესერტში იყენებენ.

Advertisement
ჯანმრთელობა3 hours ago

აღმოსავლეთის მედიცინის საიდუმლოებები: ნაკრები ორგანიზმის სრულად გასაწმენდად და გასაახალგაზრდავებლად

ჯანმრთელობა3 hours ago

აშკარა ნიშნები, რომ ორგანიზმს პარაზიტები წამლავენ

ჯანმრთელობა3 hours ago

აი როგორ უნდა გამოვიყენოთ კარდამონი და ჯანმრთელობის 10 პრობლემისგან გავთავისუფლდეთ

ჯანმრთელობა22 hours ago

წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ნიკაპზე თმა ამის გამო მეზრდებოდა

ვიდეო22 hours ago

საუკეთესო ნატურალური საშუალება თმის გასაძლიერებლად და ზრდის დასაჩქარებლად

ჯანმრთელობა22 hours ago

გაიგეთ ართრიტის 5 ნაადრევი სიმპტომის შესახებ და სახსრების დეფორმაციის თავიდან აცილებას შეძლებთ

ჯანმრთელობა3 days ago

7 პროდუქტი რომელიც ნიკოტინის გამოდევნას აჩქარებს

ჯანმრთელობა3 days ago

“მუმიე: “ღმერთების ნექტარი” ჰიმალაის მთებიდან

სახლი და დიზაინი3 days ago

სამზარეულოს რადიკალურად შეცვლა მხოლოდ ფარდების დახმარებით

ვიდეო3 days ago

გოგრის და თაფლის სასმელი სახსრების ტკივილის გასაქრობად და ძვლების გასაძლიერებლად

ჯანმრთელობა2 weeks ago

ონკოლოგი ვარ და აი, 5 რამ, რასაც დაუყონებლივ გავაკეთებდი სიმსივნე რომ აღმომიჩინონ

სხვა4 weeks ago

კარი 1000 წელიწადში ერთხელ იღება: წინ ყველა ქალბატონისთვის უნიკალური დღე გველის

ჯანმრთელობა4 weeks ago

ბიბლიიდან აღებული რეცეპტი, რომელიც ყველა დაავადებას კურნავს

ჯანმრთელობა2 weeks ago

გაზები კუჭსა და ნაწლავებში: მიზეზები, სიმპტომები, რისკები და რჩევები მათ გასაქრობად და თავიდან ასაცილებლად

ვიდეო2 weeks ago

აი, რა მოხდება ორგანიზმში, თუ ცხელი ლიმონის წვენის დალევას დაიწყებთ

საკითხავი4 weeks ago

ჩრჩილი რომ არ გაჩნდეს და ტანსაცმელს ყოველთვის კარგი სუნი ჰქონდეს – რამდენიმე ხრიკი

ჯანმრთელობა4 days ago

მენოპაუზა: რა უნდა იცოდეს ნებისმიერმა ქალმა

ჰოროსკოპი2 weeks ago

ზეციური ნიშნები: რას ნიშნავს თანდაყოლილი ლაქები კაცებსა და ქალებში?

ჯანმრთელობა3 weeks ago

ადამიანების 90%-ს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ მათ ავიტამინოზი აქვთ! აი, 10 მთავარი ნიშანი

ჯანმრთელობა3 weeks ago

ტვინი გამოკვებეთ: 7 საუკეთესო პროდუქტი ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად

ტრენდული