Connect with us

თავის მოვლა

რომელი ასაკიდან უნდა დაიწყოთ სახის ძმრის ტონიკით წმენდა

ერთი უცნაური და არც თუ ისე სახარბიელო ჩვევა მაქვს. როდესაც მეგობრებთან მივდივარ, მათ აბაზანაში შევდივარ და სულ ვათვალიერებ მათ თავის მოვლის საშუალებებს. თუმცა რამდენიმე დღის წინ ზოგიერთი თავის მოვლის საშუალების არარსებობამ დამაინტერესა. ჩემი მეგობრის მრავალრიცხოვან კოსმეტიკურ საშუალებებში ტონიკი ვერ შევნიშნე. აღმოჩნდა, რომ ის დიდი ხანია ტონიკის ნაცვლად ძმარს იყენებს.

ძმარი სახის კანისთვის

ვაშლის ძმარი შესანიშნავი პროდუქტია, რომელიც მჟავასაც შეიცავს და პეპტიდებსაც, რომლებიც დადებითად მოქმედებენ სახის კანზე.

რა თქმა უნდა სახის კანზე ძმრის სუფთა სახით დატანა არ შეიძლება, ამიტომ ჩემი მეგობარი ტონიკს თავისი ხელით ამზადებს. ამისთვის ის 3 წილ წყალს და 1 წილ ძმარს აზავებს. წყალი ანადუღარი და გაცივებული უნდა იყოს.

ეს ტონიკი უნივერსალურია და სახის ნებისმიერ ტიპს უხდება. შეცავს ისეთ მჟავებს რომლებიც კანის pH დონეს არეგულირებს. გარდა ამისა ეს საშუალება კანის მდგომარეობას მაშინაც აუმჯობესებს თუ მასზე პიგმენტური ლაქები და გამონაყარი გაქვთ.

ბოლო პუნქტმა განსაკუთრებით დამაინტერესა, რადგან პოსტ-აკნეს მდგომარეობა ძალიან გავრცელებული პრობლემაა. გაითვალსიწინეთ, რომ შედეგი პირველივე მოხმარებისთანავე არ გექნებათ, თუმცა რეგულარული გამოყენების შემთხვევაში დადებითი შედეგი თვალსაჩინო გახდება. კანის ინდივიდუალური მახასიათებლებიც ნუ დაგავიწყდებათ, ჯერ შეამოწმეთ ძმარზე ალერგია ხომ არ გაქვთ. ამისთვის ცოტაოდენი ტონიკი მაჯაზე წაისვით, თუ 5 წუთის შემეგ ყველაფერი ნორმალურად იქნება ე.ი. ამ ტონიკის გამოყენება თამამად შეგიძლიათ.

როგორ დავიტანოთ ტონიკი

ტონიკის დასატანად ბამბის 1 დისკი დაგჭრდებათ. ჯერ დისკი 2 ნაწილად გაყავით, შემდეგ ტონიკში დაასველეთ. სახის გაწმენდა შუბლის ცენტრიდან საფეთქლებისკენ დაიწყეთ. შემდეგ ცხვირის ცენტრიდან ლოყებისა და შუბლის მიმართულებით დაიწყეთ წმენდა. ბოლოს კი სახე ნიკაპიდან კისრისკენ მიმართულებით გაიწმინდეთ.

გაყინული ტონიკი

მზა საშუალება ყინულის ფორმებში ჩაასხით და გაყინეთ, დილაობით თითო კუბი აიღეთ და სახე გაწმინდეთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ პროცედურის ჩატარების რეკომენდაციას ყველა კოსმეტოლოგი არ იძლევა, ეს განსაკუთრებით კაპილარებიანი სახის მქონეთ ეხებათ. ამიტომ ყურადრება მიაქციეთ თქვენს კანს და გაყინული ტონიკი მხოლოდ რიგ შემთხვევებში გამოიყენეთ.

ამ სახლში დაზადებულ ტონიკს ძალიან დადებითი შეფასებები აქვს, მისი გამოყენების შემდეგ დამატენიანებელი კრემი გამოიყენეთ.