Connect with us

თავის მოვლა

წაშალეთ ღრმა ნაოჭები სახიდან ამ იაფასიანი საშუალებით: კანი ისეთივე გლუვია, როგორც ახალგაზრდობაში

ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალების პოვნა, ალბათ, ყველა ქალის ოცნებაა. იგი უნდა იყოს ნამდვილად მოქმედი, უსაფრთხო, იაფი და, რაც მთავარია – სწრაფად უნდა მოქმედებდეს. სამწუხაროდ, ასეთი საშუალების პოვნა ნამდვილად რთული დავალებაა.

ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალება

როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, ამ გასაოცარი პრეპარატის მოქმედებაც შემთხვევით აღმოაჩინეს. ერთი ჩემი მეგობარი გამონაყარს მკურნალობდა ამ მალამოთი და ბოლოს შეამჩნია, რომ ნაოჭები საგრძნობლად გაუფერულდა.

გელ “რეგეცინის” სამკურნალო თვისებები, თავიდან, მიმართული იყო პოსტაკნეს მკურნალობაზე. ახლა მას ფართოდ გამოიყენებენ სახის კანის გასაახალგაზრდავებლად და, უნდა ითქვას, რომ ეს საკმაოდ წარმატებულადაც გამოსდით.

კოსმეტოლოგების თქმით, ამ გელის დაბალანსებული შემადგენლობა ნამდვილად აახალგაზრდავებს კანს ასაკობრივი ცვლილებების პირველი ნიშნების გაჩენისთანავე. გელ “რეგეცინის” შემადგენლობაში შედის თუთიის ქლორიდი და ჰიალურონის მჟავა.

თუთიის ქლორიდი – კანზე გამონაყარისა და ანთებითი პროცესების სამკურნალო აფთიაქური საშუალებების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. მას დამჭიმველი, ანტიბაქტერიული და დამამშვიდებელი მოქმედება ახასიათებს.

ჰიალურონის მჟავა ზრდის ქსოვილების ელასტიურობას და აუმჯობესებს უჯრედულ მეტაბოლიზმს. მჟავა ინარჩუნებს წყლის ბალანსს კანის ქსოვილებში, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას ან გაღიზიანებას.

ღრმა ნაოჭებთან გამკლავება ამ გელს ნამდვილად შეუძლია. იგი საუკეთესოდ მოქმედებს უმნიშვნელო ასაკობრივი ცვლილებების, მათ შორის, თვალის კუთხეებთან არსებული ნაოჭების წინააღმდეგაც. ზომიერი გამოყენებით, ამ გელს არ აქვს გვერდითი მოვლენები და ნაადრევ დაბერებასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად ითვლება.

ეს გელი საკმაოდ ეკონომიურადაც მოიხმარება – ერთი ტუბი 1 თვის მანძილზე გეყოფათ, ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში. ამასთან, კოსმეტოლოგები არ გვირჩევენ ასეთი ხანგრძლივი კურსის გავლას. ხშირად, გაახალგაზრდავებისთვის 2 კვირაც საკმარისია.

პრეპარატში არსებული კომპონენტები ძალიან აქტიურია, ამიტომ მოქმედებას პირველივე გამოყენებისას იწყებს. საშუალების გამოყენება შეგიძლიათ როგორც დამოუკიდებლად, ისე კოსმეტოლოგის ხელმძღვანელობის ქვეშაც. გელის შეთავსება აკუპუნქტურულ მასაჟებთან გასაოცარ შედეგს მოგცემთ.

“რეგეცინის” გამოყენება პროფილაქტიკური მიზნებითაც შეგიძლიათ. მას ნიშნავენ:

  1. ლაზერული კორექციის შემდეგ;
  2. პიგმენტაციის ლიკვიდაციისთვის;
  3. ნაწელების, შრამებისა და ნაწიბურების მოსაშორებლად.

ნაადრევი ნაოჭების პროფილაქტიკა საუკეთესო საშუალებაა სამომავლოდ კოსმეტიკური პრობლემების აღმოსაფხვრელად. ნაოჭები, გამონაყარი, აკნე, ჰიპერპიგმენტაცია და ცხიმიანობა – ამ ყველაფრის მოგვარებაში მხოლოდ 1 პრეპარატი დაგეხმარებათ.

პრეპარატის დაბალი ფასის, ეფექტურობისა და უსაფრთხოობის გათვალისწინებით, “რეგეცინი” დამსახურებულად ითვლება გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკური პროდუქციების ბიუჯეტური სეგმენტის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად.