Connect with us

ჯანმრთელობა

5 მიზეზი შავი ქლიავის რაციონში დასამატებლად

შავი ქლიავის სარგებელი შეუფასებელია. ცნობილია, რომ ის აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას და საკვების მომნელებელი სისტემის დაავადებებისგან დაცვაში გვეხმარება. თუმცა ეს მისი დადებით თვისებების სრული ჩამონათვალი არ არის, ჩვენ შავი ქლიავის რაცონში დამატების კიდვ 5 მიზეზზე მოგითხრობთ.

აუმჯობესებს მხედველობას

შავი ქლიავი

შავი ქლიავი А ვიტამინის წყაროა, რომელიც აუცილებელია თვალის და კარგი მხედველობისთვის. ერთი ცალი შავი ქლიავის ჩირი А ვიტამინის სადრეღამისო ნორმის 3 პროცენტს შეიცავს. ადამიანები რომელთაც А ვიტამინის დეფიციტი აქვთ – ღამის სიბრმავის, თვალის სიმშრალის, ყვითელი ლაქების დეგენერაციისა და კატარაქტისკენ არიან მიდრკილი. ამიტომ ის აუცილებლად უნდა დაიმატოთ რაციონში.

დაგეხმარებათ ჯანმრთელი გულის შენარჩუნებაში

შავ ქლიავში დიდი რაოდენობით კალიუმი შედის, ეს უმნიშვნელოვანესი მინერალია, რომელიც გულის და ნერვული სისტემის სწორ მუშაობას უწყობს ხელს. კალიუმის ყოველდღიური მოხმარება ამცირებს სისხლის წნევას და თავბრუსხვევის, გულის დაავადბებების, ინფარქტისა და ინსულტის განვიტარების რისკებს.

დაგიცავთ ოსტეოპოროზისგან

შავი ქლიავის ერთი პორცია (100 გრამი) ბორისა და კალიუმის სადრეღამსო ნორმით უზრუნველგყოფთ. დაგეხმარებათ ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ფლორიდის შტატის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შავი ქლიავი პოსტმენოპაუზის მქონე ქალებში, ოსტეოპოროზის განვითარების რისკს 5-ჯერ ამცირებს, ჩატარდა ექპერიმენტი რომლის დროსაც ქალბატონები 1 თვის განმავლობაში 100 გრამ შავ ქლიავს მიირთმევდნენ, მეორე საექპერიმენტო ჯგუფში კი 75 გრამ ვაშლის ჩირს ჭამდნენ. შედეგების შედარების შემდეგ შავი ქლიავის უპირატესობა გამოიკვეთა: ამ ჯგუფის ქალბატონების ძვლოვანი ქსოვილი გაცილებით გაუმჯობესებული იყო. შავი ქლიავი ართრიტის მქონეთათისაც სასარგებლოა!

ამაგრებს და ალამაზებს თმას

რკინის დეფიციტმა შეიძლება თმის სიმშრალესთან, ცვენასა და პიგმენტის დაკარგვასთან მიგვყვანოს. შავი ქლიავი რკინის შესანიშნავი წყაროა, რომელიც თქვენი თმის ჯანმრთელობას ნამდვილად წაადგება. ეს ჩირი В, С და სხვა ვიტამინებსაც შეიცავს, რომლებიც შესანიშნავად მოქმედებს თმის ზრდის პროცესის დაჩარებაზე.

აუჯმჯობესებს კანის მდგომარეობას

ვიტამინების და მინერალების რომელთაც შავი ქლიავი შეიცავს, კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება. ეს ჩირი დაბერების პროცესს ანელებს და ნაოჭების განვითარებას უშლის ხელს. მასში შემავალი ბევრი მინერალების გამო შავი ქლიავი შესანიშნავ ხემსს წარმოადგენს, რომელიც ამავდროულად კანის გარეგნობასაც აუმჯობესებს.

თუ აქამდე შავი ქლიავის ჩირი დიდად არ გიყვარდათ, ვიმედოვნებთ, რომ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ აზრს შეიცვლით და აუცილებლად დაამატებთ მათ თქვენს რაციონში.