Connect with us

საკითხავი

უნიტაზზე ჭუჭყიანი: როგორ გავწმინდოთ ტელეფონი, ნოუთბუქი და ტელევიზორის პულტი

კორონავირუსის პერიოდში ჰიგიენის ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნაა – იმ ზედაპირების რეგულარულად გაწმენდა, რომელთაც ხშირად ვეხებით და რომლიდანაც შეიძლება დავინფიცირდეთ. დღეს გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ ყველაზე „მოთხოვნადი“ ნივთები, რომლებზეც ვირუსის ნაწილები შეიძლება რამდენიმე დღე დარჩეს.

სამედიცინო ნიღაბი

ერთჯერადი ნიღბები სწრაფად დეფიციტური გახდა: მათი ყიდვა ძნელია, ხოლო უსაფრთხოების წესების შესაბამისად გამოყენებიდან 2 საათში უნდა გადააგდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დამცავი საშუალება ჭუჭყის დამატებითი წყარო ხდება. ბევრი ნაჭრის ნიღბებზე გადავიდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან. ამ ნიღაბს რესპირატორულ ან მრავალფენიან სამედიცინო ნიღაბთან შედარებით ნაკლები ეფექტი აქვს, მაგრამ შეუძლია ყველაზე მსხვილი წვეთებისგან დაგიცვათ და ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად შეამციროს. მთავარია, დროულად გაწმინდოთ.

ექიმები ნიღბის 2 საათზე მეტხანს ტარებას არ გირჩევენ, რადგან სუნთქვის დროს თავის დამცავ თვისებებს კარგავს. გამოყენების შემდეგ ცხელ წყალში საპნით ან ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილით გარეცხეთ, კარგად გააშრეთ და ცხელი უთოთი დააუთოეთ. ამის შემდეგ ნიღაბი კვლავ შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ეკრანი და ნოუთბუქის კლავიატურა

ჩვენი ნოუთბუქების ზედაპირებზე „მშვიდობიან“ დღეებშიც საკმაოდ ბევრი სახიფათო ვირუსი და ბაქტერია გროვდება, ამიტომ ხშირად გაწმენდა (თუნდაც კვირაში ერთხელ) აუცილებელია. კორონავირუსის პანდემიის დროს ექიმები გირჩევენ ნოუთბუქი 2-3 დღეში ერთხელ ან ყოველდღე გაწმინდოთ.

სადეზინფექციოდ სჯობს 70%–იანი ოზოპროპილის სპირტი გამოიყენოთ – ეს საკმარისი უნდა იყოს, რომ ვირუსის ცილოვანი გარსი გაანადგუროთ, რომლის დახმარებითაც ვირუსი ჩვენს კანს ეკვრის და შეიძლება ლორწოვან გარსებზე მოხვდეს. მიკროფიბრის ჩვარი გამოიყენეთ – ის ნოუთბუქის ეკრანის და მისი ზედაპირის გასაწმენდად უფრო უსაფრთხოა.

სადეზინფექციოდ წყალბადის ზეჟანგის, მათეთრებელი საშუალების, აეროზოლის გამოყენება არ ღირს. ასევე სადეზინფექციო საშუალება პირდაპირ ეკრანზე არ გამოიყენოთ.

დამუშავება მოწყობილობა გამორთეთ, SD ბარათები გამოიღეთ. დამუშავების შემდეგ 5 წუთი მოიცადეთ, რომ სპირტი აორთქლდეს. ასევე არ დაგავიწყდეთ მაუსის, კაბელების და სხვა აქსესუარების გაწმენდა.

ტელევიზორის პულტი

კიდევ ერთი ნივთი, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ და რომელზეც ვირუსის და ბაქტერიების ნაწილები რჩება. ჭუჭყის მოცულობის შესამცირებლად და გაწმენდის გასამარტივებლად შეგიძლიათ პულტს პარკი შემოახვიოთ. მაგრამ პარკის ყოველდღე გამოცვლა არ დაგავიწყდეთ.

თუ ეს მეთოდი თქვენთვის შესაფერისი არაა, გირჩევთ ყოველდღე იზოპროპილის სპირტიანი ხსნარით გაწმინდოთ. პროცედურის წინ პულტიდან ბატარეები ამოიღეთ. რეკომენდებულია მიკროფიბრის ჩვარი გამოიყენოთ: ქაღალდის სალფეთქმა ან ბამბის ჩხირებმა შეიძლება მოწყობილობა დააზიანოს, რადგან მისი ნაწილები შეიძლება შიგნით მოხვდეს. პროცედურის შემდეგ 5-10 წუთით გაშრობა აცადეთ.

მობილური ტელეფონი

მობილური ტელეფონი სჯობს ყოველდღე გაწმინდოთ, ასევე პროცედურა ყოველი ქუჩაში გასვლის შემდეგ ჩაატარეთ.

არასწორია:

  • აეროზოლის საწმენდი საშუალების გამოყენება, რადგან სისველემ შეიძლება ტელეფონი დააზიანოს;
  • მათეთრებელი ან ქლორის შემცველი სხვა საშუალების გამოყენება – იმავე მიზეზით;
  • ტელეფონის მთლიანად ან ნაწილობრივ გამწმენდ სითხეში ჩადება, მაშინაც კი, თუ ქეისშია.

სწორია:

  • ტელეფონის ზედაპირი 70% იზოპროპილის სპირტის შემცველი საშუალებებით გაწმინდეთ.
  • დეზინფექცია ერთჯერადი ხელთათმანით შეასრულეთ, პროცედურის შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ, გამოყენებული ხელთათმანები გადააგდეთ.
  • ტელეფონის ქეისი გარედან და შიგნიდან გაწმინდეთ, შემდეგ გააშრეთ და ტელეფონს მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოაცვით.