Connect with us

საკითხავი

სახიფათოა თუ არა კოკა-კოლა ბავშვებისთვის? ექიმი კომაროვსკის პასუხი გაგაოცებთ

თითქოსდა კოკა-კოლა არ უყვართ, მაგრამ მაინც ყველა სვამს. თუ თავად არა, მისი მეგობრები, ბავშვები და ახლობლები სვამენ, მოზარდებს კი მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ.

„ექიმო, თქვენი მოსაზრება ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ევროპაში ვცხოვრობ, სადაც ყველა თვლის, რომ კოკა-კოლა საზიანო არაა. მას ყველა და ყველგან სვამენ. ამასთან ირწმუნებიან, რომ კოკა-კოლა მუცლის ტკივილის დროს ეხმარებათ. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?“

ექიმი კომაროვსკის პასუხი:

თუ მათი ცხოვრების ხანგრძლივობის და ბავშვების სიკვდილიანობის მიხედვით ვიმსჯელებთ, კოკა-კოლა მათზე დიდ გავლენას არ ახდენს. აქვე აღვნიშნავ, რომ კოკა-კოლაზე რაიმეს წერის განსაკუთრებული სურვილი არ მაქვს. სავაჭრო ნიშნის ნებისმიერი ხსენება წერილების ნაკადს იწვევს. თუ ვიტყვი, რომ კარგია – გამოდის, რომ კოკა-კოლამ მომისყიდა. ხოლო თუ ვიტყვი რომ ცუდია – გამოდის, რომ პეპსი-კოლამ ან საერთოდ ლიმონათმა მომისყიდა.

მიუხედავად ამისა, კოკა-კოლაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, ერთის გარდა: შაქრის უზარმაზარი რაოდენობა.

ბავშვი კონცენტრირებულ ენერგიას ადვილად ათვისებადი ნახშირწყლების სახით იღებს და ამ ენერგიას დახარჯვა სჭირდება. კოკა-კოლას (ასევე ნებისმიერი ტკბილი სასმელის) უსაფრთხო მიღება 2 წინასწარ პირობას მოითხოვს: ჭარბი წონის არ არსებობა და ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობა.

ავადმყოფობის, გაუწყლოების, აცეტონემური მდგომარეობის განვითარების, სრულყოფილი კვების არ არსებობის დროს ბავშვს კონცენტრირებული ენერგია ადვილად ათვისებადი ნახშირწყლების სახით ხელს არ შეუშლის.

რა თქმა უნდა, პერორალური რეჰიდრატაციის საშუალება უფრო ეფექტური და უსაფრთხოა. თუ ბავშვი ამ სასარგებლო ფხვნილის მიღებაზე უარს ამბობს, ხოლო კოკა-კოლას მიღებაზე თანახმაა, რატომ არ უნდა სცადოთ!

როგორც აღმოჩნდა, აცეტონის მაღალი დონის შემთხვევაში ბავშვისთვის დროულად მიღებული 1 ჭიქა კოკა-კოლა შეიძლება წამალი აღმოჩნდეს, რომელიც გადასხმებს და საავადმყოფოში მოხვედრას თავიდან აგაცილებთ. ძალიან შორს არ წახვიდეთ. რაც მთავარია, შექმენით პირობები, რომ ბავშვები სპორტით დაკავდნენ და დაე, კოკა-კოლა დალიონ. მშობლები კი იმისთვისაა საჭირო, რომ ბავშვური სურვილები საღი აზრით შეზღუდონ.