Connect with us

ჰოროსკოპი

ტაროს პროგნოზი 6-დან 12 იანვრამდე

ტაროს პროგნოზი საშუალებას გვაძლევს მომავალი კვირისთვის მოვემზადოთ და მოქმედებების გეგმაც დავსახოთ. მაღალი არკანების რჩევები 6-დან 12 იანვრამდე – დაგვეხმარება კარგად გავერკვიოთ სიტუაციაში და გამოვრიცხოთ ცდომილებები.

მაღალი არკანების წინასწარმეტყველება დაგვეხმარება გავიგოთ რა მოგვიმზადა ბედმა და ვიპოვოთ გამოსავალი უსიამოვნებათა ზურგსუკან მოსატოვებლად. ექსპერტები რეკომენდაციას გვიწევენ გავაანალიზოთ ისინი და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. ასეთი ტაქტიკის წყალობით შეემზადებით ცვლილებებსთვის, თავიდან აიცილებთ პრობლემებს და იპოვით სწორ გზას წარმატების მისაღწევად.

ვერძი

არკანი “მაგი” ვერძებს ნებისმიერ საქმეში წარმატებაზე მიგანიშნებთ. ამ კარტის მიხედვით მოხერხებულობა და წარმატების მიღწევის სურვილი სასწაულებს ჩაიდენს. ეს კვირა აჯობებს მომხდარი მოვლენების ანალიზით დაიწყოთ, რათა გაერკვეთ თუ როგორ უნდა გამოიყენოთ თქვენი ნიჭი არსებულ სიტუაციაში.

კარტი “განდეგილის” მიხედვით დროებითი განმარტოება დაგჭირდებათ. ეს აუცილებელია იმის მისახვედრად თუ რომელი მიმართულებით უნდა განაგრძოთ სვლა. ვერძები არსებულ სიტუაციაში გარკვევას თავის თავთან მარტო დარჩენის შემთხვევაში შეძლებენ.

კარტი “ვარსკვლავი” სანუკვარი სურვილებისა და მიზნების მიღწევის სიმბოლოა. ის მიგვანიშნებს, რომ თუ ვერძები სწორ გზას აირჩევენ, მათ წარმატების მიღწევაში ხელს ვერაფერი შეუშლის.

კურო

არკანი “სამყარო” კუროებს კვირის შესანიშნავ დასაწყისს პირდება. ამ კარტით პრობლემები სრულდება და კუროები შეძლებენ კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც მათ ჩხუბს და გაუგებრობებს ააცილებს როგორც სამსახურში ასევე სახლში.

კარტი “ვარსკვლავი” – გზა პრობლემებისა და წინაღობების გარეშე. ეს ნიშნავს, რომ მიზანთან მისასვლელად კუროები პასუხისმგებლიანები უნდა იყვნენ და არ იჩქარონ.

“ბედის ბორბალი” – კვირის ბოლოს მოვლენები შესაძლოა გეგმის მიხედვით არ განვითარდენენ. ასეთმა სიტუაციამ არ უნდა შეგაშინოთ, აჯობებს სიტუაციის გამოსწორების მცდელობებს მოეშვათ და დაიცადოთ, რათა განგებამ თავად დაალაგოს ყველაფერი თავისა დგილზე.

ტყუპები

“მაგი” – აჯობებს კვირა ქტიურად დაიწყოთ, ამ არკანის მიხედვით – სითამამე და ექსპერიმენტების წყურვილი ტყუპებს ახალ წარმატებებთან მიიყვანს, მთავარია არ იზოზინოთ და არც ეჭვი შეიტანოთ მოქმედებებში. სწორი გზის პოვნაში ინტუიცია დაგეხმარებათ, აუცილებლად დაუგდეთ მას ყური.

არკანი “სიკვდილი” – მას ნეგატიური მნიშვნელობა არ აქვს, ის უბრალოდ კარდინალურ ცვლილებებზე მიგვანიშნებს. ამ კარტის მიხედვით ტყუპებს წარსულთან გამომშვიდობება მოუწევთ რათა ახალ წელიწადში ძველი პრობლემები არ გადაიყოლოს.

“მართლმსაჯულება” – ტყუპები წარმატების მიღწევას შეძლებენ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ტყუილებისგან თავს შეიკავებენ. ეს არკანი გვიჩვენებს, რომ მან ვინც უახლოეს წარსულში შეცდომები დაუშვა. ახლა მათ გამოსწორებაზე მოუწევს მუშაობა.

კირჩხიბი

არკანი “სიკვდილი” – მკვეთრი ცვლილებების სიმბოლოა, რომლებისთვისაც წინასწარ ვერ შეემზადები. კვირის დასაწყისში წარმატება კირჩხიბების მხარეს იქნება, თუ ისინი ჯანსაღ გადაწყვეტილებას მიიღებენ და უარს იტყვიან ყველაფერზე რაც უკვე მოძველებულია და ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ვეღარ ითამაშებს.

“უმაღლესი ქურუმი” მიგვანიშნებს, რომ კირჩხიბებმა კვირის შუალედი აჩქარების გარეშე უნდა განვლონ. არკანი მიგვითითებს დაგეგმილი საქმეების წარმატებით აღსრულებაზე, თუმცა საქმეში თავით გადაშვება არ ღირს. კირჩხიბებს დროისა და ძალების ბრძნულად განაწილება მოუწევთ.

“ეშმაკი” – კირჩხიბებს კვირის ბოლოს სირთულეებს პირდება, ეს სირთულეები კი ცდუნებებთან არის დაკავშირებული. პარასკევის საღამოდან მოყოლებული გონებით იხელმძრვანელოთ რათა საკუთარმა უგუნურებამ არ დაგაზიანოთ!

ლომი

“იმპერატორი ქალი” ლომებს ჩანაფიქრების წარმატებით შესრულებაზე მიუთითებს. მათ შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ იმაშ, რომ სწორი მიმართულებით მიდიან, თუმცა ჩადებული ძალისხმევის შედეგები მაშინვე არ იქნება თვალში საცემი.

“დაკიდებული კაცი” – შუა კვირაში შეიძლება საქმეები შეფერხდეს, ეს კი დაშვებულ შეცდომებთან იქნება დაკავშირებული. ამ არკანის მიხედვით, ლომებს თავიანთი ქმედებების გაანალიზება და პრობლემების მიზეზის მოძიება მოუწევთ, რათა ის მაქსიმალურად სწრაფად მოიშორონ.

“იმპერატორი კაცი” ლომებს მხარდაჭერას და მფარველობას ჰპირდება, თუმცა შეთავაზებული დახმარება ყურადღებით უნდა გამოიყენოთ. არ ღირს პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანა, თორემ მომავალშ, სამსახურებრივ ურთიერთობებში შეიძლება დიდ პრობლემებს გადააწყდეთ.

ქალწული

კვირის დასაწყისი “მართლმსაჯულებით” თუ ვიმსჯელებთ – წარმატებული იქნება, თუ ქალწულები ფრთხილად იმოქმედებენ. არკანი მართლმსაჯულების ზეიმზე მიგვანიშნებს, ეს კი ნიშნავს, რომ სამართლიანად უნდა მოიქცეთ და ტყუილით საქმე არ გაიფუჭოთ.

“იმპერატორი ქალი” პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებს გვიქადის. ეს კარტი სიყვარულის მოპოვებაზე, შერიგებაზე ან დიდი ხნის ნანატრი ბავშვის შობაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს. ის საქმის წარმატების დასრულებასაც ნიშნავს.

არკანი “შეყვარებულები” ყოველთვის არჩევანზე მიგვანიშნებენ, რომლის გაკეთებაც უახლოეს მომავალში მოგვიწევს. კვირის ბოლოს ქალწულებს აჩქარებას არ ვურცევთ, რათა პრობლემებს არ გადააწყდნენ არასწორი გადაწყვეტილების გამო. სიტუაციის გადათამაშება არ გამოვა, ეს კი ნიშნავს, რომ საჭიროა ყველა მინუსი და პლიუსი ავწონ-დავწონოთ.

სასწორი

“მართლმსაჯულება” სასწორებს მორალური კანონისა და წესების დაცვის მნიშვნელობაზე მიანიშნებს. ამ არკანით სამართლიანობა ზეიმობს და მათ ვინც სამართლიანად იქცეოდა მოვლენების შემდგომი განვითარების არ უდნა შეეშინდეთ. ხოლო სიცრუის მონაწილეთათვის – ბედი გამოცდებს ამზადებს.

“მთვარე” – პრობლემები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ სასწორები თავიანთ შიშებს აყვებიან. მნიშვნელოვანია ჯანსაღად შეაფასოთ სიტუაცია და ყურადღება არ მიაქციოთ ჭორებს, რომლებმაც შესაძლოა სწრორ გზას აგაცდინონ.

არკანი “ეშმაკი” – კვირის ბოლოს, შესაძლოა ცდუნებებს გადააწყდეთ. არკანი გაფრთხილებთ, რომ პარასკევიდან კვირის ჩათვლით გონებას უნდა დაუგდოთ ყური რათა ხაფანგში არ აღმოჩნდეთ.

მორიელი

“მაგი” – კვირის დასაწყისში ყველაფერი გექნებათ წინსვლის ნაბიჯების გადასდგმელად. მხოლოდ ემოციების მოთკვა, საკუთარ ძალებში დარწმუნება და იმ საქმით დაკავება გჭირდებათ რომელსაც თქვენთვის ბედნიერი ცხოვრების მოტანა ძალუძს.

“განდეგილი” – ამ დროს აჯბებს შესვენება აიღოთ. არკანი პრობლ;ემების შესაძლო წყაროს პოვნაზე და მისი მოცილების შანსზე მიგვანიშნებს. ასევე ეს მიგავნიშნებს დროზე როდესაც ძალები უნდა აღიდგინოთ.

“ვარსკვლავი” ბედნიერ გზაზე მიგვანიშნებს, რომელიც გამარჯვებით დასრულდება. მორიელებს ეს არკანი მშვიდ დროს პირდება, როდესაც საქმე პრობლემების გარეშე წყდება და უსიამოვნებები გვერდს გვლიან.

მშვილდოსანი

“მართლმსაჯულება” მშვილდოსნების გაშლაში პასუხისმგებლობაზე მიგვანიშნებს. ამ კარტის მიხედვით, მხოლოდ სამართლიანი ნაბიჯები გახდება ჯილდოს ღირსი, რაც ნიშნავს, რომ აუცილებელია კარგად გათვალოთ ყოველი ნაბიჯი და სიტყვა.

“სასამართლო” – მიგვანიშნებს, რომ შუა კვირაში მშვილდოსნები რთულს საქმეებში წერტილს დასვამენ და კონფლიქტების მოგვარებას შეძლებენ. ამ არკანის მიხედვით, მშვილდოსნები თავიანთი შრომის პირველი შედეგების შეფასებასაც შეძლებენ.

“ეტლი” მშვილდოსნებს მოუწოდებს, რომ კვირის ბოლოს არ იზოზინონ. ამ კარტით შეგიძლიათ თამამად გადადგათ ნაბიჯები, ნუ შეგეშინდებათ პრობლემებისა და წინააღმდეგობების. არკანი საქმის კეთილად აღსრულების სიმბოლოა, იმ შემთვევაში თუ თქვენს ძალებში ეჭვი არ შეგეპარებათ.

თხის რქა

“დაკიდებული კაცი” – მიგვანიშნებს, რომ კვირა ანალიზით უნდა დავიწყოთ. თხის რქებს ეს კარტი შეცდომების გამოსწორების შანსზე მიუთითებს, ეს კი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალში მცირედმა უზუზტობებმაც კი შეიძლება დიდი სირთულეები მოგიტანოთ.

“იმპერატორი” – ზრდასა და განვითარებაზე მეტყველებს, ეს ნიშნავს რომ თხის რქებმა სიბრძნე უნდა გამოიჩინონ. ამ კვირაში გამორიცხული არ არის დახმარება მიიღოთ, ის მადლიერად უნდა გამოიყენოთ და გარშემომყოფებიც არ უნდა დაივიწყოთ.

“სასამართლო” ამ გაშლაში გვეუბნება, რომ თხის რქებმა საკუთარ თავს უნდა მოუსმინონ. კვირის ბოლოს ამ ნიშნის წარმომადგენლები შეძლებენ სამართლიანობის მიღწევას და არსებულ სიტუაციაში უპრობლემოდ გაერკვევიან.

მერწყული

მერწყულებს არკანი “ეტლი” გირჩევთ კვირა აქტიურად დაიწყოთ. ის მიგვანიშნებს, რომ საქმეებში გარკვეული წარმატებების მიღწევას შეძლებთ, თუმცა ამისთვის გჯეროდეთ საკუთარი თავის და სასიამოვნო გადაწყვეტილებების მიღებისას დროს ნუ გაწელავთ.

არკანი “ეშმაკი” მერწყულებს დაუფიქრებელი მოქმედებებისგან თავის შეკავებას ურცევს. ამ კარტის მიხედვით, შუა კვირაში არაერთგვაროვან სიტუაციებთან მოგიწევთ შეჯახება. ამ დროს აუცილებელია საკუთარი თავის ერთგული დარჩეთ და არ აყვეთ ემოციებს.

“უმაღლესი ქურუმი” იღბალსა და აყვავებას გპირდებათ, თუმცა ამისთვის მერწყულებს კვირის ბოლოს მოვლენების დაჩქარებისგან თავის არიდება მოგიწევთ. ბედის ნიშნები გიკარნახებენ დროს, თუ როდის უნდა იმოქმედოთ გადამწყვეტად, მანამდე კი აჯობებს სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

თევზები

“ეტლი” გარღვევას ნიშნავს, რთული ცხოვრებისეული ეტაპის დასასრულს და ახალ წარმატებებს. ამ კარტის მიხედვით თევზებმა ორშაბათიდან მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გეგმებს უნდა შეასხან ხორცი და საკუთარ ძალებში ეჭვი არ შეიტანონ.

“ძალა” – საშუალება გვაქვს ყველა სირთულეს იოლად გავუმკლავდეთ. ამ არკანით, წარმატება მას გაუღიმებს ვინც თამამად მიაბიჯებს თავისი ოცნებისკენ და არ ღალატობს თავის იდეალებს.

“იმპერატორი” – გვეუბნება, რომ თევზებს წინ დამსახურებული ჯილდო ელით, თუმცა დროს არ უნდა გაუსწროთ. ამ კარტის მიხედვით მშვიდად შეგიძლიათ საქმეს მიხედოთ და წინააღმდეგობების არ შეგეშინდეთ.

იანვრის მეორე კვირა წარმატებული იქნება თუ შეიგნებთ, რომ ახალ წელიწადში ძველ მიზნებს ადგილი არ აქვთ. მათთვის, ვინც ენერგეტიკის განახლება ვერ მოახერხა – ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს და სამუდამოდ გამოემშვიდობოს წარსულს. გახსნას განვითარების ახალი პერსპექტივები.