Connect with us

ჰოროსკოპი

რომელ ზოდიაქოს ნიშნებს ელის დიდი იღბალი და მოგება ოქტომბერში

ანჯელა პერლის 2021 წლის ოქტომბრის ტარო პროგნოზი პოზიტიურ განწყობას გვჩუქნის და ეს 2 კვირიანი რეტროგრადული მერკურის მიუხედავად! შემოდგომა გახურებულია თავისი მყუდრო „ფუნთუშებით“, როგორიცაა ფერად ხეივანში გასეირნება, ახლობლებთან ატმოსფერული შეხვედრები და მგრძნობიარე ფილმების ყურება. პლედში კატასავით გახვევა და კნავილი ერთი სიამოვნებაა.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ისეთი გლუვი და ტკბილი არაა, როგორ ჩანს, პირქუში და წვიმიანი ამინდები, მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები გველის, თან ყველას საკუთარი. და მაინც, ეს თვე ბევრ ზოდიაქოს ნიშანს მეტ კომფორტს, პროდუქტიულობას და სიხარულს ჰპირდება.

Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, ვის ცხოვრებაში დაიწყება წარმოუდგენელი იღბლის ზოლი. „ფული, როგორც ხიდან ოქროსფერი ფოთოლი, ხელში თავისით ჩაგივარდებათ“ – პროგნოზირებას შეუდარებელი ანჯელა პერლი.

2021 წლის ტარო პროგნოზი

ვერძი

ვერძი ოქტომბერში თავისი საქმიანობის შედეგებს ნახავს. ეს შეიძლება იყოს მოგება, საჩუქარი, სასიამოვნო შეხვედრა და მოგზაურობა. მოსალოდნელია სიახლე ორსულობის შესახებ. კარიერულ კიბეზე წინსვლის დიდი ალბათობა არსებობს.

ბევრი ვერძი ოქტომბერში მაღალ განწყობაზე იქნება. წინ წაიწევთ იმ საქმეში, რომელიც ნაკლებად რეალიზებული გაქვთ. თვის ბოლოს სასიამოვნო მოულოდნელობა გელით.

კურო

თვის პირველ ნახევარში დრო საკუთარ თავს დაუთმეთ. გახსოვდეთ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ყველაფერი თავისი დინებით მიდის. არ აჩქარდეთ!  ოქტომბერში ვიღაც წარსულიდან გამოჩნდება, რაც თქვენში მღელვარე ემოციებს გამოიწვევს.

მოსალოდნელია ოცნების კაცთან ან ქალთან შეხვედრა. თვის მეორე ნახევარში სწრაფად და შეუპოვრად იმოქმედეთ. ისეთი სიტუაციები გელით, როცა გადაწყვეტილება და არჩევანი უნდა გააკეთოთ. არ ინერვიულოთ, ყველაფერს სწორად გააკეთებთ!

ტყუპები

ოქტომბრის პირველ ნახევარში საქმის დაწყება სასურველი არაა. 18 ოქტომბრამდე მსხვილ შესყიდვებს და ტექნიკის ყიდვას მოერიდეთ. 2021 წლის ოქტომბერი ტყუპებისთვის მოლოდინის თვე გახდება.

მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა და წამიერი საკურორტო რომანები. თვის ბოლოს შესაძლოა შეთავაზება მიიღოთ, რომელიც სამსახურს ან პირად ურთიერთობებს ეხება. ფინანსურად, წარმატებული თვე გელით!

კირჩხიბი

პირველ რიგში, საკუთარ თავთან გულწრფელი იყავით. ძველ საქმეებს დაასრულებთ, რომელიც დიდხანს გაიწელა. ამის შემდეგ სტატუსის შეცვლას და კარიერულ კიბეზე წინსვლას შეძლებთ.

ამ თვეში თქვენი ერთი სანუკვარი ოცნება ახდება. შეუდარებელი განწყობისთვის ძილის და დასვენების რეჟიმის დაცვა არ დაგავიწყდეთ. სამსახურში თავი არ დაიტვირთოთ!

ლომი

ლომს შემოდგომის მეორე თვეს დამსახურებული გამარჯვება და მოგება ელის. საკუთარი თავით და მუშაობის შედეგით კმაყოფილი დარჩებით. მოსალოდნელია იმედგაცრუება, რაც სხვა ადამიანებზე თქვენს რეაქციას უკავშირდება. არ ენდოთ დაპირებას,  განსაკუთრებით ემოციურ ფონზე ნათქვამს.

ტაროს კარტი ლომს დასვენებას ურჩევს. ზღვაზე წასვლა ან უბრალოდ შესვენების აღება კარგია. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ!

ქალწული

2021 წლის ოქტომბერში ქალწულს ახალი ნაცნობობა ელის. თუ მონათესავე სულთან შეხვედრაზე ოცნებობთ, იცოდეთ, რომ უკვე თქვენ გვერდითაა. კარგი პერიოდია ხელშეკრულების დასადებად, განსაკუთრებით ყიდვა–გაყიდვის სფეროში.

მოვალეობები გადაანაწილეთ, რომ მიზნამდე მიღწევა შეძლოთ. გთხოვთ, არ გადაიტვირთოთ, შესვენების აღება და დასვენება არ დაგავიწყდეთ. ეგოისტებს მოერიდეთ, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ. არ მოგერიდოთ, რომ საკუთარი უფლებები დაიცვათ და მთელ სამყაროს თქვენი ნიჭი და უნარები აჩვენოთ.

სასწორი

ფული ყველაფრისთვის გეყოფათ, რაც გჭირდებათ. სტაბილური მდგომარეობა შინაგან ჰარმონიას და სიხარულს მოგანიჭებთ. კარგი დროა პირადი ურთიერთობის დასალაგებლად. პარტნიორი დაგეხმარებათ!

გახსოვდეთ, რომ სამყარო იმდენ რესურს გაძლევთ, რამდენის აღებაც შეგიძლიათ. ყველაფერს მხოლოდ ჩვენ ვზღუდავთ საკუთარი აზროვნებით. ამაზე ოქტომბერში დაფიქრდით და უფრო მეტს მიიღებთ.

მორიელი

თვის პირველ ნახევარში წარსულში გადაეშვებით. შესაძლოა, რაღაც უნდა დაასრულოთ ან ძველი პროექტები გადააკეთოთ. სახლის გასარემონტებლად და სწავლის დასაწყებად კარგი დროა.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი საქმის გაკეთება შეგიძლიათ. ენერგია ყველაფრისთვის გეყოფათ, რისთვისაც გჭირდებათ. მოსალოდნელია ხელმძღვანელ პირებთან კონფლიქტი, მაგრამ ამ სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვალთ.

მშვილდოსანი

ყველაფერს გაუმკლავდებით, თან მარტივად და სიამოვნებით. სამსახურთან დაკავშირებულ ყველა ამოცანას სწრაფად და ეფექტურად შეასრულებთ. 2021 წლის ოქტომბერში თავს სიტუაციის მეფედ იგრძნობთ. ყველაფერს ისეთ მიმართულებას მისცემთ, როგორც თავად გსურთ.

თვის შუა პერიოდში ძველის დასრულებას და თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას შეძლებთ. ამის შემდეგ შეისვენეთ და ცოტა დაისვენეთ. სამსახურით ან ახლობლებთან ერთად მოგზაურობისთვის ხელსაყრელი დროა. 18 ოქტომბრის შემდეგ კარგია, თუ მომავალს დაგეგმავთ. მოსალოდნელია ორსულობის შესახებ სიახლე.

თხის რქა

სწავლის დასაწყებად კარგი დროა. თუ მშობელი ხართ, ბავშვებს მეტი დრო დაუთმეთ. მათთან ერთად მუზეუმში, თეატრში, ახალ წრეზე წადით, სულიერად გაესაუბრეთ.

სამსახურში კოლეგასთან რომანი მოსალოდნელია. წარსულიდან მიღებული წერილი ნოსტალგიებს და სასიამოვნო მოგონებებს გამოიწვევს. დოკუმენტებისთვის ხელის მოწერა და შეთანხმების დასრულება (18 ოქტომბრის შემდეგ) კარგია.

მერწყული

ოქტომბერი ტრანსფორმაციის თვე გახდება. სანამ კონფლიქტი დაიწყება, საკუთარ თავს ჰკითხეთ: „ეს ნამდვილად მჭირდება?“ მოლაპარაკებისას ბასრ კუთხეებს მოერიდეთ. წინ იარეთ!

„საკუთარი ცხოვრება აკონტროლეთ და პასუხისმგებლობა აიღეთ!“ – ურჩევს მერწყულს ტაროს კარტი. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას არ აჩქარდეთ.

თევზები

ეს თვე ბევრ პოზიტიურ ემოციებს და სასიამოვნო მოგონებებს გპირდებათ. სამყაროს საჩუქრები ნიჭიერი თევზებისთვის ზეციდან ჩამოვარდება. თვის პირველ ნახევარში წარსულიდან ხალხი შეიძლება გამოჩნდეს. მათთან ღირსეულად მოიქეცით.

თვის მეორე ნახევარი კარგ შემოსავალს გპირდებათ. 18 ოქტომბრის შემდეგ ავტომობილის ან უძრავი ქონების შეძენა ხელსაყრელია. მეტი საქმე გააკეთეთ, რომლითაც თქვენი სული ამღერდება!

როგორ მოგწონთ ანჯელა პერლის 2021 წლის ტარო პროგნოზი? შეუდარებელი განლაგებაა, ასეა? პირადად, ყოველ თვე ანჯელა პერლის რჩევების გათვალისწინებას ვცდილობ, რომ საქმე კარგად წარიმართოს!