Connect with us

თავის მოვლა

“გამაახალგაზრდავებელი კრემი”: გასაოცარი საშუალება ნებისმიერი ქალისთვის

ამ საშუალების თუნდაც პაწაწინა ქილისთვის ბევრი ჰოლივუდის ვარსკვლავი უამრავი თანხას გაიღებდა. მისი მომზადება ძლიან მარტივია და ინგრედიენტების შეძენა ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ, მისი თვითღირებულება რამდენიმე ლარია. ეს გახლავთ უნივერსალური კრემი რომელიც ებრძვის სიბერეს არა მარტო სახის კანზე არამედ კისრისა და დეკოლტეს ზონაშიც!

გამაახალგაზრდავებელი კრემის არაჩვეულებრივი თვისებები

მისი ძირითადი ინგრედიენტია – ასკილის ზეთი, მას შესანიშნავი გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს! რეგულარული მომხარებისას ის უამრავი პრობლემისგან გაგათავისუფლებთ:

  • “ბატის თათები” თვალების გარშემო
  • ღრმა ნაოჭები
  • სიმშრალე
  • აქერცვლა
  • მოდუნებული კანი

კრემის რეცეპტი

გამაახალგაზრდავებელი კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 5 უბრალო კომპონენტი:

  • კრემი ბავშვის კანისთვის (2 სუფრის კოვზი)
  • ასკილის ზეთი (10 წვეთი)
  • ჟოჟობას ზეთი (5 წვეთი)
  • ალოეს წვენი (1 სუფრის კოვზი)
  • ვიტამინი B2 (5 წვეთი)

ბავშვის კრემი ფუძე გახლავთ. ასკილის ზეთი – კანს კვებავს და ჭიმავს, აღიავებს პიგმენტურ ლაქებს, ასწორებს ნაოჭებს, იცავს კანს მზის სხივების გამოსხივებისგან, ქარის, ყინვისა და სხვა გარე გაქტორების ზემოქმედებისგან. ჟოჟბას ზეთი – კანს უფრო ელასტიურს და მკვრივს ხდის, ხსნის შეშუპებას და ამცირებს მიმიკურ ნაოჭებს. ალოეს წვენი ანელებს დაბერების პროცესს. ვიტამინი B2 კანს ჯანმრთელ ფერს მატებს, ატენიანებს და კვებავს მას.

ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და მოათავსეთ სტერილურ – შუშის ქილაში. შეინახეთ მაცივარში. მალამო დილით და საღამოს უნდა წაისვათ გასუფთავებულ, დაბანილ კანზე. შედეგს 1 კვირის შემდეგ შენიშნავთ!