Connect with us

ჯანმრთელობა

სიმპტომებს გადახედეთ: როგორ მივხვდეთ, რომ ჰორმონები წონის დაკლებაში ხელს გვიშლიან

როცა ჭარბი წონის მოშორებაზე დიდხანს მუშაობთ, შეიძლება ეჭვიც არ გეპარებოდეთ, რომ ჰორმონები გახდომაში ხელს გიშლიან. თუმცა ამის გამოსწორება შეიძლება, თუ სიმპტომების შესახებ გეცოდინებათ.

1. სწორი კვების მიუხედავად მუცელი გეზრდებათ

თუ მთელი ზრდასრული ცხოვრების მანძილზე ასე იყო, გამოდის აქ ჰორმონებმა ნამდვილად იმუშავეს. რთულ შემთხვევაში სჯობს ექიმს მიმართოთ.

2. შაქრისკენ ლტოლვა გაქვთ

ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმს სულ უფრო მეტი ცხიმის დაგროვებისკენ მიდრეკილება აქვს. ინსულინის მიმართ რეზისტენტობა იზრდება, რამაც დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტი, მაგრამ სხვა ეფექტს უფრო ადრე იძლევა. ინსულინის წარმოების ზრდასთან ერთად კიდევ ერთი ჰორმონი, ლეპტინი იზრდება. ის ტვინს სიგნალს აძლევს, რომ დანაყრდით. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ჰორმონის რაოდენობა გაიზარდა, რეცეპტორები სწორად მუშაობას წყვეტენ და ამ სიგნალებს არ აგზავნიან. ამის თავიდან ასაცილებლად ნაკლები შაქარი მიირთვით.

3. განწყობა ხშირად გეცვლებათ

ეს მენოპაუზის დაწყების სიმპტომად ითვლება, მაგრამ შეიძლება უფრო ადრე დაიწყოს.

4. მუდმივად სტრესში ხართ

ერთ–ერთი ჰორმონი, რომელიც ცხიმოვან დაგროვებაზე გავლენას ახდენს, – კორტიზოლი. მისი დოზის მატებისას ადამიანი ძლიერ უსიამოვნო ემოციებს გრძნობს და ორგანიზმი ყოველი შემთხვევისთვის გადარჩენის რეჟიმზე გადადის და ზედმეტი ცხიმის დაგროვებას იწყებს.

5. მუდმივად დაღლილი ხართ, მაგრამ ცუდად გძინავთ

ამაში დამნაშავე კვლავ კორტიზოლია, მასთან ერთად მუცელიც იზრდება. პრობლემის მოგვარებით შედეგებსაც მოიშორებთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.