Connect with us

თავის მოვლა

პედიკური სოდით სახლის პირობებში

ჩვეულებრივ, პედიკურის გასაკეთებლად პემზას, სახეხს ან ქლიბს ვიყენებთ. ასე კარგ შედეგს ვიღებთ, მაგრამ დიდხანს არ ძლებს. უკვე რამდენიმე დღეში პროცესის გამეორება გვიწევს, რადგან კანი უხეშდება და იქერცლება. Alltime.ge-ს რედაქცია სახლის პირობებში პედიკურის გასაკეთებლად სოდის გამოყენებას გირჩევთ.

ზაფხულში კანი უფრო შრება, ღია ფეხსაცმელი დაზიანების რისკს ზრდის. ამ დროს ორგანიზმი თავდასაცავად ტერფის კანს ასქელებს და აუხეშებს. ტერფის კანი პედიკურის ინსტრუმენტების ხშირი გამოყენების შემთხვევაშიც უხეშდება და სქელდება.

როგორ გავიკეთოთ უფასო პედიკური სწრაფად და მარტივად

  1. პირველ რიგში, ფეხის აბაზანა მოამზადეთ. ამისთვის ცხელ წყალს 4 ს/კ სოდა დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ფეხები ჩააწყვეთ.
  2. დარბილებული მკვდარი უჯრედები ხელით მოიშორეთ, სხვა რამ ინსტრუმენტი არ გამოიყენოთ.
  3. ფეხები კარგად გაიმშრალეთ. შემდეგ სოდა წაისვით და წინდები ჩაიცვით.
  4. წინდები 2 საათით გეცვათ. სიარულისას სოდას  ერთგვარი პილინგის ეფექტი ექნება. ასე ტერფებს ნაზად გაწმენდთ.
  5. სოდა წყლით ჩამოიბანეთ, ფეხები გაიმშრალეთ და მკვებავი კრემი წაისვით.

ორი ასეთი პროცედურის შემდეგ კანი სასიამოვნოდ რბილი გახდება. თეთრებად ღირებული მეთოდი ისეთივე კარგ ეფექტს იძლევა, როგორც სალონური პროცედურა. პედიკური სახლის პირობებში რეგულარულად გაიკეთეთ და გაუხეშებული ქუსლები დაგავიწყდებათ.