Connect with us

ჯანმრთელობა

ფეხის აბაზანა მდოგვით: ინსტრუქცია, სარგებელი და უკუჩვენება

უკვე დაგვავიწყდა, რომ ფეხის დაორთქვლა სახლის პირობებში შეგვიძლია. ბებიაჩემი ამბობს: „სურდოსგან პირველ რიგში ფეხის აბაზანა გვიცავს.“ მართლაც, ჩვენი ოჯახი ავად ნაკლებად ხდება მას შემდეგ, რაც ტაშტში ფეხს ვიორთქლავთ. მეთოდი ბებია–ბაბუას წლების განმავლობაში ტყუილად არ ეხმარებოდა.

როგორც კი, სურდოს პირველ ნიშნებს ვხედავ, ტაშტს და მდოგვის ფხვნილს ვიღებ. ძილის წინ ნახევარი საათით აბაზანას ვიკეთებ და დილით ვირუსი გამქრალია! ფეხის აბაზანა მდოგვით ჩვენი პირადი სახლის ექიმია.

მდოგვით ფეხის აბაზანის სარგებელი

ფეხის აბაზანა მდოგვით სურდოს დროს განსაკუთრებით სასარგებლოა. ამ მეთოდს მიმართეთ, თუ ამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა:

  • ყელის ტკივილი
  • ხველა (მშრალი და სველი)
  • სურდო
  • ზოგადი სისუსტე (შრომისუნარიანობის დაქვეითება, სხეულში მტვრევა, „გაყინული“ მდგომარეობა)

გასულ საუკუნეში ცხელ ფეხის აბაზანას მდოგვით ბრონქული ასთმის შეტევის საწინააღმდეგოდ იყენებდნენ. ახლა სხვა საშუალებაც არსებობს, მაგრამ დამხმარედ შეგიძლიათ გამოიყენოთ.

მდოგვის აბაზანის სარგებელი ამით არ შემოიფარგლება! მისი დახმარებით შეგიძლიათ:

  • იმუნიტეტის გაუმჯობესება
  • ტოქსინების გამოდევნა
  • კუნთების გახურება
  • ტკივილის გაქრობა
  • სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება
  • გაუხეშებული კანის დარბილება
  • ბრონქების მუშაობის სტიმულირება

უკუჩვენებები

მდოგვით ფეხის აბაზანას რიგი უკუჩვენებები აქვს:

  • ონკოლოგიური დაავადებები
  • ჰიპერტონია და ჰიპოტონია (ცხელმა აბაზანამ წნევის შემცირება ან ზრდა გამოიწვიოს)
  • 37,3°C მაღალი სხეულის ტემპერატურა (ლოკალური გახურება ტემპერატურას უფრო ზრდის)
  • მიოკარდიტი, გულის იშემიური ქრონიკული დაავადება
  • ვარიკოზი და ფეხზე წყლულები (პროცედურა დაავადებას ამწვავებს და ტკივილს იწვევს)

გარდა ამისა, 5 წლამდე ბავშვებსა და ორსულ ქალებში ფეხის აბაზანა სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ.

როგორ დავიორთქლოთ ფეხის აბაზანა მდოგვით

1. პლასტმასის ტაშტი აიღეთ და წყლით აავსეთ. ძალიან ცხელი არ უნდა იყოს – 40°C. წყალი ტერფებს უნდა ფარავდეს.

2. წყალს 3 ს/კ მდოგვის ფხვნილი დაუმატეთ და გახსნამდე აურიეთ.

3. თანდათან ფეხი წყალში ჩადეთ, რომ შეეგუოთ. თუ ძალიან მგრძნობიარე კანი გაქვთ, ცოტა ცივი წყალი დაუმატეთ.

4. ფეხი წყალში 30 წუთით გააჩერეთ. გაგრილების მიხედვით ცხელი წყალი დაუმატეთ.

5. ფეხი გაიმშრალეთ, ჯერ ბამბის წინდა ჩაიცვით, შემდეგ ბეწვის წინდა ამოიცვით.

6. ბალახების ჩაი თაფლთან ან კენკრის მურაბასთან ერთად დალიეთ.

მდოგვის აბაზანის სამკურნალო ეფექტის გასაძლიერებლად ცოტა ასკილის ნახარში, სოდა ან ციტრუსის, ევკალიპტის ან სოჭის ეთერზეთი დაუმატეთ.

თუ რაიმე მიზეზით ფეხის აბაზანის გაკეთება არ გსურთ ან ფეხების დაორთქვლა არ შეგიძლიათ, მშრალ მეთოდს გირჩევთ. დაგჭირდებათ 2 წყვილი წინდი. პირველი უბრალოდ ფეხზე ჩაიცვით, მეორეში მდოგვის ფხვნილი ჩაყარეთ და პირველზე ზემოდან ამოიცვით. წინდები მთელი ღამით გაიჩერეთ. მეთოდი ფეხების გათბობასა და სწრაფად განკურნებაში დაგეხმარებათ.

ბავშვისთვის მდოგვის აბაზანის გასაკეთებლად 38°C წყლის ტემპერატურა დაგჭირდებათ. ყოველ 3 ლ წყალს ¼ ჭიქა მდოგვის ფხვნილი დაუმატეთ. ფეხები 10-15 წუთით ძილის წინ დაუორთქლეთ.

ზრდასრულმა ადამიანმა მდოგვის აბაზანა დღეში 2-ჯერ, დაახლოებით 4 დღე უნდა გაიკეთოს, რომ ვირუსი მოიშოროს. თუ უხეში კანის და კოჟრების მოშორება გსურთ, კვირაში 1–2 პროცედურა საკმარისია. მდოგვი მოიმარაგეთ, წინ ცივი სეზონია!