Connect with us

ჰოროსკოპი

ქალწული – განდეგილი, თხის რქა – ეშმაკი. რომელი ტაროს კარტი შეეფერება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს

ტაროს ასტროლოგიასთან ბევრი საერთო აქვს. კარტის ოთხი მასტი თითოეულ ასტროლოგიურ ელემენტს წარმოადგენს: მონეტები – მიწა, კვერთხები – ცეცხლი, ხმლები – ჰაერი და თასები – წყალი. უფროსი არკანების უმეტესობა გარკვეულ პლანეტას და ვარსკვლავურ ნიშანს შეესაბამება. ტაროს კარტის ქონა, რომელიც თქვენს ზოდიაქოს ნიშანს წარმოადგენს, ავტომატურ გულშემატკივარს და ტაროში დამხმარეს ნიშნავს. კარტი, რომელიც თქვენს ნიშანს შეესაბამება უფრო ღრმა მნიშვნელობას ანიჭებს. Alltime გირჩევთ ერთად გავარკვიოთ, თუ რომელი ტაროს კარტი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხდვით.

ვერძი – იმპერატორი

იმპერატორი ლიდერობის, კონტროლის, გამარჯვების, ხელმძღვანელობის და ძალაუფლების სიმბოლოა. ეს ნიჭია, რომ სხვები თქვენი გეგმების განსახორციელებლად მართოთ. თქვენ ეს შეგიძლიათ, რადგან ბუნებით ლიდერი ხართ. გახსოვდეთ: კოსმოსური ძალები სხვებზე წინ გაყენებთ, შეგიძლიათ თავი არ დაკარგოთ მაშინ, როცა ირგვლივ ყველა ასე იქცევა. თამამი, გამძლე ხართ და სხვებს შთააგონებთ. ხელმძღვანელი პოზიციები მოძებნეთ და თქვენი პოტენციალი გამოავლინეთ.

კურო – იეროფანტი (მქადაგებელი)

იეროფანტი – პერსონაჟი, რომელიც ზეცასა და მიწას შორის მდებარეობს. ის უმაღლესი ძალებიდან ენერგიას იღებს, მიწიერ ცოდნას ურევს და რაღაც სასარგებლოს, პრაქტიკულს და ლამაზს ქმნის. რატომღაც ამაზე ცოტას ლაპარაკობენ, მაგრამ კურო ძალიან კრეატიულია. მას უნიკალური ნივთების და იდეების შექმნა შეუძლია, რომლის გაკეთებას სხვები უბრალოდ ვერ შეძლებენ. შექმენით და სამყარო გაალამაზეთ, ეს თქვენი ნიჭია.

ტყუპები – შეყვარებულები

ბევრი ფიქრობს, რომ ეს კარტი სიყვარულს ეძღვნება, მაგრამ ყველაფერი გაცილებით რთულადაა. ტყუპების მსგავსად, ბევრს ჰგონია, რომ ის გაშლილი წიგნია ფარული ჩანაფიქრების გარეშე, სინამდვილეში უფრო რთულია. შეყვარებულები განასახიერებენ გაყოფილ გრძნობებს, გულსა და გონებას შორის დაპირისპირებას და ბევრ შესაძლო ვარიანტს. თქვენ მოქნილი ხართ და ცვალებად გარემოს ადვილად ეგუებით. ცხოვრებაში მრავალფეროვნება და მრავალმხრივი ამოცანები მოძებნეთ, რომ პოტენციალი სრულად გამოავლინოთ.

კირჩხიბი – ბედის ბორბალი

ეს უჩვეულო კომბინაციაა, რადგან ბორბალი დინამიური, ძლიერი, მოძრავი კარტია და ერთი შეხედვით კირჩხიბს შეეფერება. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ კირჩხიბი სეზონის დასაწყისში დაბადებული კარდინალური ნიშანია, შესაბამისად, თანდაყოლილი ინიციატივის გამოვლენით, ამბიციურობით და შეუპოვრობით დაჯილდოებულია. სულის სიღრმეში ყოველთვის იცის, თუ სად მიდის ცხოვრებაში და ვაი მას, ვინც გზას გადაუღობავს. თქვენი ცხოვრების გზა აკონტროლეთ და სულ უფრო და უფრო ზემოთ სვლა გააგრძელეთ.

ლომი – ძალა

ჩვეულებრივ, ამ კარტზე გამოსახულია ლომი, რაც ამ ნიშანთან დამთხვევას ცხადს ხდის. უფრო ღრმა დონეზე კარტი ლომის დიდებულ ნიჭს, ძალას ასახავს. ის არა მხოლოდ გარეგნულად თამამი და თავდაჯერებულია, არამედ ამ ნიჭის უფრო რბილ ელფერებსაც ფლობს: თანაგრძნობა, გამძლეობა, მგრძნობელობა. ყოველთვის მზადაა, რომ არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ მეგობრებიც დაიცვას. სუსტების დაცვა და მათი მფარველობა – ეს თქვენი ნიჭია.

ქალწული – განდეგილი

ძალიან ადვილია ვთქვათ, რომ ქალწულს განდეგილი მართავს. სინამდვილეში, მერკურის მმართველობის ქვეშ ქალწული ძალიან კომუნიკაბელური და მომხიბვლელია. კარტი განდეგილი დაკავშირებულია თქვენს უნარზე, ამოცანებზე კონცენტრირდეთ და ცხოვრებას სერიოზულად მიუდგეთ. საკუთარ თავს და სხვებს სერიოზულად უდგებით და მათგან თქვენი მოლოდინების გამართლებას ელოდებით. ზესაიმედო და დისციპლინირებული ხართ, ამ თვისებების წყალობით ძალიან მაღალ მწვერვალებს მიაღწევთ.

სასწორი – სამართლიანობა

თქვენი ასტროლოგიური სიმბოლოა სასწორი, ამიტომ სამართლიანობის კარტი აშკარა დამთხვევაა. უფრო ღრმა გაგებით ეს სამართლიანობისა და თანასწორობისკენ თქვენი სწრაფვაა. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი დაბალანსებული, ღია, გამჭვირვალე და თანაბარი იყოს. სხვადასხვა ვარიანტების აწონვა და ყველაზე ეთიკური და სამართლიანი გზის არჩევა გიყვართ.

მორიელი – სიკვდილი

პლუტონის მმართველობის ქვეშ და სიკვდილის კარტთან დაკავშირებით შეგიძლიათ ქვესკნელის დედოფლობა მოითხოვოთ! ბნელი, სახიფათო საგნები გიზიდავთ, ადამიანების ნაკლოვანებები მოგწონთ. ჭეშმარიტება მოძებნეთ, ნივთების ყველაზე ღრმა და ბნელ ძირამდე ჩადით, სხვებსაც ამის დანახვასა და გაგებაში დაეხმარეთ.

მშვილდოსანი – ზომიერება

ზომიერება ბალანსია, ახალი ნორმების ძიება. ძალიან ეგოისტური ნიშანი ხართ და თუ ყველაფერს თავის ნებაზე მიუშვებთ, შეიძლება ისეთ უკიდურესობაში გადაეშვათ, რომელიც კარგს არაფერს მოგიტანთ. უზომო გართობა, წვეულებები გიყვართ, ზოგჯერ თითქოსდა თავში ყველა დამცავი მექანიზმი ერთად აფეთქდა. თავისუფლებით და თავდაჯერებულობით დატკბით, მაგრამ წონასწორობა, ცენტრის შეგრძნება არ დაკარგოთ. ბალანსი – აი, თქვენი ცხოვრების კომპასი.

თხის რქა – ეშმაკი

ეშმაკის კარტი უკავშირდება სატურნს, თქვენს მმართველ პლანეტას. ეშმაკი ხშირად ცდუნების, მავნე ჩვევების სიმბოლოა, მაგრამ თქვენ თვითკონტროლის და დისციპლინის დედოფალი ხართ, ამიტომ ამ კარტის სხვა მნიშვნელობა გეხებათ. ეშმაკი შეგახსენებთ, რომ ყველა თავისუფალი ვართ და თავად ვართ პასუხისმგებელი, თუ როგორ ვცხოვრობთ და რას ვირჩევთ. უფლება გაქვს საკუთარი გზა თავად აირჩიოთ. საკმაოდ ძლიერი და ჭკვიანი ხართ, რომ ნებისმიერ არჩევანზე პასუხისმგებლობა აიღოთ. თქვენ პიროვნება ხართ. საკუთარი, უნიკალური გზა მოძებნეთ და სხვებს მაგალითი აჩვენეთ.

მერწყული – ვარსკვლავი

ნებისმიერი მერწყული ერთგვარი კოსმოსური მოხეტიალეა, ინოვაციების, გამოგონებებისა და ახალი იდეების ავტორი. თქვენი გონება შეიძლება მიწიერ პრობლემებს და მდგომარეობას გასცდეს. ვარსკვლავი – სურვილებზე, დიდ იმედზე, ოცნებებზე საუბრობს, რომლებიც ახდება. ის თქვენი პოტენციალის უსაზღვრო ბუნებას გაჩვენებთ. თქვენი გონების და ვნების გამოყენებით სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებთ, რადგან თქვენი ბუნება ასეთია.

თევზები – მთვარე

ამ კარტთან თქვენი კავშირი მეტყველებს ინტუიციაზე, შემოქმედებით ბუნებასა და ფარულ უნარებზე, რომლებსაც ფლობთ და შეიძლება ვერც აცნობიერებთ. მთვარე – იდუმალება, ილუზიაა, ის, რაც რეალობის მიღმა იმალება. ინტუიციით ჭეშმარიტებას და საქმის არსს გრძნობთ. ნამდვილ ექსტრასენსულ უნარებს ფლობთ და სურვილის შემთხვევაში მათი რეალიზება შეგიძლიათ.