Connect with us

ჯანმრთელობა

ხილი და კენკრა, რომლის კურკიანად ჭამა სახიფათოა

ალბათ, არაერთხელ ყოფილხართ მოწმე, თუ როგორ წესიერად მიირთმევს თქვენი ნაცნობი ყურძენს ან ბროწეულს და თითოეულ კურკას აგდებს. ზოგიერთი ადამიანი მთელ ვაშლს უკვალოდ ჭამს. შეიძლება თუ არა ხილის კურკის ჭამა, რომელი მათგანია საზიანო, რომელი სასარგებლო. ამ საკითხების გარკვევას Alltime.ge-ს რედაქცია ეცდება.

წლებია ხილის და კენკრის კურკის მიღების შესახებ საკითხი გაურკვეველია. არსებობს მოსაზრება, რომ კურკით შეიძლება დაიხრჩოთ, ბრმა ნაწლავი გაიღიზიანოთ, ალერგია, ნაწლავების ბლოკირება ან მოწამვლა გამოიწვიოთ. ხალხის ნაწილი ირწმუნება, რომ თესლებში კონცენტრირებულია ყველა სასარგებლო ნივთიერება, რომლის დახმარებით რადიაციის გამოდევნა და დაბერების შეფერხება შეიძლება. სად არის ჭეშმარიტება?

რომელი კურკაა ორგანიზმისთვის სასარგებლო

ციტრუსი

აღმოჩნდა, რომ ციტრუსის კურკა თავისი თვისებებით რბილობს არ ჩამორჩება. ვიტამინებით, ეთერზეთებით და ორგანული მჟავებით მდიდარია, მკვეთრად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. თავი აგტკივდათ და აბების დალევას ჩქარობთ? ლიმონის ან ლაიმის რამდენიმე კურკა დაღეჭეთ. ფორთოხლის თესლი შეიცავს ბევრ E ვიტამინს, რომელიც სილამაზის ნამდვილი ელექსირია. ციტრუსის თესლებში შემავალი ტანინები და ეთერზეთები ტოქსინებს გამოდევნის, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობას სტიმულირებს. მწარე გემოს განაპირობებს ლიმონინი – ამ ნივთიერებას ანტივირუსული თვისებები აქვს.

საზამთრო

რთულია საზამთროს ჭამა, თუ მისი კურკის ნაწილს არ დაღეჭავთ. არ ინერვიულოთ, შავი თესლი ზომიერი რაოდენობით მიღება სასარგებლოა. ისეთი ამინომჟავების და ნივთიერებების საწყობია, როგორიცაა უჯრედისი, პექტინი, ცილა, მაგნიუმი, რკინა, თუთია და სელენი. ბევრ ქვეყანაში საზამთროს თესლებს პაკეტებით ყიდულობენ და საკვებ დანამატად იღებენ.

ბროწეული

ზოგიერთი ადამიანი ბროწეულის წვენს წურავს, სხვები მუჭა მარცვლეულს ღეჭავენ, შემდეგ უსარგებლო ჩენჩოს აგდებენ, მესამე ნაწილი ხილს მთლიანად მიირთმევს. სიმართლე, ბოლო ჯგუფისკენაა: ამ პროდუქტის კურკაში საზიანო არაფერია. უფრო მეტიც, ბროწეული მდიდარია ტანინებით და პოლიფენოლებით, რომლებიც სისხლძარღვების და გულის ჯანმრთელობის გასაძლიერებლად აუცილებელია. ბროწეულის მარცვლეულის შემადგენლობა ათეროსკლეროზს და სიმსივნეს აფერხებს. მასში შემავალი ანტოციანები და კვერცეტინები ანტივირუსულ, ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობულ თვისებებს ფლობს. ცივ სეზონზე ნამდვილი აღმოჩენაა.

ყურძენი

ყურძნის კურკაში შემავალი ზეთი შეიცავს ბევრ ცხიმოვან მჟავას, E ვიტამინს, სტეროიდებს, პოლიფენოლებს და სხვა ბიოაქტიურ ნივთიერებებს. ყველას რიგი სასარგებლო თვისება აქვთ – ციტოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური და აღმდგენი მოქმედება. ყურძნის თესლის დაღეჭვა სასარგებლოა. ერთადერთი, მთლიანად არ შეჭამოთ, მაგრამ არა ბრმა ნაწლავის გამო, როგორც ბავშვობაში გვაშინებდნენ. არამედ იმიტომ, რომ მარცვლეულის სარგებელი კუჭ–ნაწლავს „ჩაუქროლებს“.

რომელი კურკის ჭამა კატეგორიულად არ შეიძლება

გარგარი, ატამი, ქლიავი, ალუბალი

ამ ხილის კურკის ჭამა შეუძლებელია, რადგან საკმაოდ მყარია. ზოგჯერ ცნობისმოყვარეობა გვძლებს და ბევრ ბავშვს აინტერესებს, თუ რა არის „კაკლის“ შიგნით. ბევრი მისგან გულს იღებს, რომლის მწარე გემო ნუშს ჰგავს. თუ ატმის ერთ ასეთ კურკას შეჭამთ, ჯანმრთელობას ძლიერ ზიანს ვერ მიაყენებთ, მაგრამ 50-100 გრამის მიღება საკმარისია, რომ ძლიერი მოწამვლა მიიღოთ. გარგარის, ატმის, ქლიავის და ალუბლის კურკაში შედის სახიფათო ამიგდალინი (წყალბადციანმჟავის მარილები), რომელიც შხამიან ციანიდებს ორგანიზმში ათავისუფლებს.

ზოგიერთი ადამაინი ალუბლის ან ქლიავის კურკებისგან ნაყენს ამზადებს. ექიმები აღნიშნავენ, რომ კურკების სახიფათო ნივთიერება არსად ქრება. ფრთხილად იყავით.

ვაშლი, მსხალი, კომში

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წნ ფსევდომეცნიერულ წრეში ვაშლის კურკის სარგებელი აქტიურად განიხილებოდა. ბევრი გაზეთი და ჟურნალი ადამიანებს ვაშლის კურკიანად მიღებას ურჩევდა, რომ ორგანიზმი იოდით და E ვიტამინით გამდიდრებულიყო. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ნივთიერებები კურკებში არ შედის, სამაგიეროდ დაუვიწყარი ამიგდალინი გვხდება.

კომშის და მსხლის კურკების მიღებაც არ შეიძლება. მათში ამიგდალინი მცირე რაოდენობით შედის, მაგრამ ჭარბად მიღება არ ღირს. თითოეულ ორგანიზმს ამ ნივთიერებაზე ინდივიდუალური რეაქცია აქვს და შეიძლება მცირე დოზაზეც გამოვლინდეს.

ავოკადო

ავოკადოს კურკაც სჯობს გადააგდოთ. მასში შემავალ ნივთიერებას ალერგიული რეაქციების და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სერიოზული დარღვევების გამოწვევა შეუძლია. თავად კურკა ნაკლებად ტოქსიკურია. ერთი კურკით ცუდად ვერ გახდებით, მაგრამ რამდენიმე ცალი საკმარისია, რომ მძიმე მოწამვლა მიიღოთ სასუნთქი ფუნქციების, ნერვული და გულ–სისხლძარღვთა სისტემების დარღვევებით. ეს გახსოვდეთ, თუ თქვენ ან ბავშვს საყვარელი მრგვალი კურკის გასინჯვა მოგინდათ.

ბოლოს, კურკების სიას შევმატებთ რამდენიმეს, რომელიც არა თუ შეიძლება, არამედ უნდა მიირთვათ: ნესვის, ძახველის, კივის, ხურტკმელის, ქაცვის, შინდის და კოწახურის თესლები. ჯანმრთელობას გისურვებთ!