Connect with us

ჯანმრთელობა

ყავის ნაცვლად: 10 პროდუქტი, რომლებიც დილით ენერგიით დაგმუხტავთ

ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, რომ კოფეინის შემცველი პროდუქტები რაციონიდან ამოიღოთ. თუ გადაწყვიტეთ ყავის მოხმარებაც შეზღუდოთ, მაგრამ არ იცით დილით ენერგია საიდან მიიღოთ, ყურადღება ამ პროდუქტებს მიაქციეთ. ისინი გაღვიძებაში დაგეხმარებათ და დიდი ხნით ენერგიით დაგმუხტავენ.

კინოა

ეს მარცვლეული სუპერ პროდუქტის სახელს ნამდვილად იმსახურებს. კინოა სასარგებლო საკვები ბოჭკოების, მცენარეული ცილის, ფოლატის, რკინის, კალციუმის, მაგნიუმის და რთული ნახშირწყლების ჯანსაღი წყაროა, მაგრამ ამასთან სისხლში შაქრის სწრაფ ზრდას არ იწვევს.

თაფლი

დილით ძალიან ტკბილი პროდუქტით გაღვიძება არ სცადოთ. მათ მიერ მონიჭებულ მხნეობას ხანმოკლე ეფექტი აქვს. სჯობს ყურადღება ნატურალურ თაფლს მიაქციოთ. ამ პროდუქტს დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს. დაგეხმარებათ ტკბილეულისკენ თქვენი ლტოლვა დააკმაყოფილოს. სისხლში გლუკოზის დონეზე გავლენას არ ახდენს.

ისპანახი

ფურცლოვანი ბოსტნეული, კერძოდ, ისპანახი მდიდარია რკინით, რომელზეც დამოკიდებულია ორგანოებსა და ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდება. გარდა ამისა, ამ პროდუქტის შემადგენლობაში შედის სხვა „მასტიმულირებელი“ ენერგიები – უჯრედისი, მაგნიუმი და ფოლიუმის მჟავა.

ნუში

თუ შუადღის ძილიანობასთან გამკლავება გიჭირთ, საუზმეზე ნუშის მიღება უბრალოდ გამოწერილი უნდა გქონდეთ. ნუში სასარგებლო მონოუჯერი ცხიმებით და B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარია. ის უძილო ღამის შემდეგ ძალების სწრაფად აღდგენაში დაგეხმარებათ. თუ ცოტა კაკლით წაიხემსებთ, ენერგიას ყოველგვარი ყავის გარეშე საღამომდე შეინარჩუნებთ.

ორაგული

წითელი თევზი შეიცავს მთელ რიგ ნივთიერებებს, რომლებიც საჭმლის მონელების პროცესში ენერგიას აწარმოებენ. ესაა პროტეინი, რიბოფლავინი, ნიკოტინმჟავა, პირიდოქსინი და, რა თქმა უნდა, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა.

თუ საუზმეზე სრულყოფილი ცხელი კერძის ჭამა არ შეგიძლიათ, დღე წითელი თევზის და მდნარი ყველის ბრუსკეტებით დაიწყეთ. სწრაფი და გემრიელი საუზმე მზად იქნება!

ჭარხალი

ისპანახთან და სხვა ფოთლოვან მწვანე ბოსტნეულთან ერთად, ჭარხალი რკინის მნიშვნელოვანი წყაროა. ბოსტნეულის რეგულარული მოხმარება დაგეხმარებათ ჰემოგლობინი გაზარდოთ და უჯრედების ჟანგბადით გამოკვება გააუმჯობესოთ. მასში შემავალი C ვიტამინი ორგანიზმს წლის ცივ სეზონზე ვირუსებისგან დაიცავს.

ფორთოხალი

ეს ციტრუსი რიბოფლავინის შემცველობით ჩემპიონია, რომელიც ენერგიის გამომუშავებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გარდა ამისა, ფორთოხალი სავსეა C ვიტამინით, ფოლიუმის მჟავის მარილებით და კალიუმით. კარგი მიზეზია, რომ დღე 1 ჭიქა ფორთოხლის ფრეშით დაიწყოთ.

ბანანი

რთული ნახშირწყლები, უჯრედისი, კალიუმი, B6 ვიტამინი – ბანანში არის ყველაფერი, რომ გაღვიძების შემდეგ ენერგიით დავიმუხტოთ. საუზმეზე ბანანის კოქტეილი მოამზადეთ ან ხილით წაიხემსეთ.

მთელი მარცვლეული

მთელი მარცვლეული (ფაფის ან მთელი მარცვლეულის პურის ნაჭერი) უჯრედისის და რთული ნახშირწყლების შემცველობის წყალობით დიდი ხნით ენერგიით დაგმუხტავთ. მარცვლეულის სახეობა თავად აირჩიეთ. ეს შეიძლება იყოს შვრია, ყავისფერი ბრინჯი ან ბულგური, მთავარია, მარცვლეული წინასწარ ორთქლით და ქიმიურად დამუშავებული არ იყოს.

კვერცხი

კვერცხის შემადგენლობაში შედის 9 მთავარი ამინომჟავა, რაც სტაბილურ და ხანგრძლივ ენერგიის მიწოდებას გულისხმობს. გარდა ამისა, კვერცხი დიდი რაოდენობით შეიცავს პროტეინს და B ჯგუფის ვიტამინებს. ეს მნიშვნელოვანია, თუ ჯანსაღი კვების პრინციპებს იცავთ.